ყაბაყი - უგემრიელესი პროდუქტი, რომელიც გვეხმარება შეშუპებისა და ყაბზობის დამარცხებაში. გარდა ამისა, ეს ბოსტნეული აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და გვეხმარება წონის დაკლებაში.
თქვენ მოგიწევთ გემრიელი ბოსტნეულით კვება, რათა 6 დღეში 2-3 კილოგრამი დაიკლოთ წონაში. გთავაზობთ კვების რაციონს 2 დღისთვის, რომელიც რიგ-რიგობით უნდა გაიმეოროთ 6 დღის განმავლობაში.
პირველი დღე
- საუზმე: გახეხეთ 1 კგ ყაბაყი, ჩაამატეთ მასში 1 კვერცხი, 3 სუფრის კოვზი ჭვავის ფქვილი, ნებისმიერი მწვანილი და გამოაცხვეთ ღუმელში.
- საუზმობასა და სადილობას შორის: დაჭერით წვრილად ან გახეხეთ ყაბაყი და სტაფილო, შეაზავეთ უცხიმო იოგურტით. წაიხემსეთ მსუბუქად!
- სადილი: დაჭერით კუბიკებად ერთი სტაფილო, ერთი ბულგარული წიწაკა, ნიახურის ერთი ღერო, პატარა ყაბაყი, დაასხით 2 ლიტრი წყალი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში.
- დღის მეორე ნახევარში: გახეხეთ პატარა ყაბაყი, 3-4 სანტიმეტრი სიგრძის ჯანჯაფილის ფესვი, ბულგარული წიწაკა და შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთში. ჩაამატეთ 200 გრამი უცხიმო ხაჭო და გემრიელად მიირთვით!
- ვახშამი: აიღეთ ნახევარი კილოგრამი ყაბაყი. თითოეული ნაყოფი გაჭერით 2 ნაწილად და გამოშიგნეთ. გულის გარეშე დარჩენილ ყაბაყი გამოავსეთ წვრილად დაჭრილი სასურველი ბოსტნეულით, გაახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ.
მეორე დღე
- საუზმე: გახეხეთ ყაბაყი, გადაღვარეთ სითხე, ჩაამატეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი, ერთი კვერცხი, 1 სუფრის კოვზი სოდა და მოაყარეთ მცირეოდენი მარილი. მიღბული მასა შეწვით ზეითუნის ზეთში კოტლეტების მსგავსად.
- საუზმობასა და სადილობას შორის: დაჭერით ერთი ყაბაყი პატარა ნაჭრებად, შეაზავეთ სასურველი მწვანილით და ჩაამატეთ მცირეოდენი ლიმონის წვენი.
- სადილი: თევზის ფილეს მოასხით ლიმონის წვენი, მოაჭერით ერთი ხახვი, ერთი ყაბაყი და ერთი სტაფილო, გაახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ.
- დღის მეორე ნახევარში: დაჭერით პატარა ნაჭრებად 1 ყაბაყი, 1 სტაფილო, 1 ხახვი და 2 ბულგარული წიწაკა. მოთუშეთ ზეითუნის ზეთში. მიღებული მასა გადაიტანეთ ბლენდერში და კარგად გადაურიეთ. ჩაამატეთ მასში მცირეოდენი უცხიმო ხაჭო და შეაზავეთ იოგურტით.
- ვახშამი: აიღეთ ერთი მუჭა ნებისმიერი სოკო შამპინიონის გარდა, დაჭერით კუბიკებად და შეწვით. პარალერელურად შეწვით 1 ყაბაყი ორივე მხრიდან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაამატეთ სოკოში.
ამ 6 დღიანი დიეტის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული ტკიბილი პროდუქტების, ყავისა და ალკოჰოლის მიღება. მიირთბით დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი!
იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც და არ დაგავიწყდეთ მათთვის ამ დიეტის გაზიარება!