» » » "ოქროს თევზი" კაცუძო ნიშისგან: საუკეთესო სავარჯიშო ხერხემლისთვის

"ოქროს თევზი" კაცუძო ნიშისგან: საუკეთესო სავარჯიშო ხერხემლისთვის

თუ ბევრი დაავადება გაწუხებთ, იმკურნალეთ ხერხემალზე - ამას ამტკიცებდა ცნობილი მკურნალი და ბუნებრივი ჯანმრთელობის კლასიკოსი კაცუძო ნიში. დღეს ეს სიტყვები აქტუალურია ისე, როგორც არასდროს.

თანამედროვე ადამიანის ყოველი დღე, სამწუხაროდ, გაწერილი სქემის მიხედვით მიდის: ჯერ სამუშაო მაგიდასთან ვჯდებით, შემდეგ მანქანაში, შემდეგ სახლში - საყვარელ დივანზე. ამან ხერხემლის დაავადებების წარმოუდგენელი გავრცელება გამოიწვია.



თუ ტკივილი და ხრაშუნი ზურგის არეში მოხუცების ხვედრად ითვლებოდა აქამდე, დღეს დაავადების პიკი 17-49 წლებს შორის მერყეობს. მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 80%-ზე მეტს აწუხებს ზურგის ტკივილები და ესაჭიროება ოსტეოქონდროზის თუ მისი გართულებების მკურნალობა: მალთაშორისი თიაქარი, რადიკულიტი, ხრაშუნის სინდრომი.



როგორ მოვერიდოთ ხერხემლის პრობლემებს ცხოვრების უმოძრაო წესის შემთხვევაში? კაცუძო ნიშიმ შეისწავლა და პრაქტიკაში შეამოწმა მკურნალობის უამრავი მეთოდი, დაამუშავა მათ შორის ყველაზე ეფექტური და ჩამოაყალიბა თავისი ცნობილი "ჯანმრთელობის ოქროს წესები".
ნიშის სავარჯიშო "ოქროს თევზი" ჯანმრთელობის მესამე წესია. იგი, როგორც ზღაპრული ოქროს თევზი, უმოკლეს ვადაში რადიკალურად აუმჯობესებს ხერხემლის მდგომარეობას, აღადგენს სისხლის მიწოდებას და ნაწლავების მოტორიკას.

სავარჯიშო "ოქროს თევზი"
პირველ რიგში, სავარჯიშო მალებს თავიანთ ადგილზე აბრუნებს. ეს ათავისუფლებს შევიწროებულ სისხლძარღვებს და ნერვულ დაბოლოებებს. თანდათან რეგულირდება სისხლის მიმოქცევა, ბევრი აღნიშნავს ნაწლავების მოტორიკის აღდგენას.

სავარჯიშო აუცილებლად უნდა შესრულდეს დილით ან საღამოს. ვარჯიშის შემდდეგ მოდუნებისა და სიმშვიდის შეგრძნება უნდა გაგიჩნდეთ, თითქოს დროებით თავად იქეცით ოქროს თევზად და, წყალში ცურვისას, ჩამოიბანეთ მთელი დაღლილობა, შფოთვა და დაავადებები.



"ოქროს თევზი" შესანიშნავად ეწყობა იოგას და სხვა აღმოსავლურ კულტურას. ზოგიერთ სპორტსმენს უყვარს ამ სავარჯიშოს გაკეთება მოსათელავად სპორტ-დარბაზში ვარჯიშის წინ. ამ შემთხვევაში, იგი ამცირებს ვარჯიშის ტრავმასაშიშობას, რაც აქტუალურია ძალოვანი ვარჯიშების დროს.

უკუჩვენებები სავარჯიშოს შესრულებისას არ არსებობს. მთავარია, ყურადღებით იყოთ ორგანიზმის მიმართ მისი შესრულებისას. ძლიერი გამრუდების მქონე ადამიანებმა ჯერ ექიმთან უნდა გაიარონ კონსულტაცია.

იმისათვის, რომ სავარჯიშოს ეფექტი მაქსიმალური იყოს, აუცილებელია მყარი ზედაპირი და მსუბუქი ტანსაცმელი.

მომზადება სავარჯიშოს შესრულებისთვის
  1. დაწექით იატაკზე, ხელები მოათავსეთ თავქვეშ და ეცადეთ, მთელ სიგრძეზე გაიწელოთ.


  2. ფეხები და თეძოები მჭიდროდ დადეთ იატაკზე, ცერები მიმართეთ თქვენკენ.
  3. გაწელეთ ხერხემალი 5-7 წამის მანძილზე.
  4. რიგ-რიგობით გაიწელეთ სხვადასხვა მხარეს, გაწელეთ ხერხემალი თოკივით და ერთდროულად გაწიეთ მარჯვენა ფეხის ქუსლი წინ, ხელებით წადით საპირისპირო მხარეს, დაითვალეთ შვიდამდე.
  5. გაიმეორეთ მარცხენა ქუსლზე.
"ოქროს თევზის" შესრულების ტექნიკა
  1. დაიკავეთ იგივე საწყისი მდგომარეობა.


  2. დაიწყეთ სწრაფი, ვიბრაციული მოძრაობები. სხეული უნდა მოძრაობდეს ერთი მხარიდან მეორეზე, როგორც მოცურავე თევზს შეეფერება. მოძრაობები მარჯვნიდან მარცხნივ ან პირიქით უნდა იყოს და არა ზემოთ-ქვემოთ.
  3. პირველ ჯერზე შეასრულეთ სავარჯიშო 1 წუთის მანძილზე, შემდეგ გაზარდეთ დრო 3 წუთამდე.
  4. დასაწყისში სავარჯიშო რთულად მოგეჩვენებათ. ამ შემთხვევაში, სთხოვეთ დახმარება ახლობელს: დაგიჭიროთ კოჭები ან ტერფები და ამავდროულად ამოძრავოს ისინი.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.