» » » ლეგენდარულ პროფესორ კაცუძო ნიშის 6 ოქროს სავარჯიშო! იაპონელი მკურნალი გიხსნით

ლეგენდარულ პროფესორ კაცუძო ნიშის 6 ოქროს სავარჯიშო! იაპონელი მკურნალი გიხსნით

"სწორი პოზა ჯანმრთელობის წინაპირობაა" - ამტკიცებდა ცნობილი იაპონელი მკურნალი კაცუძო ნიში. მას სჯეროდა, რომ ადამიანს თავად შეეძლო საკუთარი თავის განკურნება, თუ ეცოდინებოდა ჯანმრთელობის რამდენიმე მარტივი ილეთი. პირადი გამოცდილებით კაცუძომ შეიმუშავა 6 რჩევა, რომლებიც ისტორიაში შევიდა სახელწოდებით "ჯანმრთელობის ოქროს წესები".

ნიშის გამაჯანსაღებელი სისტემა პოპულარობით სარგებლობს თავისი სიმარტივისა და ღრმა აღმოსავლური სიბრძნის წყალობით. ამიტომ, ამ პრაქტიკის ეფექტურობაში დარწმუნებული რჩევების რედაქცია გირჩევთ, თქვენც სცადოთ ნიშის სისტემა.

კაცუძო ნიშის ოქროს წესები
ლეგენდარულ პროფესორ კაცუძო ნიშის 6 ოქროს სავარჯიშო! იაპონელი მკურნალი გიხსნით

  1. მყარი საწოლი
    რბილი საწოლის მოყვარულებისთვის რთულია ამის აღიარება, თუმცა უნდა დაიძინოთ მაგარ საწოლზე. თვითონ მკურნალი ამტკიცებს: "იდეალური ძილის პოზის ჩვევისთვის არ არსებობს იმაზე უკეთესი საშუალება, ვიდრე დარღვევის მუდმივი გამოსწორება, რომელიც ხერხემალზე ჩნდება, მყარ და სწორ საწოლზე ძილით. თუ რბილი საწოლის მოყვარული მისცემს თავის ნერვებს ამ სახით ატროფირებისა და პარალიზების საშუალებას, დაავადებები მას დაუპატიჟებლად ეწვევიან."

  2. მყარი საწოლი ან მუთაქა
    არც რბილი საწოლი, არც რბილი ბალიში.. ნამდვილი გამოხდაა! რეალურად, ყველაფერი სულაც არაა ასე რთულად - ჯანმრთელობისთვის რას არ გააკეთებ. საქმე ისაა, რომ მყარ ბალიშზე ძილით ჩვენი კისრის მალები თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობაში განლაგდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მოიხრება, რაც კისრისა და ზურგის ტკივილებს გამოიწვევს. იაპონელები დაამატებდნენ, რომ კისრის გამრუდება მოკლე სიცოცხლის ნიშანია.



  3. სავარჯიშო "ოქროს თევზი"
    სავარჯიშო ასწორებს გამრუდებულ ხერხემალს, რითიც ხელს უშლის ნერვების გადატვირთვას. ამასთან, იგი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე და მთლიანად ასტაბილიზებს ორგანიზმის ძირითადი სისტემების მუშაობას.


  4. სავარჯიშო კაპილარებისთვის
    კაპილარების გავარჯიშებაც საჭიროა! ნიშის გაჯანსაღების სისტემაში არსებობს სპეციალური ვიბრაციული ტანვარჯიში კიდურებისთვის. ნახეთ, როგორ უნდა გააუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში:


  5. სავარჯიშო ხელის გულებით
    მიმართულებას აძლევს კუნთების, სისხლძარღვების, მუცლის, მენჯისა და თეძოების ნერვების მუშაობას. ეს სავარჯიშო რეკომენდებულია მომავალი დედებისთვის, ვინაიდან იგი ხელს უწყობს ნაყოფის ნორმალურ განვითარებას საშვილოსნოში.


  6. სავარჯიშო ხერხემლისა და მუცლისთვის
    სავარჯიშოს ფუნქციაა მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენა ორგანიზმში. ასევე, მისი შესრულება დადებითად მოქმედებს გონებრივ ენერგიაზე.

როგორც დარწმუნდით, სისტემაში რთული არაფერია! მიჰყევით ამ რეკომენდაციებს და რეგულარულად შეასრულეთ სავარჯიშოები - მალე ხერხემლის მდგომარეობა გაუმჯობესდება და ზურგის პრობლემებს დაივიწყებთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.