იმისათვის, რომ გაიგოთ, როგორ განიკურნება თიაქარი, უნდა იცოდეთ, რას წარმოადგენს თავად ეს დაავადება.
მალთაშორისი დისკის თიაქარი
მალებს შორის მალთაშორისი დისკებია მოთავსებული. ეს ერთგვარი ამორტიზატორებია, რომლებიც შედგება სქელი გელის კონსისტენციის მსგავსი ნივთიერებისგან. ამ ნივთიერებას პულპოზურ ბირთვს უწოდებენ. იგი დაცულია ხრტილოვანი ქსოვილებით ან ფიბროზული რგოლით.
დატვირთვების ან ტრავმის დროს, ფიბროზული რგოლი სკდება, დისკის შიგთავსი გადის ხერხემლის არხში. ამასთან, ზემოქმედებს ნერვულ ბოლოებზე და იწვევს ტკივილს ზურგის არესა და კიდურებში. პულპოზური ბირთვის გასვლა ზურგის ტვინის არხში - სწორედ ესაა მალთაშორისი თიაქარი.
მალთაშორისი დისკის თიაქარი, ხშირად, გვხვდება კისრისა და წელის მონაკვეთში, რადგან ეს ყველაზე მოძრავი ნაწილია ხერხემლისა. კიდურების გაბუჟება, "ჭიანჭველების" შეგრძნება კიდურებზე და ჩხვლეტა - ეს მალთაშორისი თიაქარის პირველადი ნიშნებია.
თუ დაავადება დაწყებულია, შესაძლოა, დაგჭირდეთ ქირურგიული ჩარევა. გონივრული იქნება, თუ დროულად დაკავდებით დაავადების პროფილაქტიკით. რაც უფრო ადრე მიიღებთ ზომებს, მით უფრო სწრაფად და მარტივად განიკურნება მალთაშორისი თიაქარი ოპერაციის გარეშე.
თუ თიაქარი უკვე გაჩნდა, თქვენ გაწუხებთ მწვავე ტკივილი, ექიმთან ვიზიტის შესაძლებლობა კი არ გაქვთ, მოგიყვებით, როგორ უნდა განიკურნოთ თიაქარი ხალხური მეთოდით.
სამკურნალო კომპრესი
ინგრედიენტები:
- 100 გ წითელი თიხის ფხვნილი
- 200 მლ ვაშლის ძმარი
- 2-3 თეთრი კომბოსტოს ფურცელი
მომზადება და გამოყენება
- შეურიეთ თიხა ძმარს არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე.
- დადგით ნარევი წყლის აბაზანაზე. როცა თიხა გაცხელდება, იგი წელვადი გახდება.
- აიღეთ ნარევი ცეცხლიდან და გააგრილეთ რამდენიმე წამით.
- წაისვით მტკივნეულ ადგილზე და დაადეთ ზემოდან კომბოსტოს ფურცლები.
- შეიხვიეთ მთლიანად პირსახოცით და გაიჩერეთ კომპრესი ტკივილის სრულად გაქრობამდე.
წითელი თიხა დიდი რაოდენობით სპილოენძს შეიცავს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას ქსოვილებში. კომბოსტო და ძმარი ხსნის ანთებას, შეშუპებასა და მტკივნეულ შეგრძნებებს დაზიანებულ მონაკვეთში.
იზრუნეთ ზურგსა და მალთაშორის დისკებზე, მთელი ცხოვრების მანძილზე ჯანსაღი ჩვევების შენარჩუნებით. ფიზიკური სავარჯიშოები, როგორიცაა იოგა, გვეხმარება ხერხემლის ელასტიურობის შენარჩუნებაში. დაკავდით ცურვით, ტანვარჯიშით - თქვენ დაგავიწყდებათ ზურგის პრობლემები, ხერხემალს კი დიდხანს შეუნარჩუნებთ ჯანმრთელობას.
გარდა ამისა, მიირთვით მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტები თიაქარის დროს: რძემჟავის პროდუქტები, ხაჭო, რძის კომბოსტო, ბოსტნეული და ხილი, ჩირი, თაფლი, სრულმარცვლოვანი პროდუქტი.
მნიშვნელოვანია დღეში 1.5-2 ლ წყლის მიღებაც. ასე თქვენ შეინარჩუნებთ სითხის ბალანსს ორგანიზმში, რათა მან სწორად იმუშაოს და აღდგეს.
გაგვიზიარეთ თქვენი პრობლემა და გამოცდილება კომენტარებში.