» » კაცუძო ნიში: "პირველი - მალები არ უბრუნდება თავის ადგილს!"

კაცუძო ნიში: "პირველი - მალები არ უბრუნდება თავის ადგილს!"

ცხოვრების უმოძრაო წესი ჩვენი დროის სასჯელია. ადამიანები ნახევარი დღის მანძილზე სხედან სამსახურში, შემდეგ, დაღლილები, დაუძლურებულები მოდიან სახლში და ცდილობენ, სწრაფად ჩამოსხდნენ ან წამოწვნენ. მათთ, ვინც დილაობით დარბის ან სეირნობს, ბევრი უყურებს საეჭვოდ ან შურითაც. საკუთარი თავის მართლება არავის სწყინდება.

არ გიფიქრიათ იმაზე, რომ უმჯობესია, დაავადებები თავიდან აიცილოთ, ვიდრე დანებდეთ, როცა სხვა გზა აღარ გექნებათ? სავარჯიშო "ოქროს თევზი" სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. ყოველდღიური რეგულარული ვარჯიში და თქვენი ოცნება ჯანმრთელობაზე ახდება!

სავარჯიშო ხერხემლისთვის "ოქროს თევზი"
სარგებელი
  • სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება;
  • ჩახერგილი ნერვებისა და სიხლძარღვების გათავისუფლება;
  • გულის, ღვიძლის, თირკმლებისა და ტვინის მუშაობის რეგულირება;
  • კანის გაწმენდა;
  • ნერვული დაძაბულობისა და სტრესის მოშორება;
  • სხეულის პოზის გამოსწორება.
გაწელვა სავარჯიშოს წინ
  1. დაწექით იატაკზე ან სხვა სწორ და მყარ ზედაპირზე.
  2. შემოიდეთ ხელები თავქვეშ და ეცადეთ, მთელ სიგრძეზე გაიწელოთ.
  3. მიაბჯინეთ თეძოები და ქუსლები იატაკს, ცერები მიმართეთ თქვენკენ.
  4. გაწელეთ ხერხემალი 5-7 წამით.
  5. რიგრიგობით გაიწელეთ სხვადასხვა მხარეს, ხერხემალი გაწელეთ თოკივით დამ ერთდროულად, მარჯვენა ფეხის ქუსლი გაწიეთ წინ, ხელები კი საწინააღმდეგო მხარეს, დაითვალეთ 7-მდე.
  6. გაიმაორეთ იგი მარცხენა ქუსლით.
კაცუძო ნიში: "პირველი - მალები არ უბრუნდება თავის ადგილს!"

სავარჯიშო "ოქროს თევზი"
  1. არ შეცვალოთ მდგომარეობა. მოხარეთ ხელის გულები კისრის მალების ირგვლივ.
  2. ფეხები მჭიდროდ მიადეთ ერთმანეთს, ცერები - თქვენკენ.
  3. დაიწყეთ ვიბრირება სხეულით მარჯვნიდან მარცხნიც და წარმოიდგინეთ, რომ წყალში მცურავი თევზი ხართ. ვიბრაცია შეასრულეთ 1-3 წუთის მანძილზე.


სავარჯიშოს შესრულებისას ხერხემალი მჭიდროდ გედოთ იატაკზე. ცერები წაიღეთ თქვენკენ, სხეული ამოძრავეთ მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ. კომფორტისთვის შეგიძლიათ წამოწიოთ კეფა და ტერფები. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, შეასრულეთ სავარჯიშო დილა-საღამოს, დაიწყეთ 1 წუთიდან და გაზარდეთ დრო 3 წუთამდე.

მოცემულ ვიდეოში უკეთ ჩანს სავარჯიშოს შესრულების პროცესი:

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.