» » » შაქარზე უარის თქმა აღადგენს ღვიძლსა და ტვინის ცხოველქმედებას

შაქარზე უარის თქმა აღადგენს ღვიძლსა და ტვინის ცხოველქმედებას

შაქარი არის ტკბილი დანამატი, რომელსაც ყველა სხვადასხვაგვარად უყურებს. ოდესღაც, საუკუნეების წინ, იგი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, მას მხოლოდ დიდ წვეულებებზე მიირთმევდნენ და დელიკატესად თვლიდნენ. დღეს იგი ნებისმიერ მაგიდაზეა და ხშირად თეთრ სიკვდილს უწოდებენ.

მაშინ, როცა ექიმები შაქრის მავნებლობაზე საუბრობენ, ზოგიერთი დიეტოლოგი ორგანიზმისთვის ამ პროდუქტის აუცილებლობას აცხადებენ. ვინაა მართალი?

დღეს, Rchevebi.com-ის რედაქცია ეცდება გაერკვეს, თუ რა როლს ასრულებს შაქარი ორგანიზმისთვის, რამდენად სასარგებლოა იგი და როგორ უნდა მივუდგეთ მისი მოხმარების საკითხს.

შაქრის გავლენა
პოლონელი დიეტოლოგების კვლევის მიხედვით, შაქარი, რომელიც ხილის, ბოსტნეულისა და თაფლის შემადგენლობაში შედის, ზომიერ ფარგლებში ორგანიზმისთვის წარმოუდგენლად სასარგებლოა.



შაქრის სარგებელი
  1. შაქრის წყალობით, აქტიურდება თავისა და ზურგის ტვინის სისხლის ცირკულაცია;
  2. ტკბილეულის მოყვარულთ სახსრების პრობლემა გაცილებით ნაკლებად აღენიშნებათ, ვიდრე მათ, ვინც მკაცრად მისდევს კვებას და ამცირებს შაქრის რაოდენობას რაციონში.



  3. შაქარი ამცირებს თრომბოზის გაჩენის რისკს სისხლძარღვების გაჯანსაღების გზით.
  4. ელენთა ფუნქციონირებს უკეთ, თუ ადამიანის რაციონში არსებობს შაქრის საკმაო რაოდენობა. გარდა ამისა, ამ ორგანოს დაავადების დროს, ექიმები მეტი შაქრის მიღებას გვირჩევენ.


ადამიანთა მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შაქარს ნორმაზე რამდენჯერმე მეტი დოზით იღებენ. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჯანმრთელობაზე ნეგატიურად.

შაქრის ზიანი
  1. მაღალკალორიულობის, ასევე, ვიტამინების, მინერალებისა და ცელულოზის არარსებობს გამო, შაქარი მავნე პროდუქტად ითვლება. შაქრით ვერ გაძღებით, ამასთან, იგი ზედმეტ კილოგრამსა და სმ-ს გმატებთ წელზე.
  2. შაქარი სწრაფად აითვისება, რაც ორგანიზმში დაუყოვნებლივ ზრდის გლუკოზის დონეს. თუ ადამიანი მოძრაობაშია ან მძიმე სამუშაო აქვს, გლუკოზის ეს მარაგი მისთვის საწვავის სახით გამოვლინდება. ნაკლებად აქტიურ ადამიანებში კი გლუკოზის ჭარბი რაოდენობა გროვდება ცხიმოვან ფენად, რაც ტვირთავს კუჭქვეშა ჯირკვალს.



  3. შაქარი კარიესის მიზეზია. კბილის ნადებთან შეერთების დროს, ეს პროდუქტი ზრდის პირის ღრუს მჟავიანობის დონეს, ჩამოყალიბებული მჟავა ჭამს კბილის ემალს, რაც სტომატოლოგთან უსიამოვნო ვიზიტის საბაბია.

  4. შაქარი აჩენს დამოკიდებულებას, როგორც ნარკოტიკული საშუალება. მიღებული სიამოვნება შაქრის მიღებისას იწვევს ცვლილებებს ტვინშიც, ისევე, როგორც მორფინის ან კოკაინის მოხმარებისას.

  5. შაქარი ანადგურებს ტვინის უჯრედებს, რაც სწავლისა და დამახსოვრების უნარს აქვეითებს. იფიქრეთ ამაზე, სანამ ბავშვს კანფეტებით გაუმასპინძლდებით.



    თეთრი, კრისტალური შაქარი, ხანგრძლივი გადამუშავების შემდეგ, ხელოვნურ ნივთიერებად იქცევა, რომელსაც იმდენად მაღალი კონცენტრაცია აქვს, რომ მომნელებელი ორგანოები ძალიან იტვირთება მის გადასამუშავებლად.

    როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? შაქრის გადაყრას არავინ გთხოვთ, მაგრამ ამ პროდუქტით გაძღობა არ ღირს. საჭიროა სწორი კვება და ზომიერების დაცვა.

    შაქრის მოხმარების ნორმა ზრდასრული ადამიანებისთვის დღეში 60 გ-ა. ნუ გაგიხარდებათ - აქ არამხოლოდ შაქრის კრისტალები, არამედ ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულის, მარცვლეულისა და სასმლის შემადგენლობაში არსებული შაქარიც ითვლება.


ახლა იცით, რითია საშიში შაქარი. რა თქმა უნდა, მასზე სრულად უარის თქმა მარტივი არაა, მისი რაოდენობის შემცირება კი შესაძლებელია. ამასთან, მიანიჭეთ უპირატესობა ფრუქტოზას - ნატურალურ პროდუქტს, რომელიც ორგანიზმს გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.