» » » მოხარშეთ კამა და აღარ წახვიდეთ აფთიაქში: ნუ იჩქარებთ აბების მიღებას

მოხარშეთ კამა და აღარ წახვიდეთ აფთიაქში: ნუ იჩქარებთ აბების მიღებას

ძველად, კამის სურნელს ვარდის არომატს ადარებდნენ. რომაელები და ბერძნები თავიანთ საყვარელ ქალებს ხშირად ჩუქნიდნენ კამის თაიგულს - ეს სიყვარულისა და ერთგულების მტკიცებულებად ითვლებოდა. აი მწერებს კი ეს სუნი ნაკლებად მოსწონთ, ამიტომ ჩვენი წინაპრები კამის კონებს სახლის კუთხეებში კიდებდნენ მწერების მოსაშორებლად.

თუ ვიღაც კამას ჩვეულებრივ სანელებელ ბალახად თვლის, რომელიც მხოლოდ კულინარიაში გამოიყენება, ცდება. ეს მწვანილი პოპულარულია არამხოლოდ სასიამოვნო სპეციფიკური სუნის, არამედ უდიდესი სარგებლის გამოც.

ამასთან, კამა იმ მცირე პროდუქტებიდან ერთ-ერთია, რომლების გამოყენებაც, პრაქტიკულად, ნებისმიერი რაოდენობით შეიძლება. მას იყენებენ სუპების, კონსერვების, სალათებისა და დესერტების მოსამზადებლადაც კი.



კამის თვისებები
კამა მდიდარია ვიტამინებით А, В1, В2, РР და С, ასევე, ფოსფორით, კალიუმით, კალციუმითა და კაროტინით. მცენარეს მძლავრ ანტიოქსიდანტად მიიჩნევენ. იგი შეიცავს ასკორბინის მჟავასა და კვერცეტინს, რომლებიც ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. ეთერზეთები კი მასში შესანიშნავ ანტისეპტიკებად ითვლება.



ხალხურ მედიცინაში გამოიყენება კამის როგორც ფოთლები, ისე ყვავილები და ღეროებიც. მათგან ამზადებენ ნახარშებსა და ნაყენებს, რომლებსაც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ.

ეს გასაოცარი არ არის, რადგან კამას შარდმდენი, კუჭის ამშლელი, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვისებები აქვს. მისი ნაყენი ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას, მატებს მადას, ხელს უშლის დაავადების გამომწვევ მიკრობებს.



საშემოდგომო ვირუსების დროს შეგიძლიათ მოხარშოთ კამის თესლი კრაზანასთან, ჯორისტერფასა და ბეგქონდარასთან ერთად. მიღებული მასით ინჰალაცია ამოსახველებელი საშუალებაა.
დიარეის დროს საკმარისია 2 ჩ.კ. კამის თესლს დაასხათ 2 ჭიქა მდუღარე და შეურიოთ სამეფო ევკალიპტის ნაყენს 1:3 პროპორციით. მიიღეთ ნახევარი ჭიქა მასა და კუჭ-ნაწლავის დარღვევები ჩალაგდება. ძველად ტკივილებისა და მუცლის შებერილობის დროს ჩვილებსაც კი ასმევდნენ კამასთან ერთად დაყენებულ წყალს.


შეგიძლიათ უფრო მაგარი ნაყენიც გამოიყენოთ. ჩაიდანში ჩაყარეთ კამის 2 ჩ.კ. თესლი, დაასხით 0.5 ლ მდუღარე და დაახურეთ სახურავი 40 წუთით. მიღებული ნაყენი მიირთვით ჩაიდნიდანვე დღეში 7-10ჯერ. ამასთან, უნდა დალიოთ ჭამის შემდეგ, თუმცა საკვები ზომიერად უნდა მიიღოთ. მშიერ კუჭზე ნუ დალევთ ნაყენს.

უკვე ერთ კვირაში ავადმყოფობა გაქრება. ნაყენი დაგეხმარებათ მაღალი წნევის, უძილობის, ბრონქიტისა და გაციების დროს. პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ მიირთვათ თვეში რამდენიმე დღით, მაშინაც კი, თუ ზემოხსენებულებიდან არაფერი გაწუხებთ.



ჩვენი ორგანიზმისთვის კამის ყველაზე დიდი სარგებელი ინახება ახალი, მწვანე ფოთლების კონაში, რომელსაც გაჯერებული არომატი აქვს. გაყვითლებული კამა კარგავს თვისებების ნახევარს და სუნსაც. როცა კერძს ამზადებთ, ხარშვის 5 წუთში იგი კარგავს არომატს, ამიტომ დაუმატეთ კერძს კამა ბოლოს.

მწვანილი ამცირებს წნევას და რეკომენდებულია ჰიპერტონიკებისთვის, თუმცა მის თვისებას გვერდითი მოვლენაც აქვს: ფეხმძიმეებისთვის კამა არაა რეკომენდებული, ასევე, დაბალი წნევის მატარებლებისთვისაც.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.