» » » როგორ დავამზადოთ მცენარეული კბილის პასტა სახლის პირობებში

როგორ დავამზადოთ მცენარეული კბილის პასტა სახლის პირობებში

ტრადიციული კბილის პასტის უმეტესობა შედგება ძლიერმოქმედი გამწმენდებისგან, როგორიცაა ნატრიუმის ლაურისულფატი, რომელიც კანზე გამონაყარსა და ალერგიას იწვევს. ამ ბუნებრივ საშუალებას კი ისეთივე გამწმენდი და ანტისეპტიკური თვისებები და გაღიზიანების ნაკლები შანსი აქვს. იგი შეიცავს ეთერზეთების ანტისეპტიკურ ნარევს, რომელიც კანს ბაქტერიებისგან იცავს და ღრძილებს სიჯანსარეს უნარჩუნებს.

15 გრამის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • 2 წვეთი გლიცერინი
  • 1 ჩ/კ საჭმელი სოდა
  • 1 ჩ/კ სუფრის მარილი
  • 2 წვეთი ბეგქონდარას ეთერზეთი
  • 2 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
  • 2 წვეთი ტკბილი კამის ეთერზეთი

მომზადების წესი:
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი პატარა თასში. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი წყალი და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღებული მასა საკმარისია ორი გამოყენებისთვის. შეინახეთ მაცივარში და იმ დღესვე მთლიანად გამოიყენეთ.

გამოყენების წესი:
პასტა კბილის ჯაგრისზე დადეთ და კბილები ჩვეულებრივად გამოიხეხეთ. არ გადაყლაპოთ. გაიხეხეთ დღეში ორჯერ.

კამის თესლი

კამის თესლს ანისულის არომატი აქვს. შველის ღრძილების პრობლემებსა და ყელის ტკივილს. კამა შესანიშნავი ინგრედიენტია კბილის პასტების დასამზადებლად.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.