» » » კამას იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე დაავადებათა პროფილაქტიკისათვისაც, ის აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს

კამას იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე დაავადებათა პროფილაქტიკისათვისაც, ის აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს

კამას სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები ითვლება. ძირითადად ზღვის სანაპირო ზოლშია გავრცელებული, მაგრამ გვხვდება ყველგან. ხშირად გაველურებულია. დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ აჭარაში.
კამას ნაყოფების მთავარი კომპონენტები, რომლებიც მის ფასს განსაზღვრავს არის: ანეტოლი და ფენსონი. ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში კამის ნაყოფებზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ჯგუფები: a-პინენი, a-ფენალდრენი, ანეტოლი, ანისულის მჟავა, მეთილხავიკოლი, ნისულის ალდეჰიდი, სიტოსტერინი, უმბელიფერონი (კუმარინი), ფენოლკარბონისმჟავები, ფენსონი, ფლავონოიდები, ქვერცეტინ-3 არაბინოზიდი, ქვერცეტინი, ცილები, ცხიმოვანიზეთი.

კამა ეთერზეთებით მდიდარი ერთწლიანი მცენარეა. გამოირჩევა სასიამოვნო და ამავე დროს ძლიერი არომატით. მცენარე შეიცავს სურნელოვან ეთერზეთებს. კამის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ მადის აღმძვრელი საუკეთესო საშუალებაა და საკვების სწრაფ და სრულფასოვან მონელებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B1,B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს.
მათთვის, ვინც მუდმივად ცომეულსა და მშრალ საკვებს მიირთმევს, რეკომენდებულია დღეში ერთი კონა კამის შეჭმა. კავკასიელ მამაკაცთა ხანგრძლივი პოტენციის საიდუმლოც კამა ყოფილა. თურმე ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში ამზადებდნენ კამისგან პოტენციის ასამაღლებელ საშუალებას. აზიელებთან ერთად კამას პატივს მიაგებდნენ ეგვიპტელები და სამხრეთ ამერიკელებიც.

კამას იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე დაავადებათა პროფილაქტიკისათვისაც, რადგან მას არაერთო სასარგებლო თვისება აქვს; აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში; ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს; აადვილებს სისხლის მიდენას ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოს ანთებას; აქვს გულის მუშაობის მატონიზებელი ეფექტი; აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს; რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში ზრდის ბრონქიოლებისა და ალვეოლების ზომას, ამცირებს მათში ჰაერის წინააღმდეგობას და, საზოგადოდ, შეგუბებით პროცესებს სასუნთქ გზებში; ათხიერებს სქელ, წებოვან ნახველს, ხელს უწყობს მის გამოძევებას; აადვილებს ნაღვლის გამოყოფას; აუმჯობესებს პერისტალტიკას, კარგია შეკრულობისას; აჩქარებს წყლულების, პოსტოპერაციული ჭრილობებისა და ძვლოვანი ქსოვილის შეხორცებას.

კამა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა, შარდის გამომყოფი, საჭმლის მომნელებელი, სისხლის წარმომქნელი სისტემებისთვის, სტაფილოს წვენთან ერთად - თვალებისთვის, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხსნის უძილობას, აქვეითებს არტერიულ წნევას ჰიპერტონიული დაავადების დროს, აცხრობს გულის არეში არსებულ ტკივილებს ქრონიკული კორონარული უკმარისობისას. ერთი ჩაის კოვზი გამხმარი კამა ხსნის კრუნჩხვასა და კოლიკას, მუცლის ძლიერ ტკივილს. ამავე ოდენობის ხმელი კამას დაღეჭვა (და არა გადაყლაპვა) აცხრობს ხველასა და მოხრჩობის შეგრძნებას. ეფექტურია ბრონქული ასთმის დროს. ცალკე უნდა აღინიშნოს კამის ლაქტოგენური ანუ რძის წარმოქმნის მასტიმულირებელი მოქმედება. ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში სასარგებლოა კამის თესლის ნაყენი.

კამის წყალს პატარებს კოლიკის მოსახსნელად ასმევენ. კამის ეთერზეთები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას და ნაწლავებიდან აირთა გამოდევნას. კამას წარმატებით იყენებენ მარილთა ჩალაგების პროფილაქტიკისათვის, დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალოდ. დამამშვიდებელი ეფექტი აქვს სტენოკარდიის, ნევროზის, მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმის დროს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.