» » » 12 წლის მანძილზე, ყოველ შემოდგომაზე გაზეთ New York Times-ში ქლიავის ღვეზელის რეცეპტს ბეჭდავდნენ

12 წლის მანძილზე, ყოველ შემოდგომაზე გაზეთ New York Times-ში ქლიავის ღვეზელის რეცეპტს ბეჭდავდნენ

დადგა ქლიავის სეზონი, ამიტომ რეცეპტი, რომელსაც დღეს რჩევების რედაქცია გაგაცნობთ, ნამდვილად გამოგადგებათ.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მომზადდეს ეს ქლიავის ღვეზელი, ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის ფურცლებზე 12 წლის მანძილზე, ყოველ შემოდგომაზე იბეჭდებოდა - მანამ, სანამ რედაქტორი არ დაიღალა ერთი და იმავე რეცეპტის გამოქვეყნებით ამერიკელი დიასახლისების მოთხოვნით და განაცხადა, რომ ამ რეცეპტს ისინი ბოლოჯერ აქვეყნებდნენ, დიასახლისებმა კი დაე ამოჭრან ეს რეცეპტი, გაუკეთონ ლამინირება და დაკიდონ მაცივარზე.
აი, ასეთი ლეგენდა დადის ინტერნეტში ამ გემრიელი ღვეზელის ირგვლივ.



ქლიავის ღვეზელი
ასე იყო თუ არა, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ის, რომ ღვეზელი ნამდვილად უგემრიელესია, ერთმნიშვნელოვნად დავამტკიცებ. მხოლოდ ამ თვეში იგი უკვე ორჯერ გამოვაცხე. როცა ღვეზელი ცხვება, სახლში შესანიშნავი არომატი ვრცელდება და რთულია მოთმენა მის მომზადებამდე.

ქლიავის ღვეზელი შესანიშნავია საღამოს ჩაის სმისთვის ან მარტივი საუზმისთვის. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ზემოდან მოაყართ შაქრის პუდრი ან მორთოთ ათქვეფილი ნაღებით. თუ ნაღების კრემს გააკეთებთ და ხილს წაუსვამთ, მიიღებთ სადღესასწაულო ტორტს.

ინგრედიენტები
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 113 გ ნაღების კარაქი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 12 ქლიავი
  • მწიკვი მარილი


მომზადება
  1. მოათავსეთ მიქსერის თასში დარბილებული კარაქი და მოაყარეთ შაქარი. კარგად ათქვიფეთ. თუ მიქსერი არ გაქვთ, შეგიძლიათ ხელითაც ათქვიფოთ.


  2. არ გააჩეროთ მიქსერი და ისე ჩაამატეთ თითო-თითო კვერცხი, შემდეგ მწიკვი მარილი. მოაყარეთ გამაფხვიერებელი, ფრთხილად მოურიეთ კოვზით.


  3. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი, ფორმაზე მოათავსეთ ცომი და გაათანაბრეთ.


  4. გარეცხეთ ქლიავი, დაჭერით შუაში და დაალაგეთ ცომზე.


  5. მოაყარეთ ცოტაოდენი შაქარი და დარიჩინი.


  6. შედგით ღვეზელი კარგად გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 40-45 წუთით. მზაობა შამოწმეთ ხის ჩხირით.

ღვეზელი მზადაა, გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.