» » » ფარაონების სასმელი ახლა მეც შემიყვარდა: ჩვეულებრივ ჩაის უკვე აღარ ვყიდულობ

ფარაონების სასმელი ახლა მეც შემიყვარდა: ჩვეულებრივ ჩაის უკვე აღარ ვყიდულობ

თბილი და სასიამოვნო სეზონიდან შედარებით ცივ და სველ ამინდში გადავინაცვლეთ. ამიტომ, იმ იშვიათ წუთებში, როცა არსად გვეჩქარება, გვინდება სახლში ჯდომა, წიგნის კითხვა, წვიმის ხმის მოსმენა და რაღაც ცხელის მირთმევა.
დღეს კი გესაუბრებით შესანიშნავ სასმელზე ინდური ფესვებით - ჩაი კარკადეზე, რომელიც არამხოლოდ გაგათბობთ ცივ ამინდში, არამედ შემოდგომის განწყობას აამაღლებს. თუმცა, ამით მისი შესაძლებლობები არ მთავრდება.



რითია სასარგებლო ჩაი კარკადე
კარკადე მკვეთრი წითელი ან ბორდოსფერი ჩაია სუდანური ვარდის ყვავილებისგან. სასმელს თამამად უწოდებენ "დარაონების ბალახს" (ამბობენ, რომ იგი კლეოპატრას ძალიან უყვარდა). ჩვენთან მცენარეს ჰიბისკუსს უწოდებენ. მისი გამომშრალი ყვავილებისგან აყენებენ ამ ცნობილ ჩაის.



ამასთან, ყველამ როდი იცის, როგორ უნდა დაყენდეს ჩაი კარკადე სწორად. საქმე ისაა, რომ ყვავილების ადუღება არ შეიძლება, ისინი უნდა მორწყოთ მდუღარეთი. ამასთან, თუ სარგებლის მიღება გსურთ, ჩაი უფრო მეტი უნდა მოათავსოთ, ვიდრე ჩვეულებრივ - 100 მლ მდუღარეზე არანაკლებ 1 ჩ.კ.

არ დაგავიწყდეთ, რომ მეტალის ფინჯანში კარკადე არამხოლოდ გემოსა და ფერს, არამედ სასარგებლო თვისებებსაც კარგავს, ამიტომ შეარჩიეთ შუშის, ფაიფურის ან კერამიკული ჭურჭელი. სასმლის მთელი სარგებლის მისაღებად კი გააჩერეთ იგი ჭიქაში 15 წუთით მაინც.


კარკადეს სასარგებლო თვისებები
  1. ანტოციანები, რომლებიც ჰიბისკუსის შემადგენლობაშია, აძლიერებს სისხლძარღვებს;
  2. კარკადეს მაგარი ჩაი დადებითად აისახება ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე;
  3. სასარგებლო ვიტამინები და მიკროელემენტები აძლიერებს იმუნიტეტს;



  4. მსუბუქი ამშლელი ეფექტით, ჩაი გვეხმარება საჭმლის მონელების პროცესებში;
  5. კლავს წყურვილს როგორც ცხელ, ისე ცივ მდგომარეობაში, ამიტომ დიდი პოპულარობით გამოიყენება ახლო აღმოსავლეთში.


საინტერესოა, რომ ცხელი კარკადე წნევას მაღლა წევს, ცივი - დაბლა. ამიტომ, ჰიპერტონიკებისთვის იგი ნამდვილი მონაპოვარია.

თუმცა, კარკადეს მიღება ნებისმიერისთვის არ შეიძლება. გასტრიტის ან კუჭის წყლულის მქონე ადამიანებს მის მიღებას არ ვურჩევთ, სხვა დანარჩენებისთვის კი ჩაის რეკომენდაციას ვუწევთ. სასმელი მდიდარია C, P და Bჯგუფის ვიტამინებით, ამინომჟავებითა და მიკროელემენტებით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.