აღმოჩნდა, რომ ეს სოკო ძალიან სასარგებლოცაა. ამიტომაც, Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ ღვიძლა სოკოს სარგებელსა და მის სასარგებლო თვისებებზე, პირადად მე კი მოგიყვებით, როგორ ამზადებდა ჩემი ბებია ამ უჩვეულო სოკოს.
რითია სასარგებლო სოკო
დასაწყისისთვის ვისაუბროთ ღვიძლას სარგებელზე. 100 გრ რბილობში ვიტამინ C-ს დღიური ნორმა შედის. გარდა ამისა, ღვიძლას შემადგენლობაშია ნახშირწყლები, ცილები, მინერალები, ვიტამინები D, PP და ფოსფორი. ეს სოკო ხეზე იზრდება და მისგან ყველაზე სასარგებლო ნივთიერებებს იღებს, რისი წყალობითაც შესანიშნავ წამლად გარდაიქცევა. განსაკუთრებით სასარგებლოა სოკოს ფერფლი - ამით უამრავ დაავადებას კურნავენ.
ფერფლისთვის საჭიროა სოკოს გამოშრობა, დაწვა და ნარჩენების დაფქვა. ამ ფერფლს იღებენ საყვითლოს, არითმიის, თირკმლის მწვავე უკმარისობის, ათეროსკლეროზის განსაკურნებლად და სისხლძარღვების გასაწმენდად, დილით უზმოზე და ძილის წინ 0.5 კოვზს 20 დღის მანძილზე.
გახსოვდეთ, რომ სოკოთი მკურნალობა მხოლოდ დამატებითი საშუალებაა თერაპიის კომპლექსში. სერიოზული დაავადებების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
სოკო არამხოლოდ ფერფლის, არამედ მომზადებული სახითაც სასარგებლოა. ახლა გეტყვით, როგორია ღვიძლა სოკო და სად უნდა ეძებოთ იგი. მაშ ასე, ღვიძლა - ფისტულინისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, ასევე, ცნობილია, როგორც ღვიძლის სოკო, ღვიძლის ტრუტოვიკი და სიდედრის ენა.
ეს საკმაოდ დიდი ზომის სოკოა, დაახლოებით 30 სმ დიამეტრის. ახალგაზრდა სოკოს სხეული უფორმო აქვს, უფრო მომწიფებულ ასაკში კი მისი ფორმა ენას მოგაგონებთ.სოკოს ზედაპირი ბზინვარე და გლუვია, წვიმიან ამინდში - წებოვანი. სოკო მიმაგრებულია ხეზე მოკლე ფეხუცებით.
ღვიძლას რბილობი მკვრივია, შეფერილობა - ვარდისფერი, წითელი ორნამენტებით, გაჭრისას სოკო ხორცის ან ღვიძლის ნაჭერს მოგაგონებთ, აქედანაც მოდის მისი სახელწოდება. გამოსდის წითელი ფერის წვენი.
ღვიძლა სოკოს ტყეში ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე შეხვდებით. იგი უმეტესად თბილ რაიონებში იზრდება და, ჩვეულებრივ, წაბლის ან მუხის ხეებზე ბინადროს. ის სხვა სოკოში ვერ აგერევათ, რადგან ღვიძლს ბევრი სოკო არ ჰგავს.
სოკო ჭმევადია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ნაყოფი, რომლის რბილობიც ჯერ არ გახევებულა. ეს ნაზი და გემრიელი სოკო ოდნავ მომჟავოა. შეგიძლიათ იგი შეწვათ, გამოაცხოთ, დაუმატოთ სალათს ან დაამარინადოთ - ნებისმიერი სახით გემრიელია. ახლა დროა, ბებიაჩემის რეცეპტი გაგანდოთ ღვიძლას მოსამზადებლად.
ინგრედიენტები
- 2 კგ ღვიძლა
- 2 თავი ხახვი
- მცენარეული ზეთი
- მარილი გემოვნებით
- კარგად გარეცხეთ სოკოები და მოხსენით კანი. რეკომენდებულია მათი დალბობა წყალში მომზადებამდე, რათა მოაშოროთ პატარა მწერები, მაგრამ შეგიძლიათ უბრალოდ კარგად გარეცხოთ და მოხარშოთ. ჩაალაგეთ მთლიანი ნაჭრები ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. ხარშეთ 20 წუთი.
- გაწმინდეთ ხახვი, დაჭერით რკალებად ან სქელ კუბებად. გაგრილებული სოკოც დაჭერით საშუალო ნაჭრებად. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და დაუმატეტ სოკო.
როცა სოკოს წვენი აორთქლდება მთლიანად, ჩაყარეთ ხახვი და შეწვით. მომზადების დასრულებამდე მოაყარეთ მარილი. სოკო მზადაა მისართმევად :)