» » » თუ ვახშმის მაგივრად დალევთ ჭიქა არომატულ სამკურნალო ჩაის მაშინ გარანტირებული ხართ, რომ დიდი ხნით შეინარჩუნებთ ჯანმრთელობასა და სიმხნევეს.

თუ ვახშმის მაგივრად დალევთ ჭიქა არომატულ სამკურნალო ჩაის მაშინ გარანტირებული ხართ, რომ დიდი ხნით შეინარჩუნებთ ჯანმრთელობასა და სიმხნევეს.

ურიგო არ იქნება, გულის დასამშვიდებლად და ტკივილების მოსახსნელად ხშირად სვათ იის ყვავილებისგან დამზადებული ჩაი. გარდა ამისა, აგრეთვე გირჩევდით სხვადასხვა სახის დამამშვიდებელ აბაზანებს. თუ არ გაგაჩნიათ დიდი აბაზანა, შეიძლება გაიკეთოთ იგი ფეხებისათვის.

  • აიღეთ ნაძვის წიწვები, ტოტები, გირჩები, დაასხით ცივი წყალი, რომ დაფაროს ისინი, ადუღეთ ნახევარი საათი, ხოლო შემდეგ გააჩერეთ 12 საათი. ნაყენი უნდა იყოს ყავისფერი.

    დაუმატეთ მას ზომიერად ცხელი წყალი - აბაზანისთვის ლიტრანახევარი, ფეხებისათვის ლიტრის მეოთხედი. ძალიან კარგია დაუმატოთ აბაზანას ვალერიანის ფესვების ნაყენი. ეს ხსნის თავის ტკივილს, დაბლა სწევს წნევას. სცადეთ აბაზანის გაკეთება გვირილის, კაკლის ფოთლების ნაყენით. მასაც ამზადებენ ისევე, როგორც ნაძვის წიწვების, ტოტებისა და გირჩების ნაყენს, მხოლოდ მისი დიდხანს გაჩერება აღარ დაგჭირდებათ.

    სასარგებლო ჩაი
  • კატეგორიულად უარი თქვით "გამამხიარულებელი" სასმელების - არაყისა და ღვინისგან. უპირატესობა მიანიჭეთ წვენს, წყალს, ხოლო ყველაზე უკეთესია ჩაი. ჩაი მოამზადეთ მრავალფეროვანი. გაზაფხულობით ძალზე სასარგებლოა ჩაი მოცხარის, ალუბლის ნორჩი ყლორტებისგან. თუ შესვამთ თაფლიან ჩაის უზმოზე, თუ ვახშმის მაგივრად დალევთ ჭიქა არომატულ სამკურნალო ჩაის ფოთლებისა და ბალახისგან - მაშინ გარანტირებული ხართ, რომ დიდი ხნით შეინარჩუნებთ ჯანმრთელობასა და სიმხნევეს.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.