» » » მხოლოდ 500 გრ ფარში, კარტოფილი და ფქვილი. პოლონელი მეფის და უბრალო დიასახლისების საყვარელი კერძი 

მხოლოდ 500 გრ ფარში, კარტოფილი და ფქვილი. პოლონელი მეფის და უბრალო დიასახლისების საყვარელი კერძი 

ზრაზი - ლიტვის, ბელორუსის, რუსული, პოლონური და უკრაინული სამზარეულოს კერძი, რომელიც წარმოადგენს კოტლეტს ან ხორცის რულეტს შიგთავსით. თუ "პოლონეთის დიდებული სამეფოს ქრონიკებს" დავუჯერებთ ზრაზი პოლონეთის მეფე ვლადისლავ იაგელოს ძალიან უყვარდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ამ კერძის ავტორობას მილანელ პრინცესას ბონე სფორცას აწერენ. ასეა თუ არა - უცნობია, მაგრამ კარტოფილის ზრაზმა ხორცის ფარშით ჩვენს მენიუში მყარად დაიკავა ადგილი.



ინგრედიენტები კარტოფილისთვის 

  • 12 საშუალო კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ხახვი
  • 5 ს/კ ფქვილი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 1 ჩ/კ მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 500 გრ ხორცის ფარში
  • 1 ხახვი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით 

კარტოფილის ზრაზი ფარშით

  1. კარტოფილი დიდ ნაწილებად დაჭერით და მოხარშეთ. არ დაგავიწყდეთ მარილის მოყრა. 



  2. გაცივება არ აცალოთ და პიურე გააკეთეთ. 



  3. ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. 



  4. მცენარეულ ზეთზე ხახვი შეწვით, დაუმატეთ ფარში, ყველაფერი აურიეთ, მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. 



  5. გაცივებულ კარტოფილის მასას დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და აურიეთ.



  6. კარტოფილის მასიდან პატარა რგოლები გააკეთეთ. თითოეული რგოლის შიგნით ს/კ ფარში მოათავსეთ.



  7. მიეცით კარტოფილის პერაშკის ფორმა, ფრთხილად შეაერთეთ.



  8. გამზადებულ ფქვილი მოაყარეთ. ტაფაზე ცოტა მცენარეული ზეთი მოასხით. შეწვით ზრაზი ერთი მხრიდან, შემდეგ გადააბრუნეთ და მეორე მხრიდანაც შეწვით.



კარტოფილის ზრაზი ხორცით მზადაა. მოამზადეთ და თქვენს მეგობრებს მიართვით. ეს რეცეპტი მათ გაუზიარეთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.