» » » რითია საშიში "უბრალოდ გულძმარვა" და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან

რითია საშიში "უბრალოდ გულძმარვა" და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან

მკერდის არეში წვა, უსიამოვნო მწარე გემო პირში, მუცლის შებერილობა - ყველა ეს სიმპტომი დაკავშირებულია მჟავურ რეფლუქსთან. გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება (გერდ), ცნობილი, როგორც მჟავური რეფლუქსი, გულძმარვის სამედიცინო აღწერაა.

მჟავური რეფლუქსი წარმოიქმნება, როცა კუჭი ვერ უმკლავდება იმ პროდუქტს, რომელიც მიირთვით, კუჭის მჟავური შემცველობა კი საყლაპავში ამოდის.


ეს, თითქოსდა, უვნებელი მჟავა იწვევს გაღიზიანებასა და ანთებას, ავიწროვებს საყლაპავს და იწვევს გულისრევას, ხველებას, ყელის წვას და კბილის ემალის დაზიანებას. მჟავური რეფლუქსი, ასევე, ზრდის საყლაპავი მილის კიბოს გაჩენის რისკს.


ამიტომაც, საჭიროა იმ პროდუქტების დამახსოვრება, რომლებიც არ უნდა მიირთვათ, თუ ხშირად გაწუხებთ აღნიშნული მდგომარეობა.

პროდუქტი, რომელიც გულძმარვას იწვევს
  1. შოკოლადი
    თუ შოკოლადი გიყვართ და ხშირად გაწუხებთ გულძმარვა, დროა, ეს ტკბილეული რაციონიდან ამოიღოთ.
    პირველ რიგში, იგი შეიცავს კოფეინსა და სხვა სტიმულატორებს, მათ შორის თეობრომინს, რომელიც იწვევს რეფლუქსს. მეორეც, შოკოლადში დიდი რაოდენობით ცხიმია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მონელებისთვის გაცილებით დიდი დროა საჭირო.


  2. ალკოჰოლი
    ალკოჰოლური სასმელების ნებისმიერი სახეობა იწვევს რეფლუქსს. კვლევების თანახმად, 210 მლ ან მეტი ალკოჰოლის მიღება კვირაში გულძმარვის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.


  3. ყავა
    ყავა ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოდას, რითიც ზრდის მარილოვანი მჟავის რაოდენობასაც. მისი სიჭარბე იწვევს საყლაპავის ანთებას (ეზოფაგიტს), რომლის ძირითადი სიმპტომიც გულძმარვაა.
    ყავასთან ერთად, უნდა მოერიდოთ კოფეინის შემცველ სხვა პროდუქტსაც: შავი ჩაი, ტკბილი გაზიანი და ენერგეტიკული სასმელები.


  4. პომიდორი
    თუ უკვე გაწუხებთ მჟავური რეფლუქსი, მოერიდეთ პომიდვრებსა და მისგან მომზადებულ სოუსებს. პომიდორი მდიდარია ლიმონის, ვაშლისა და ასკორბინის მჟავებით, რომლებიც აღიზიანებს კუჭსა და საყლაპავას.
    როცა პომიდორს მიირთმევთ, კუჭი გამოიმუშავებს ძალიან დიდი რაოდენობით კუჭის წვენს, რაც იწვევს გულძმარვასა და სხვა პრობლემებს.


  5. გაზიანი წყალი
    რატომ არ შეიძლება გაზიანი სასმელების მიღება? გაზი, რომელსაც ისინი შეიცავს, გროვდება კუჭში და იწვევს ბოყინს, ადუნებს საყლაპავი მილის ქვედა სფინქტერს, ამიტომ გაზიანი წყალი და მსგავსი სითხეები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ.

მჟავური რეფლუქსის პროფილაქტიკა
  1. გახდით
    მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სხეულის მასის 8-10%-ის დაკარგვა მნიშვნელოვნად ამცირებს რეფლუქსის სიმპტომებს.


  2. შეასწორეთ დიეტა
    პირველ რიგში, გამორიცხეთ რაციონიდან მთავარი "დამნაშავეები", მათ შორის: სანელებლები, შოკოლადი, ალკოჰოლი და სწრაფი კვება.

  3. დაიძინეთ მარცხენა გვერდზე
    ძილი მარჯვენა მხარეს ან მუცელზე იწვევს წნევას ნაწლავებზე და მჟავური რეფლუქსის სიმპტომებს.

  4. აცადეთ საკვებს გადამუშავება
    ძლიერი ფიზიკური სავარჯიშოები საჭმლის მიღებისთანავე ან არასწორად შერჩეული სავარჯიშოებიც შეიძლება გახდეს გულძმარვის მიზეზი. თუ სპორტით დაკავება გადაწყვიტეთ, ნუ დაიწყებთ ამას ჭამის დასრულებისთანავე.
    დასატრიალებელი სავარჯიშოები, დახრები და სხეულის მდგომარეობის მყისიერი ცვლილებებიც იწვევს მჟავურ რეფლუქსს. გაითვალისწინეთ ეს ფაქტი სავარჯიშოების შერჩევისას.

  5. მიირთვით მცირე ულუფებად
    ეცადეთ, იკვებოთ ხშირად, მცირე ულუფებად. საკვების ადეკვატური მოცულობა კუჭში კუჭის წვენის სწორ ცირკულაციას გამოიწვევს.

  6. მიირთვით ბალახის ჩაი
    ულბოს ან გვირილის ჩაი ეფექტური ხალხური საშუალებაა რეფლუქსის სიმპტომების შესამცირებლად. პიტნის ჩაიც კარგი იდეაა - იგი დაგეხმარებათ საჭმლის მონელების დარღვევებისა და გადანაყრების შეგრძნების დაძლევაში.

ერთი შეხედვით გეჩვენებათ, რომ შეზღუდვების სია ძალიან დიდია და საყვარელი პროდუქტები უნდა დაივიწყოთ. ეს ასე არ არის.
რა თქმა უნდა, დაავადების გამწვავების შემთხვევაში დიეტა ცხოვრების წესად იქცევა, თუმცა ეს იშვიათად თუ გრძელდება რამდენიმე კვირაზე მეტხანს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.