» » » მუცლის ქრონიკული შებერილობა მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. მივაგენი მარტივ საშუალებას სწრაფი ეფექტით.

მუცლის ქრონიკული შებერილობა მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. მივაგენი მარტივ საშუალებას სწრაფი ეფექტით.

მუცლის შებერილობა - საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული საკმაოდ უსიამოვნო პრობლემა, რომელიც თავს იჩენს მძიმე საკვების მიღების შემდეგ და უდიდეს დისკომფორტს გვიქმნის. სამწუხაროდ, ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი მოცემული მოვლენისგან რეგულარულად იტანჯება და როგორც წესი, მათი უმრავლესობა სწორედ იმ საშუალების ძიებაშია, რომელიც მოაწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და გაათავისუფლებს მას უსიამოვნო შეგრძნებებისგან.

გარდა მძიმე საკვების მიღებისა, მუცლის შებერვა შეიძლება განაპირობოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა ისეთმა პრობლემებმა, როგორიცაა: დისპეფსია, ლაქტოზის აუტანლობა, კრონის დაავადება, სელიკის დაავადება, მჟავური რეფლუქსი, პრემენსტრუაციული სინდრომი და ა.შ.

როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას?

რა თქმა უნდა, საუკეთესო გზა ქრონიკული შებერილობის წინააღმდეგ საბრძოლველად კვებაში გარკვეული ცვლილებების შეტანაა. მაგალითად, მოცემული უსიამოვნო პრობლემისგან სწრაფად გათავისუფლდებით, თუ კვების რაციონს უჯრედისით მდიდარი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული პროდუქტებით გაამდიდრებთ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი, თანაც საუკეთესო პროდუქტია ჩიას თესლი, რომელსაც წარმოუდგენლად სასარგებლო გალვენა აქვს მთელ ორგანიზმზე, განსაკუთრებით კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.

უკვე არაერთი წელია, რაც ხალხური მედიცინა წარმატებით იყენებს მოცემულ პროდუქტს საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად. უჯრედისით, ანტიოქსიდანტებით, ცილებით, ნახშირწყლებითა და კალციუმით მდიდარი ეს პროდუქტი აუმჯობესებს კუჭის მუშაობას, წმენდს ნაწლავებს და ამარაგებს ორგანიზმს მისი გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ჩიას თესლი ფლობს თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლის უნარს, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, გვიცვას გლუკოზის დონის მკვეთრი ცვლილებებისგან საკვების მიღების შემდეგ, ახშობს მადას, აძლიერებს ძვლებს და აწესრიგებს მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.

ახლა კი გთავაზობთ ძალიან ეფექტურ საშუალებას, რომლის დახმარებითაც თქვენ არა მხოლოდ მარტივად გაუმკლავდებით მუცლის შებერილობას, არამედ გაიწმენდთ და გაიჯანსაღებთ მთელ ორგანიზმს.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი;
  • 1-2 ჩაის ჭიქა წყალი;
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი;
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი.

ინსტრუქცია:

ჩიას თესლი უნდა ჩაალბოთ წყალში 1 ან 2 საათის განმავლობაში. როდესაც მარცვლები გაფუვდება, დაიბერება და მის ზედაპირზე წარმოიქმნება ლორწოსმაგვარი მასა, გადაიტანეთ ის მთლიანად ბლენდერში, დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და კარგად გადაურიეთ. უმჯობესი იქნება, თუ ახლადმომზადებულ ნარევს დილით, უზმოზე მიიღებთ.

მოცემული საშუალება შეიცავს 4 გრამ ცილას, 11 გრამ უჯრედისს და 5 გრამ ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავას. გარდა ამისა, ის მდიდარია B1, B2 და B3 ვიტამიმნებით, კალციუმით, მანგანუმით, ფოსფორითა და კალიუმით.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - დაახლოებით 1 კვირა. როგორც უკვე გითხარით, სტატიაში წარმოდგენილი ეს საშუალება სასარგებლოა არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.