ბოყინის დროს, ორგანიზმი ბუნებრივი გზით თავისუფლდება ჭარბი გაზებისგან, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების შედეგად წარმოიქმნება. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი აბოყინებს უფრო ხშირად, ვიდრე საჭიროა, ამას კი უამრავი შესაძლო მიზეზი აქვს.
თუ ბოყინმა შეგაწუხათ(მაგალითად, გრძნობთ დისკომფორტს ან წვას), მაშინ, შესაძლოა, თქვენი სხეული გაფრთხილებდეთ შესაძლო შიდა პრობლემების არსებობის შესახებ, ისინი კი არ უნდა დააიგნოროთ.
პირველ რიგში, გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, თუ როგორ ჭამთ. სიჩქარეში, ადამიანი დიდი რაოდენობით ჰაერს ყლაპავს საკვებთან ერთად. ამის შემდეგ კი, საჭმლის მომნელებელი სისტემა ზედმეტი ჰაერისგან ბოყინის საშუალებით თავისუფლდება.
თუ საღეჭი რეზინის მოყვარული ხართ ან საწრუპ მილს იყენებთ სასმელებისთვის, ალბათ, ხშირადაც გექნებათ ბოყინის პრობლემა.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია ნელი და გულმოდგინე ღეჭვა. საკვების მიღების დროს კონცენტრირება არგებს როგორც თქვენს ჯანმრთელობას, ისე საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებასაც.
- კონკრეტული პროდუქტები
ზოგიერთი პროდუქტი შეიცავს რთულ ნახშირწყლებს, რომლებიც დამატებით დროსა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს გადამუშავების დროს. ისინი კუჭში გაზების წარმოქმნის მიზეზია, რაც ხშირ ბოყინს იწვევს.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ საკვებზე უარი თქვათ, არამედ უფრო ზომიერად უნდა მოიხმაროთ.
ზოგიერთი პროდუქტის არაზომიერი მიღება იწვევს დისკომფორტს, მუცლის შებერილობასა და ბოყინს.
გთავაზობთ ბოსტნეულის სიას, რომლებიც გაზების წარმოქმნას უწყობს ხელს:- პარკოსანი მცენარეები;
- თეთრი კომბოსტო;
- სატაცური;
- ყვავილოვანი კომბოსტო;
- ბროკოლი;
- ბრუსელის კომბოსტო.
- ვაშლი;
- ფორთოხალი;
- შავი ქლიავის ჩირი;
- ქიშმიში;
- გარგარი;
- მსხალი.
- პარკოსანი მცენარეები;
- კუჭის გაღიზიანება
ბოყინის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია დისპეპსია(მოუნელებლობა). ეს ძალიან სერიოზული პრობლემა არაა და, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ჩვეულებრივად დიდი რაოდენობის საკვების ან შეუთავსებელი პროდუქტის მიღებით.
თუ კუჭი საკვებს არასწორად ინელებს, იგი ნაწლავებში ჩერდება და იწყებს "ხეტიალს", რაც უსიამოვნო სუნის მქონე ბოყინს იწვევს.
პრობლემისგან გაგათავისუფლებთ ჯინჯერის ან ცერეცოს ჩაი. - გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (შემდეგში - გერდ)
ქრონიკული ბოყინის ერთ-ერთი მიზეზია გერდ-იც - საყლაპავი მილის ბოლოს არსებული კუნთების დისფუნქცია, რომლის გამოც კუჭის შემცველობა საყლაპავში ხვდება. ეს მდგომარეობა დიდი ხშირ ბოყინს იწვევს და მკურნალობას საჭიროებს. - საკვები პროდუქტების აუტანლობა
თუ ბოყინი ერთადერთი სიმპტომი არაა, რომელიც გაწუხებთ, ესე იგი, საკვების აუტანლობა გაქვთ. ეს მდგომარეობა, ხშირად, გვევლინება მუცლის შებერილობით, კუჭის კოლიკითა თუ პირიდან უსიამოვნო სუნით. ამ სიმპტომების არსებობა ცელიაკიაზე ან ლაქტობის აუტანლობაზე მეტყველებს.
აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა იმის გასარკვევად, თუ რომელ პროდუქტს ვერ იტანს თქვენი ორგანიზმი, რათა გამორიცხოთ ისინი რაციონიდან. - პეპტიდური წყლული
ხშირი ბოყინი, მუდმივი შიმშილი და მუცლის შებერილობა მიუთითებს წყლულოვან დაავადებაზე. ამ დროს, მომნელებელი წვენი "ჭამს" კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის(მსხვილი ნაწლავის სეგმენტი) კედლებს.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა დროულად დაიწყოთ მკურნალობა. - ლამბლიოზი (პროტოზოური ინვაზია)
წვრილი ნაწლავის ინფექციურ დაავადებას, რომელსაც მიკროსკოპული პარაზიტი Giardia lamblia იწვევს, ლამბლიოზი ეწოდება. იგი ხშირად გვევლინება შემდეგი სიმპტომებით: მომატებული მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა და ბოყინი. - გასტროპარეზი
ჭარბი ბოყინის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზი. ამ დროს, კუჭის კუნთოვანი ზედაპირი დასუსტებულია, ამიტომაც საკვები კუჭიდან გადაადგილდება/ევაკუირდება საჭირო დროზე დიდხანს. სამწუხაროდ, ეს მდგომაროება არ იკურნება, მაგრამ, სპეციალური დიეტის წყალობით, მისი რეგულირება შესაძლებელია. - გასტრიტი
ეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებაა, რომელიც, ასევე, იწვევს ხშირ ბოყინს. გარდა ამისა, გასტრიტის ნიშნებია: მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების საერთო დარღვევა, გულძმარვა, გულისრევა, სლოკინი და მუქი ფერის განავალი.
თუ ეს სიმპტომები შენიშნეთ, აუცილებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს.