Rchevebi.com-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 8 შესაძლო მიზეზს მუცლის შებერილობისა:
- დიდი რაოდენობით საკვების მიღება
ეს ყველაზე გავრცელებული მიზეზია მუცლის შებერილობისა. ალბათ, თქვენც იცნობთ ამ მძიმე შეგრძნებას მუცელში. იმისათვის, რომ უსიამოვნო შეგრძნებებს მოერიდოთ, მიირთვით პატარა ულუფებად. - მძიმე და ცხიმიანი საკვები
ცხიმები ცილებსა და ნახშირყწლებზე უფრო დიდხანს მუშავდება. ამიტომაც, ცხიმიანი საკვები არამხოლოდ დანაყრების გრძნობას განიჭებთ, არამედ მუცლის შებერილობასაც. ამ მდგომაროების თავიდან ასაცილებლად, შეამცირეთ შემწვარი და ცხიმიანი საკვების რაოდენობა რაციონში. - სიჩქარე
ტვინი, ტრაპეზიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, იწყებს იმის მიხვედრას, სავსეა თუ არა კუჭი. სწორედ ამიტომ, ეცადეთ, ჭამოთ უფრო ნელა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა სიგნალი ტვინამდე მიმაღწევს, უკვე გვიანი იქნება. მიირთვით კონცენტრირებულად, აღნიშნეთ კერძის გემო და ტექსტურა. შესაძლოა, ტრაპეზი კარგი იყოს მოსაუბრესთან ერთად - თქვენ საუბრობთ და ვერ ახერხებთ სწრაფად ბევრის ჭამას. - ხელოვნური დამატკბობლები
ხელოვნური დამატკბობლების დიდი ნაწილი შეიცავს სორბიტოლსა და ფრუქტოზას. ისინი არ ნელდება სრულად და, ამ მიზეზით, იწვევს მუცლის შებერილობას. სასურველია, მენიუდან გამორიცხოთ ეს დამატკბობლები. - სრულმარცვლოვანი საკვები
ერთი მხრივ, სრულმარცვლოვანი საკვები ცელულოზას სასარგებლო წყაროა. მეორე მხრივ კი, იგივე ცელულოზა იწვევს მუცლის შებერილობას. ამის თავიდან ასაცილებლად, არაა აუცილებელი მათზე უარის თქმა. საკმარისია, დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყლის მიღება. ეს მეთოდი მოქმედებს, რადგან ცელულოზა იწყებს წყლის შეწოვას, რის შემდეგაც იგი მარტივად გადაადგილდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში. - გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (სპასტიური კოლიტი)
ზოგიერთ ადამიანს აწუხებს ასეთი კოლიტი, რომელსაც თან ახლავს მუცლის შებერილობა, ტკივილი, დიარეა. თუ ეს დიაგნოზი დაგისვეს, მაშინ მუცლის შებერილობას აღკვეთთ მარცვლოვანი ცელულოზის, პურის, შვრიის ფანტელების, კრეკერებისა და ორცხობილების რაციონიდან ამოღებით. შესაძლოა, ექიმი გამოგიწერთ პრობიოტიკებს იოგურტის სახით. - გაზების დაგროვება
უპირობოდ, ჩვენ ადამიანები ვართ და, ნაწლავებში გაზების დაგროვება სრულიად ნორმალური მოვლენაა. თუ ეს უსიამოვნო შეგრძნებებს განიჭებთ, სცადეთ მენიუდან კომბოსტოს, ბროკოლის, ვაშლისა და პარკოსანი მცენარეების გამორიცხვა. ასევე, ეიმები გვირჩევენ, გულმოდგინედ დავღეჭოთ საკვები, რათა თავიდან ავიცილოთ გაზების დაგროვება. - ჰორმონები