» » » კოსმეტოლოგის რეკომენდაციით სახლის პირობებში სახის დაჭიმვებს ვაკეთებ. წვრილი ნაოჭები და "ბატის თათები" სწრაფად გაქრა, ხოლო ღრმა

კოსმეტოლოგის რეკომენდაციით სახლის პირობებში სახის დაჭიმვებს ვაკეთებ. წვრილი ნაოჭები და "ბატის თათები" სწრაფად გაქრა, ხოლო ღრმა

ახალგაზრდობის შენარჩუნებას  როგორც არ უნდა ვეცადოთ, აბსოლუტურად ყველა ბერდება და ნაოჭები წინ გვაქვს. მე ქალების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელთაც პირველი მიმიკური ნაოჭები უკვე 25 წლის ასაკში გაუჩნდა. მათზე ყურადღების არ მიქცევა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ყოველდღე სარკეში საკუთარ თავს ხვდები. 



თანამედროვე კოსმეტოლოგია ჯადოქრობას ჰგავს - მას ყველაფერი შეუძლია, მთავარია ფული გქონდეთ. მაგრამ მათთვის კონკურენციის გაწევა ნამდვილად შეუძლია ნატურალურ საშუალებებს, რომელთა სწორი კომბინაციით სახის საუკეთესო ანტიასაკობრივი კრემის შექმნას შეძლებთ. 

"რჩევების" რედაქცია კოსმეტიკურ ბრენდებში და გამაახალგაზრდავებელ კომპლექსში დეტალურად გაერკვა. დღევანდელ სტატიაში კრემის რეცეპტს გთავაზობთ, რომელის თქვენს კანს ფერს და სიგლუვეს დაუბრუნებს, გააქრობს წვრილ ნაოჭებს, ხოლო ღრმას ნაკლებად შესამჩნევს გახდის. სტატიის ბოლოს კი კანის დასაჭიმი ნუშის ნიღბის რეცეპტი ნახეთ, რომელიც თქვენ ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. 



სახის ანტიასაკობრივი კრემი

ეს რეცეპტი პირადად ჩემ მიერ არის გამოცდილი, კრემი კანის ნებისმიერ ტიპზე მიდის. დიდხანს იწოვება, ამიტომ უმჯობესია თუ დაძინებამდე 1-2 საათით ადრე წაისვამთ. უკვე ერთ კვირაში შედეგს დაინახავთ! ალერგიის არსებობა თავიდან რომ ავიცილოთ, წასმამდე კრემი მაჯაზე დატესტეთ. 



ინგრედიენტები

  • 2 ს/კ გამხმარი გვირილას ყვავილები

  • 150 მლ წყალი

  • 0.5 ახალი კვერცხის გული

  • 2 ჩ/კ ნუშის ზეთი

  • 0.5 ჩ/კ თხევადი თაფლი

  • 1 ჩ/კ კოსმეტიკური ვაზელინი

  • 2 წვეთი ჩაის ხის ზეთი

  • 2 წვეთი ლავანდას ზეთი



მომზადება

  1. კრემის მომზადებამდე გვირილის ნაყენი გააკეთეთ. გამხმარ ყვავილებს მდუღარე წყალი დაასხით, თავზე დაახურეთ. დააყენეთ მინიმუმ 1 საათი და წვრილ საცერში გადაწურეთ. 



  2. თანაბარი კონსიტენციის მიღწევამდე კვერცხის გული და ნუშის ზეთი ერთმანეთს აურიეთ. 



  3. მიღებულ მასს თაფლი და 2 ჩ/კ გვირილას ნაყენი დაუმატეთ. 

  4. ცალკე ჭურჭელში წყლის ორთქლზე კოსმეტიკური ვაზელინი დაადნეთ და სხვა ინგრედიენტებს აურიეთ. 

  5. მიღებულ ნარევს ლავანდას და ჩაის ხის ზეთები დაუმატეთ. კარგად აურიეთ კოვზით ან ჩანგლით, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. 



  6. კრემი სტერილურ მინის ბოთლში ჩადგით და საყინულეში 14 დღე შეინახეთ. 


თუ ღამით კრემის ბოლომდე შეწოვება არ მოხდა, ქაღალდის ხელსახოცით მოიშორეთ, მაგრამ წყლით არ ჩამოიბანოთ. 

ყველაზე ღრმა ნაოჭებიც რომ გააქროთ, კვირაში ორჯერ გამაახალგაზრდავებელი ლიფტინგ-ნიღაბი გააკეთეთ. ნუში კანს ელასტიურობას დაუბრუნებს, ყურძნის თესლის ზეთი სიგლუვეს შესძენს, ალოეს წვენი კი ანთებას ჩააქრობს. 




ნუშის ნიღაბი

თქვენ დაგჭირდებათ

  • 3/4 ნუშის ფქვილი

  • 15 მლ ყურძნის თესლის ან გარგარის ზეთი

  • 40 გრ პიურე ალოეს ფოთლების რბილობიდან


ინგრედიენტები აურიეთ და მიღებული მასა ჰერმეტულ ჭურჭელში მოათავსეთ, უმჯობესია თუ მინის იქნება. არ ინერვიულოთ, თუ მასა ძალიან სქელია, ის კანზე წასმის დროს მომენტალურად დნება. ნიღაბი 20-30 წუთი გაიჩერეთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 



ლამაზად რომ გამოვიყურებოდეთ, უზარმაზარი თანხების დახარჯვა საჭირო არაა. სახლში დამზადებული კრემები და ნიღბები ეს არა მხოლოდ ეკონომიაა, არამედ დიდი მოგებაც ხარისხის კუთხით. შეგიძლიათ სხვადასხვა ბუნებრივი ინგრედიენტები გამოიყენოთ საღებავების და კონსერვანტების გარეშე. 



სახეს რომ ახალგაზრდობა და სისუფთავე დავუბრუნოთ, სახის ტანვარჯიში შეასრულეთ. ის ეფექტური მეთოდია, რომელიც არასასურველ ნაოჭებს მოგაშორებთ. 

თქვენ როგორ ებრძვით ნაოჭებს? თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაწერეთ კომენტარებში სილამაზის თქვენი საიდუმლოებები. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, ისინი მადლობას გეტყვიან. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.