» » » ბოსტნეულთა მეფის წვენი: რატომ უნდა დაიწყოთ ყოველი დილა ამ სასმელთან ერთად

ბოსტნეულთა მეფის წვენი: რატომ უნდა დაიწყოთ ყოველი დილა ამ სასმელთან ერთად

გოგრას ტყუილად როდი მიანიჭეს ბოსტნეულთა მეფის წოდება.ეს ლამაზი და მკვეთრი ბოსტნეული ხომ სასარგებლო ნივთიერებების საუნჯეა. ნებისმიერი სახით, გოგრა კარგია ადამიანისთვის, თუმცა ჩვენ დღეს გოგრის წვენზე გესაუბრებით. ეს იდეალური ხალხური საშუალებაა უამრავი დაავადების საწინააღმდეგოდ. ბოსტნეული დაგეხმარებათ ფორმის შენარჩუნებაში, ჯანმრთელობის აღდგენასა და ორგანიზმის გაახალგაზრდავებაში.



Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ გოგრის წვენის სარგებელზე და გასწავლით მის სწორად მომზადებას.

გოგრის წვენი
გოგრა სასარგებლოა ნებისმიერი სახით, მაგრამ მაინც, თერმული დამუშავების შემდეგ, იგი კარგავს სასარგებლო თვისებების ნაწილს. ამიტომ, საუკეთესო ვარიანტია გოგრის წვენი. მასში ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა, უბრალოდ, ფანტასტიკურია! ვიტამინი B, E, K და C, კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი... ამასთან, შემადგენლობაშია ცილები და მინერალური მარილებიც.

პირველ რიგში, გოგრის სარგებელი ადამიანის ორგანიზმისთვის პექტიკის მაღალი შემცველობით აიხსნება. სწორედ იგი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. პექტინის წყალობით, გოგრის წვენი წმენდს ორგანიზმს შლაკების, ტოქსინებისა და რადიონუკლიდებისგან, ასევე, წმენდს ღვიძლს.



გოგრის წვენი ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ერთი ჭიქა წვენი დილით - საუკეთესო პროფილაქტიკაა სისხლძარღვების ათეროსკლეროზისთვის. არანაკლები სარგებლი მოაქვს წვენს ნერვული სისტემისთვისაც. მას შემდეგ, რაც წვენს მიირთმევთ, უმჯობესდება ნერვული სისტემის ყველა განყოფილების ფუნქციონირება, მაღლდება განწყობაც.

წვენი გვეხმარება უძილობასთან გამკლავებაშიც. მხოლოდ ნახევარი ჭიქა წვენი ერთ კოვზ თაფლთან ერტად და - ღრმა ძილი გარანტირებულია. თუ წვენს რეგულარულად მიიღებთ, ძილი უფრო მყარი და ღრმა გახდება.



გოგრის წვენი გვეხმარება ცხიმების წვასა და ჭარბი წონის მოცილებაში. იგი სასარგებლოა მათთვის, ვინც ფიგურას უფრთხილდება. მაგრამ, არსებობს ერთი ნიუანსი: გოგრას მაღალი გლიკემური ინდექსი აქვს, ასე, რომ თუ თქვენი დიეტა პროდუქტის ამ მაჩვენებელზეა დაფუძნებული, გოგრას უნდა უფრთხილდეთ. თუმცა, წვენის მიღება ფიგურას მხოლოდ გააუმჯობესებს.

ეს სასმელი სასარგებლოა თირკმლების დაავადებების დროსაც. წვენი უნდა მიიღოთ დილითა და ღამით ნახევარ-ნახევარი ჭიქა. კურსი 10-დღიანია. არსებობს ცალკეული სარგებელი ქალბატონებისთვისაც: გოგრა აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ასევე, იგი კარგია ფეხმძიმეთათვის. წვენი გვეხმარება ტოქსიკოზის სიმპტომების მოხსნასა და განავლის რეგულირებაში.



გოგრის წვენმა თავი გამოიჩინა კოსმეტოლოგიაშიც, მას გამონაყარისა და აკნეს წინააღმდეგ იყენებენ. გოგრის რბილობით შესაძლებელია სახის ნიღბის მომზადებაც. იგი აახალგაზრდავებს კანს, ანიჭებს მას სიმკვრივესა და ბზინვარებას. მის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები უნარჩუნებს ჯანმრთელობას თმებსა და ფრჩხილებსაც, ასევე, იცავს მათ გარე-ფაქტორების ზემოქმედებისგან.

ახლა დროა, ისწავლოთ გოგრის წვენის მომზადება. ამისთვის 2 ვარიანტი არსებობს: პირველ შემთხვევაში, დაგჭირდებათ 500 გ გოგრის რბილობი, 100 გ შაქარი და 1 ც ლიმონი. დახეხეთ გოგრა წვრილ სახეხზე, შაქარი ადუღეთ 1 ლ წყალში, შემდეგ ჩაყარეთ გოგრაც. აადუღეთ და გააცივეთ. დაწურეთ ლიმონის წვენი და დაუმატეთ მიღებულ მასას. ამის შემდეგ ათქვიფეთ მიქსერში და მიირთვით.



ასე წვენი გემრიელი და მკვებავი გამოვა, მაგრამ მაინც გაგაცნობთ მომზადების მეორე საშუალებასაც, რომელიც უფრო მარტივია. გაწმინდეთ გოგრა, დაჭერით და ჩაუშვით წვენსაწურში. თუ ასეთი მოწყობილობა არ გაქვთ, უბრალოდ დახეხეთ და გაწურეთ მარლაში. წვენი მოამზადეთ უშუალოდ მიღებამდე. გოგრის წვენი უხდება ფორთოხლის ფრეშს. გამოდის გემრიელიც და სასარგებლოც.

წვენი უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქის ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.