» » » გოგრის თაფლი - ტკბილი წამალი ღვიძლის სამკურნალოდ და ვიტამინების ნაღმი მთელი ორგანიზმისთვის

გოგრის თაფლი - ტკბილი წამალი ღვიძლის სამკურნალოდ და ვიტამინების ნაღმი მთელი ორგანიზმისთვის

ამბობენ, რომ კავკასიელი დღეგრძელების სასიცოცხლო ძალის მთავარი წყარო ახალგაზრდობის განსაკუთრებული ელექსირი იყო. აღმოჩნდა, რომ მათ ყოველდღიურ რაციონში ჯანმრთელობის მთავარი სიმბოლო - გოგრის თაფლი იყო.

ახლა უამრავი ადამიანი უბრუნდება ტრადიციულ ხალხურ რეცეპტებს. ალბათ, ყველა სამზარეულოში შეგვხვდება თაფლის ქილა, რომელიც საშიშია მათთვის, ვისაც ალერგია აქვს. თუ თაფლი დანამატების გარეშეა მომზადებული, იგი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.



ღვიძლის დაავადებების მკურნალობა
თაფლი გოგრის რბილობისგან მზადდება, ფუტკრების დახმარების გარეშე. ამ სახით მიღებული ნექტარი ყველა იმ სასარგებლო ვიტამინსა და მინერალს შეიცავს, რომლებსაც თვითონ გოგრა. გოგრის თაფლის რეგულარული მოხმარება ეფექტურად აღადგენს ღვიძლის ფუნქციას და აღკვეთს სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკს.

მათთვის, ვისაც ღვიძლის გაწმენდა სჭირდება გადატანილი ჰეპატიტის ან ძლიერი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის გავლის შემდეფ, ეს საშუალება უბადლოა! ეს ნამდვილი ბალზამია სუსტი ღვიძლისთვის! სანამ ასეთ კურსს დაიწყებდეთ, წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთქან.

ინგრედიენტები
  • 1 მთლიანი მწიფე გოგრა
  • შაქარი
მომზადება და გამოყენება
  1. შეარჩიეთ მწიფე გოგრა. აიღეთ საშუალო ზომის ბოსტნეული - ასე თაფლის მომზადების დროს შეამცირებთ. კარგად გარეცხეთ ნაყოფი და გაამშრალეთ. მოჭერით თავი, არ გადააგდოთ! იგი თავსახურისთვის გამოგადგებათ.


  2. მოაშორეთ ნაყოფს მარცვლები სრულად. თუ კარგად არ ამოწმენდთ, შესაძლოა, დაიწყოს ფერმენტირება. გოგრის ღრუ ამოწმინდეთ ნარინჯისფერ ფენამდე. შედეგად უნდა მიიღოთ ჭურჭელი ბოსტნეულისგან.



  3. ჩაყარეთ გოგრაში შაქარი, რამდენიც დაეტევა, დატოვეთ 2 სმ ნაპრალამდე. შემდეგ დაახურეთ თავი, კუთხეები შეაერთეთ ცომით, რომელსაც ჩვეულებრივი ფქვილისა და წყლისგან მოამზადებთ. ეს გოგრაში მაქტერიებისა და ჰაერის მოხვედრას შეუშლის ხელს.


  4. მოათავსეთ გოგრა სუფთა, ემალირებულ ჭურჭელში, რადგან მალე ბოსტნეული დაიწყებს გაჟონვას.
  5. დადგით გოგრა მშრალ და გრილ ადგილად 10 დღით. იგი ჭურჭელში მანამ უნდა იდგეს, სანამ ქერქი არ დარბილდება.
  6. როგორც კი შაქარი დადნება და თხევადი კონსისტენცია ექნება, თაფლი მზადაა და შეგიძლიათ იგი სხვა ჭურჭელში მოათავსოთ.



  7. ხანდახან, გოგრაზე ჩნდება ობი. ნუ იღელვებთ: გახვრიტეთ გოგრის ფსკერი და სითხე იქედან გადაასხით.
  8. შეინახეთ თაფლი ბნელ, ცივ ადგილას, უმჯობესია, მაცივარში. მიირთვით ჩაისთან, ფაფებთან, ბლინებთან და სხვა მსგავს კერძებთან. მკურნალობისთვის, მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ს.კ.-ს ოდენობით, სამი კვირის მანძილზე. ღვიძლისა და ნაღვლის გზების მკურნალობა უნდა გაიაროთ ექიმებთან მუდმივი კონსულტაციით.



    მიღებული პროდუქტი ყველაზე ნატურალური გოგრის თაფლია, აბსოლუტურად უვნებელი, რომელიც უამრავ ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავს. ითვლება, რომ იგი ებრძვის მავნე ქოლესტერინს, ათეროსკლეროზს, ამცირებს შეშუპებებს გულის უკმარისობის დროს. ღვიძლის ეფექტური მკორნალობა არამხოლოდ სხვა აფთიაქის პრეპარატებით, არამედ ბუნების ნაბოძები პროდუქტითაც შეგიძლიათ.



    ასეთი სიროფი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინასაც, ამიტომ, მას იღებენ ანემიისა და ორგანიზმის ძალების აღსადგენად. დარჩენილი გოგრა არ გადააგდოთ! მოამზადეთ გემრიელი მურაბა ან ცუკატები.


გოგრის თაფლი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აქვს საფაღარათო მოქმედება. მისი მიღება რეკომენდებულია სიმსუქნის, თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს. პროდუქტში ძლიერი ანტიოქსიდანტი, სელენია, რომელიც აჩერებს კიბოს წარმოქმნის პროცესს ადრეულ ეტაპზე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.