ნიღაბს "ღვთიურ ნექტარს" უწოდებენ, რადგან მის შემადგენლობაში ნამდვილად მძლავრი და სასწაულმოქმედი კომპონენტები შედის! ამასთან, ინგრედიენტები ხელმისაწვდომია, მომზადება - მარტივი. შედეგი ნამდვილად ღირს ამად!
სახის ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ
პირველი კომპონენტი თაფლია. ეს ტკბილი ნექტარი ბუნებრივი გზით იწარმოება ფუტკრების მიერ და შეიცავს ბუნებრივ ანტიბიოტიკს. იგი ადეზინფიცირებს კანს და აჩქარებს ანთების ჩაცხრობის პროცესს. თაფლი ძალიან ეფექტურია კანის პრობლემების დროს, ტყუილად ხომ არ შედის სახის ნიღბების უმეტესობის შმადგენლობაში. ლიმონი არანაკლებ სასარგებლოა ამ შმთხვევაში - იგი აღიავებს ლაქებსა და შრამებს.
ასევე, ნიღბის შემადგენლობაში შედის არომატული დარიჩინი. იგი, ანტიმიკრობული თვისებების წყალობით, ამცირებს დაავადებათა გაჩენის რისკს, რომლებსაც იწვევს ბაქტერიები. ამ ნიღბის შემადგენლობაშია მუსკატის თხილიც. ეს შესანიშნავი პროდუქტი დაგეხმარებათ გამონაყარის დროს და აღმოაჩენს ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტს.
ინგრედიენტები
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
- 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
- 1/2 ჩ.კ. მუსკატის თხილი
შეურიეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მყარი კონსისტენციის მიღების შემთხვევაში, შეაზავეთ ნიღაბი მინერალური წყლით. თუ ძალიან ღია და მგრძნობიარე კანი გაქვთ, შეგიძლიათ, ლიმონის წვენი არ გამოიყენოთ.
წაისვით ნიღაბი სახეზე, მოერიდეთ ტუჩისა და თვალის არეებს. გაიჩერეთ 30 წუთით. თუმცა, თუ ძალიან აგეწვებათ კანი, 10 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი. ასევე, ნიღბის გამოყენება შეგიძლიათ მალამოს სახითაც, მხოლოდ დაზიანებულ მონაკვეთებზე დატანებით. ნუ შეგეშინდებათ, თუ ჩხვლეტას იგრძნობთ - ეს იმას ნიშნავს, რომ ნიღაბი მოქმედებს!
მაშ ასე, ნიღაბი "ღვთიური ნექტარი" დაგეხმარებათ შრამების, ნაწიბურების, ნაოჭებისა და გამონაყრის მოშორებაში. მეორე გამოყენების შემდეგ სარკეში შედეგს აუცილებლად შეამჩნევთ. სცადეთ და თავად დარწმუნდით, რომ რეცეპტი ეფექტურია.