» » » თუ სახსრების ტკივილი ხშირად გაწუხებთ - მკურნალობა კომბოსტოს ფურცლებით

თუ სახსრების ტკივილი ხშირად გაწუხებთ - მკურნალობა კომბოსტოს ფურცლებით

რამდენად ხშირად ვყიდულობთ სარეკლამო საზღვარგარეთულ პროდუქტებს, იმის ჩათვლით რომ ამერიკიდან, აფრიკიდან და აზიიდან ხილი და ბოსტნეული უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩვენი! სინამდვილეში "ჩვენი" არა თუ ჩამორჩება, არამედ უფრო სასარგებლოა და უფრო ხელმისაწვდომი. ავიღოთ, მაგ., კომბოსტო: ამ ბოსტნეულში ვიტამინების შემადგენლობა წარმოუდგენელია. სწორედ ის გვეხმარება რიგი დაავადებების და დარღვევების წინააღმდეგ. მის წინაშე მალამო უძლურია. 



თუ სახსრების ტკივილი ხშირად გაწუხებთ, არ გაძლევთ ნორმალური მუშაობის, ძილის და უბრალოდ ცხოვრების საშუალებას, მედიკამენტები და მალამო დიდი ხანია ეფექტური აღარაა, დაიდეთ კომბოსტოს ფოთოლი. ტრადიციული მედიცინის ოპონენტებს შეუძლიათ წინააღმდეგობა გაგვიწიონ რამდენიც უნდათ. რა სარგებელი, თუ კომბოსტო მუშაობს?

რატომ კომბოსტო?



ეს ჩვეულებრივი ბოსტნეული - ასკორბინის, ფოლიკულის და პანტოტეჰინის მჟავის ნამდვილი საწყობია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ანთების გაქრობაში გვეხმარება. ხალხური მედიცინის რჩევების მიხედვით, კომბოსტოს ფოთლის ანთების საწინააღმდეგოდ გამოყენება - შესანიშნავი არჩევანია. საკმარისია, დაიდოთ ფოთოლი მხოლოდ ერთხელ, რომ ტკივილის ნიშნები გაქრეს, ან ყოველ საღამოს ერთი თვის განმავლობაში, რომ განიკურნოთ. 



კომბოსტოს ფოთოლი ხელს უწყობს ანთების ჩაქრობას, სახსრების გაძლიერებას, დაზიანებული ნაწილის ტკივილის შემსუბუქებას და დეზინფექციას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარე გამოყენების გარდა კომბოსტო შეგიძლიათ მენიუს დაუმატოთ. ასე თავიდან აიცილებთ ავადმყოფობას ან აღდგენით პროცესს დააჩქარებთ, თუ მკურნალობის შესახებ ფაქტის შემდეგ გაიგეთ. 



უპირატესობა არა მხოლოდ მის შემადგენლობასა და სწრაფ შედეგშია, არამედ პროდუქტის ხელმისაწვდომობაშიც. თქვენ შეგიძლიათ ის წლის ნებისმიერ დროს შეიძინოთ და მკურნალობა უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე მალამოს ან ტაბლეტების შეძენა. 

4 მეთოდი სახსრების ანთების სამკურნალოდ 




ყველაფერი მარტივი და გასაგებია. საჭიროა მხოლოდ სურვილი რამე შეცვალოთ და, რა თქმა უნდა, კომბოსტოს ფოთლები. იმოქმედეთ. 
  1. გარეცხეთ ფოთლები. რამდენიმე ნაწილად დაჭერით. გააცხელეთ მიკროტალღურ ღუმელში. შემდეგ ფენას თაფლი წაუსვით. ასეთი კომპრესი დაზიანებულ ადგილას უნდა დაიდოთ. შეიხვიეთ ცელოფნის პარკით, ზემოდან ბინტით დაამაგრეთ, ასევე შარფით შეიხვიეთ. პროცედურა ყოველ საღამოს გაიმეორეთ, კომპრესი მთელი ღამე გაიჩერეთ. 

  2. შეურიეთ ერთი ნაწილი თაფლი, ერთი ნაწილი მდოგვი და სამი ნაწილი კამფორის ზეთი. მიღებული მასა კომბოსტოს ფურცელს წაუსვით. შემდეგ სახსრებზე დაიდეთ. შეახვიეთ, როგორც წინა ვარიანტში და გაიჩერეთ 4 საათით. 

  3. ფურცლები გარეცხეთ. პირსახოცით გაამშრალეთ. შემდეგ დაბერტყეთ. ფოთლები ცოტა წვენს გამოიღებს. დაიდეთ დაზიანებულ სახსრებზე. ცელოფნით შეიხვიეთ და ბინტით დაიმაგრეთ. შემდეგ კი ნაჭრით შეიხვიეთ. 

  4. დააქუცმაცეთ 2 ტაბლეტი ასპირინი. შეურიეთ 1 ჩ/კ თაფლს. მიღებული მასა მტკივნეულ სახსარზე დაიდეთ და კომბოსტოს ფოთოლი დააფარეთ. კარგად შეიხვიეთ. 


მკურნალობის პროცესში გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ კანის ჰიგიენას. ჩამოიბანეთ ნაწილი, რომელიც ზრუნვას მოითხოვს ანტისეპტიკით. მაშინ კანი არ გაწითლდება და ქავილის გაჩენას ხელს შეუშლით. 

მსგავსი თერაპია ყოველთვის ადვილი გადასატანია. ხშირად სპეციალისტები თავად გვირჩევენ კომბოსტოს გამოყენებას, თუ მალამო ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა, ხოლო ერთი ტაბლეტის მოქმედება საკმარისი არაა. კომპრესი რეგულარულად გაიკეთეთ, მაშინ სახსრების ტკივილის ატანა აღარ მოგიწევთ, როცა ამინდი შეცვლას დაიწყებს. თქვენი მეგობრები, ახლობლები და ნათესავები სახსრების ტკივილით ხშირად იტანჯებიან? გაუგზავნეთ ეს ლინკი. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.