» » » ესაა საშუალება, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ყველაზე მჭიდროდ ჩამჯდარ მარილებსაც კი

ესაა საშუალება, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ყველაზე მჭიდროდ ჩამჯდარ მარილებსაც კი

კისერში მარილების ჩაჯდომა დიდი უსიამოვნებაა. თავად მარილები დისკომფორტს არ გვიქმნის გარდა ხრაშუნისა, თუმცა ისინი, თავის მხრივ, იწვევენ ძალიან უსიამოვნო გართულებებს. ამ შედეგებიდან ერთ-ერთია ოსტეოქონდროზი, ეს დაავადება კი ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. იმისათვის, რომ ასეთი შედეგები აიცილოთ თავიდან, უნდა იმოქმედოთ ახლავე და მოიშოროთ მარილები.



რჩევების რედაქცია მოგიყვებათ მარილების დაგროვების მიზეზებსა და მასთან ბრძოლის საშუალებებზე.

კისერზე მარილების დაგროვება
არსებობს მოსაზრება, რომ მარილების დაგროვების მთავარი მიზეზი მარილის ჭარბი მიღებაა, თუმცა, მეცნიერებმა უკვე დიდი ხნის წინ უარყვეს ეს თეზისი. მაშინ, რა არის ნამდვილი მიზეზი? რეალურად, ფაქტორი უამრავი შეიძლება იყოს და შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, თუ რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი.

ზოგიერთი ექიმი ამტკიცებს, რომ მარილების დაგროვებას იწვევს ისეთი პროდუქტების ჭარბი მოხმარება, რომლებიც ცილებს შეიცავს. თუმცა, უმეტესობა მაინც თვლის, რომ საქმე მთლიანად არასწორ კვებასა და ცხოვრების უძრავ წესშია. ჩვენ ამას უფრო ვემხრობით. დამტკიცებულია, რომ კისერში მარილის დაგროვება აწუხებთ ადამიანებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ჩაკიდული თავით.



ერთსა და იმავე პოზაში ხანგრძლივად გაჩერების შედეგად, კუნთები იღლება, საბოლოოდ კი კარგავს ტონუსს. ეს პირველადი მიზეზი არაა, თუმცა მარილების დაგროვების რისკს რამდენჯერმე ზრდის.
სანამ ვიტყოდეთ, როგორ იკურნება ეს უსიამოვნება, მოგიყვებით, როგორ უნდა აღკვეთოთ მისი წარმოქმნა. მთავარი პრობლემაა კვება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კორექტირებაა საჭირო. მნიშვნელოვანია ცილების რაოდენობის კონტროლი და საჭმლის მონელებისთვის საუკეთესო პირობების შექმნა.

რაციონიდან გამორიცხეთ ცხიმიანი სახეობის თევზი და ხორცი, ასევე, ცხოველების შიგნეულიც. სასურველია, უარი თქვათ სანელებლებსა და სოუსებზე, ფენოვან ცომზე, მარინადებზე, მწნილებსა და ცხარე კერძებზე. რაციონს უნდა დაუმატოთ ბოსტნეული, ძალიან სასარგებლოა გოგრის წვენიც.



მაშ ასე, როგორ გავუმკლავდეთ მარილებს, თუ ისინი უკვე გაჩნდა?

  1. მასაჟი
    არსებობს სპეციალური მასაჟი, რომელიც ამსხვრევს მარილოვან ფენებს. იგი კარგად მოქმედებს ქსოვილებში შეფერხებებზე და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. თუ კარგ პროფესიონალს იპოვით, ეს ძალიან ეფექტური იქნება. თუმცა, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ამას დიდი დრო და თანხები დასჭირდება.


  2. სპეციალური სავარჯიშოები
    არსებობს სავარჯიშოთა კომპლექსები, რომლებიც დაგეხმარებათ მარილოვანი ფენების დაშლაში. ინტერნეტში უამრავი ვიდეო დევს ამისათვის.


  3. ელექტროფერეზი
    შესანიშნავი პროცედურაამ რომელიც მარილებს არბილებს და ამარტივებს მათ გამოდევნას ორგანიზმიდან.

  4. მედიკამენტოზური მეთოდი
    ყველაზე ხშირად ინიშნება ინექციების კურსი, რომელიც ამსუბუქებს სიმპტომებს. მაგალითად, მიორელაქსანტები ან ოპიანტები. უბრალოდ ეს არ წყვეტს პრობლემას, მხოლოდ დისკომფორტის შემცირებაში გეხმარებათ.


ყველა ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია და, საუკეთესო შედეგისთვის, გამოიყენეთ ისინი ერთბაშად.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.