ორგანიზმში ძირითადად გროვდება 3 სახის მარილები:
ფოსფატები;
ურატები;
ოქსალატები.
ფოსფატები და კარბონატები მიეკუთვნებიან თეთრ ტუტე მარილებს. ეს ყველაზე მეტად გავრცელებული მარილებია ორგანიზმში. მათი დაგროვების "საყვარელი" ადგილია სხეულის ზედა ნაწილი, განსაკუთრებით ხერხემალი. თეთრი ტუტე მარილების სიჭარბე იწვევს ოსტეოქონდროზის განვითარებას, რომელიც გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით: დამძიმებული თავი, ტკივილები კეფის, კისრის, მხრების და ზურგის არეში.
ერთი სეანსით განკურნება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მათი დაგროვება ხომ თვეები მიმდინარეობს.
პირველი ნაბიჯი (გამოკვლევის და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ) უნდა იყოს მარილების გახსნა და გამოყოფა. ამისათვის ოპტიმალურია ხალხური მედიცინის მეთოდები.
ფოსფატები წარმოიშობა კუჭის წვენის ზემოქმედების შედეგად, რომელიც იწვევს ნაღვლის და ტრიფსინის ნეიტრალიზაციას (ისინი ძლიერი ტუტეებია). ეს კი ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის მარილების გახსნა და გამოყოფა შესაძლებელია ტუტეებით. რა თქმა უნდა, ისინი ორგანიზმისთვის უვნებელი უნდა იყოს.
ხალხური მედიცინა ამ მიზნით იყენებს სამკურნალო ჩაის, რომელთა შემადგენლობაში შედის ბუნებრივი ტუტეები (მცენარეული). ეფექტური და უვნებელია მზესუმზირას ძირების, ველური სტაფილოს ყვავილების და მსხლის ახალგაზრდა ყლორტების ჩაი.
ურატების დაგროვება განაპირობებს პოდაგრის განვითარებას. მათი დაგროვების ადგილია ძირითადად, ფეხის (განსაკუთრებით ტერფის) სახსრები. შორს წასულ შემთხვევებში ზიანდება ხელის მტევნების სახსრები.
ურატების გამოდევნას ხელს უწყობს მარწყვი, მოცხარი და ბალახების ნაკრები, რომლის შემადგენლობაში შედის ჩვეულებრივი მატიტელა.
ოქსალატები მჟაუნჟავას მარილებია და საკმაოდ მკვრივი მარილია. მათი დამტვრევა მექანიკური გზით თითქმის შეუძლებელია. ისინი მთელ ორგანიზმში ილექება, აზიანებს ძვლებს და სახსრებს, სისხლძარღვების კედლებს, კუთოვან ქსოვილს. მათი ორგანიზმში დაგროვება ხანგრძლივად მიმდინარეობს და ამიტომ გამოყოფასაც მეტი დრო სჭირდება.
ოქსალტების გასახსნელად ფიტოთერაპიაში გამოიყენება ვაზის ახალგაზრდა ტოტების ჩაი. ორგანიზმში შერეული ტიპის მარილებიც გვხვდება - ეს ე.წ. მარჯნის ქვებია, რომელიც რამოდენიმე სახის მარილს შეიცავს. შესახედავად ნამდვილ მარჯანს ჰგავს. მის სტრუქტურაში ურატები აგურს გვაგონებს, ხოლო კარბონატები და ფოსფატები ცემენტის როლს თამაშობს. ამ ტიპის მარილებ ლოკალიზებულია თირკმელებში.
როგორ უნდა მოვიქცეთ როცა ორგანიზმში სამივე ტიპის მარილებია?
ხალხური მედიცინის თანახმად, მათი ერთდროულად გამოდევნა დაუშვებელია. მარილები გამოყავთ მკაცრად დაცული თანმიმდევრობით.
I ნაბიჯი - დიაგნოსტიკა. პირველ რიგში დადგინდეს წყალ-მარილოვანი ცვლის რომელი სახეა დარღვეული და რომელი მარილია დაგროვილი. ამას მხოლოდ ექიმი დაადგენს. პაციენტის ანამნეზის, გასინჯვის და სათანადო ანალიზების შემდეგ ისმება დიაგნოზი და იწყება მკურნალობა.
II ნაბიჯი - უნდა დაიწყოს თირკმელების და მთელი შარდგამომყოფი სისტემის მკურნალობა მისი ფუნქციის აღდგენის მიზნით.
III ნაბიჯი - პირველად ხდება ადვილად ხსნადი და რბილი მარილების გამოყოფა, ანუ - ფოსფატების და კარბონატების. მათი სრული გამოდევნის მაჩვენებელია შარდში თეთრი ნალექის გაქრობა. ამის შემდეგ შესაძლებელია შემდეგ ეტაპზე გადასვლა.
IV ნაბიჯი - ხდება ურატების გამოყოფა.
V ნაბიჯი - დასკვნითი ეტაპია. ამ დროს ხდება ოქსალტების გამოდევნა.
მარჯნის ქვების გახსნაც ამ პრინციპით მიმდინარეობს: პირველად მისგან "გამოირეცხება" ტუტე ფოსფატები, შემდეგ ურატები.
წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელია გამჭვირვალე შარდი.