» » » "მარილების დაგროვება" რომელიც არაა დაკავშირებული მარილებთან...

"მარილების დაგროვება" რომელიც არაა დაკავშირებული მარილებთან...

"მარილების დაგროვება" - ხალხში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დიაგნოზია. ამ დიაგნოზის ქვეშ იგულისხმება ნებისმიერი ტკაცუნი მუხლებში, სახსრების ან წელის ტკივილი, შეშუპებული სახსარი და სხვა.
"მცოდნეები" მარილების დაგროვებით ხსნიან ყველა იმ დაავადების განვითარებას, რომელიც დაკავშირებულია სახსართან ან ხერხემალთან: ართრიტები, ართროზები, ოსტეოქონდროზი, ქუსლის "შპორა" და სხვა. რეალურად, მათი დასმული დიაგნოზი ხშირად არ შეესაბამება სინამდვილეს. სახსრების ტკივილი და შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა და ზურგის პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს სულ სხვა მიზეზებით, რომლის დადგენა (და სწორი მკურნალობის დანიშვნა) მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა. ექიმი დიაგნოზს სვამს შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე. არც მანუალურ თერაპევტს, არც მასაჟისტს, და არც ყველაფერში გამოცდილ, "ყველა დაავადების" მცოდნე მეზობელს არაა აქვთ ის აუცილებელი ცოდნა, რომლის საფუძველზეც უნდა განისაზღვროს დაავადების მიზეზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

ქვემოთ მოყვანილია იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომლის გამომწვევ მიზეზად ტრადიციულად (და არადამსახურებულად) მარილების დაგროვება ითვლება:

ართრიტი - სახსრების ანთებაა, გამოწვეული დატვირთვით, ინფექციებით, აუტოიმუნური რეაქციებით და ა.შ.

ართროზი - უმეტესად უვითარდებათ ასაკოვან ადამიანებს, ან საშუალო და ახალგაზრდა ასაკისას, ტრავმების შედეგად, ხშირად ტრავმა ნაკლებად შესამჩევია, მაგრამ რეგულარულია. ამ დროს დარღვეულია სასახსრე ხრტილების კვება, მასზე ჩნდება ნახეთქები და ხრტილი იწყებს განლევას, დეფორმირდება სახსარი. ხრტილი ვეღარ ასრულებს ამორტიზატორის ფუნქციას, რომელიც იცავს ძვლოვან ქსოვილს. ამის გამო ძვლოვანი ქსოვილი არათანაბრად იზრდება, წარმოქმნის რა წანაზარდებს და წვეტებს, რომლებიც რენტგენოლოგიურად ძალიან გავს მარილების დაგროვებისას არსებულ სურათს.

ქუსლის "შპორაც" ასევე წარმოიქმნება. ვითარდება, როგორც წესი, ბრტყელტერფიანობის დროს.

ტკაცუნი ხერხემალში და სახსრებში არ წარმოადგენს მარილების დაგროვების მტკიცებულებას. მას ადგილი აქვს ჯანმრთელ ადამიანშიც დიდხანს ჯდომის შემდეგ ადგომისას ან სპეციალური ვარჯიშების შესრულებისას, რომელიც სრულდება ხერხემლის გაჭიმვის მიზნით.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.