- გენეტიკური მიდრეკილება;
- ბალანსირებული რაციონი/
გენეტიკური მიდრეკილებას საფუძვლად უდევს ცვლითი პროცესების მემდკვიდრული დარღვევა, როცა სრულად არ ხდება ტუტეების განეიტრალება და ზოგიერთი ცილის ათვისება. ამის შედეგად ადგილი აქვს მარილების დალექვას. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ, ორგანიზებულ კვებას. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები:
- შევზღუდოთ ცხარე, მარილიანი კერძები და მარინადები;
- შევმაციროთ ცხიმების მიღება, ნაკლებად მივიღოთ ცხიმიანი ხორცი, თევზი და სუბპროდუქტები (ღვიძლი, ტვინი, თირკმელები).
- წესად გავიხადოთ ხორციანი კერძების ბოსტნეულის სალათებთან ერთად მიღება. ეს ხელს უწყობს ცილოვანი პროდუქტების უკეთ გადამუშავებას;
- ეცადეთ თქვენს მაგიდაზე ნაკლებად იყოს სოუსები, ტომატის პასტა, კეჩუპი, აგრეთვე ფენოვანი ცომისგან მომზადებული ცომეული.
- შეძლებისდაგვარად, ნუ მიაყოლებთ საჭმელს დიდი რაოდენობით სითხეს.
გარდა ამისა მარილების დაგროვების პროფილაქტიკას ხელს უწყობს ცხოვრების აქტიური წესი, სპორტით დაკავება, მასაჟის და ფიზიოთერაპიული კურსის რეგულარული ჩატარება. ხშირად ჩაიტარეთ საჭირო გამოკვლევები და კონსულტაციები ექიმთან.
გვახსოვდეს, დიეტის გარეშე, უწესრიგო და შეუსაბამო კვების დროს - პროფილაქტიკურ ღონისძიებებს შედეგი არ ექნება.