» » » გარწმუნებთ, ამაზე უკეთესი საშუალება გრიპისა და სხვა ვირუსებისგან თავდასაცავად არ მეგულება.

გარწმუნებთ, ამაზე უკეთესი საშუალება გრიპისა და სხვა ვირუსებისგან თავდასაცავად არ მეგულება.

ჩემს პატარებს ხშირად ემართებათ გრიპი. მისგან თავის დაღწევაში ხახვი მეხმარება. რა თქმა უნდა, სუფთა სახით ხახვს ბავშვები არ ჭამენ, მაგრამ მისგან მომზადებულ ტკბილ წამალს სიამოვნებით მიირთმევენ.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
  • 500 გ ხახვი
  • 50 გ თაფლი
  • 40 გ შაქარი

მომზადების და მიღების წესი:
გაფცქვნილი ხახვი დაკეპეთ, დაუმატეთ თაფლი და შაქარი, დაასხით 1 ლ წყალი და წყლის ორთქლზე 3 საათი ხარშეთ. ხახვი მთლიანად გაიქნება. მიღებული ხსნარი ჩაასხით ბოთლში, დაახურეთ სახურავი და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო საჩაროზე კოვზი დღეში 3-5-ჯერ. მიღება კარგია პროფილაქტიკის მიზნითაც. გარწმუნებთ, უკეთესი საშუალება გრიპისა და სხვა ვირუსებისგან თავდასაცავად არ მეგულება.

ექიმის კომენტარი:
დღეს მედიცინას მოეპოვება უამრავი ანტივირუსული თუ იმუნომასტიმულირებელი საშუალება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მათი გამოყენება ბავშვებში შეზღუდულია. წამალი მით უფრო ღირებულია, რაც ნაკლები გვერდითი მოქმედება და გართულება ახასიათებს. ამ მხრივ, რათა თქმა უნდა, შეუდარებელია ბუნებრივი, საკვები პროდუქტებისგან მომზადებული სამკურნალო საშუალებები. ხახვის ანტისეპტიკურ, ანტიანთებით, ანტიბაქტერიულ თვისებებზე არაერთხელ გვისაუბრია. ასევე უნიკალური ანტიანთებითი და იმუნომოდულატორული (იმუნიტეტის მომწესრიგებელი) თვისებები აქვს თაფლს. მათი კომბინაცია უდავოდ კარგ ეფექტს მოგვცემს. მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ წამალი უნდა იხარშოს არა ცეცხლზე, არამედ წყლის ორთქლზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ისეთი ეფექტიანი აღარ იქნება, რადგან თაფლიცა და ხახვიც თვისებებს დაკარგავს, ხოლო შაქარი ხანგრძლივი ხარშვისას მავნე თვისებებსაც იძენს. მიღებული წამალი მიეცით ბავშვს ჭამის შემდეგ, რათა კუჭ-ნაწლავი არ გაუღიზიანოს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.