
დამანოტივებელი ნიღაბი
ამოჭერით საზამთროს რბილობი და დააბლენდერეთ. მსუბუქი მასაჟის მსგავსი მოძრაობით წაისვით ეს ფაფა სახეზე და 10-15 წუთი გაიჩერეთ. ეს ნიღაბი კრავს ფორებს, წყლის მაღალი შემცველობის წყალობით ასუფთავებს კანს, ატენიანებს მას და ამკვრივებს.
ნიღაბი მშრალი კანისთვის
საზამთროს რბილობი გათქვიფეთ ბლენდერში და იმავე მოცულობის ბანანი დაამატეთ. ფორების შემკვრელი თვისების წყალობით ბანანი აძლიერებს საზამთროს ეფექტს.
ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
ამ ტიპის კანისთვის შესანიშნავია უცხიმო იოგურტი და საზამთრო. ასეთი ნარევი პილინგივით მოქმედებს და გამწმენდ ეფექტს ახდენს. იოგურტი შეიცავს რძის მჟავას, რომელიც საოცრად უხდება ცხიმიან კანს.