» » » ჯანმრთელობისთვის საშიში სანელებლები: ამ პროდუქტს ნებისმიერ სამზარეულოში აღმოაჩენთ

ჯანმრთელობისთვის საშიში სანელებლები: ამ პროდუქტს ნებისმიერ სამზარეულოში აღმოაჩენთ

რთულია, წარმოვიდგინოთ სამზარეულო სანელებლების გარეშე. ისინი ჩვენ წინაშე კულინარიული ექსპერიმენტების უზარმაზარ შესაძლებლობებს შლიან, კერძებს კი განსაკუთრებულ, განუმეორებელ არომატსა და გემოს ანიჭებენ.



თუმცა, ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერი გემრიელი სასარგებლო არ არის. ცნობილი ალქიმიკოსი და ექიმი პარაცელსი ამბობდა: "ყველაფერი - საწამლავია და ყველაფერი - წამალია, ორივეს წყვეტს დოზა".


მეცნიერებმა დაასახელეს ყველაზე საშიში სანელებლები, რომლებიც ნებისმიერ სამზარეულოში მოიპოვება. იმისათვის, რომ ჯანმრთელობას არ ავნოთ, ყოველთვის გადაამოწმეთ დოზა, მაშინ გემრიელი კერძი სასარგებლოც გახდება.

სანელებლები და საკაზმები
მავნე გემოვნური დანამატების სია
  1. მარილი
    მავნე საკვები დანამატების სიას წინ უძღვება მარილი. ნატრიუმის ქლორიდი, როგორც უამრავი კვლევა ამტკიცებს, იწვევს თირკმლების დაავადებებსა და სისხლძარღვების შევიწროვებას.
    ორგანიზმში მოხვედრილი ჭარბი მარილის ტოქსიკურობის შესამცირებლად, თირკმლები გადამეტებული ხსნარით მუშაობენ. ხსნარის კონცენტრაციის შემცირება შეუძლია წყლის დამატებით მიღებას. ეს კი, ექიმების თქმით, იწვევს არტერიული წნევის მომატებას და ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს.


  2. შაქარი
    შაქრის ჭარბი მოხმარება იწვევს კბილების პრობლემებს, სიმსუქნეს, დიაბეტსა და გულის დაავადებებს. შაქრის განსაკუთრებული სისასტიკე იმაში გამოიხატება, რომ იგი გარულად შედის უამრავი პროდუქტის შემადგენლობაში.
    ვიღებთ ძეხვის ეტიკეტს და ვკითხულობთ: ღორის ხორცი, საქონლის ხორცი, კვერცხი, მარილი, მშრალი რძე, შაქარი.. სტოპ, შაქარი? მასვე შეხვდებით იოგურტების, სოუსების, სხვადასხვა კონსერვისა და ქაშაყშიც კი.
    ჩვენ ყოველდღე მივირთმევთ ყველა ამ პროდუქტს და არც კი ვეჭვობთ, რომ შაქრის მოხმარების უსაფრთხო ნორმას ვცდებით.


  3. მაიონეზი
    მარილისა და შაქრის გარდა, მაიონეზში შედის კვერცხის გულები, რომლებიც არ გადის პირველად პასტერიზაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდია ალბათობა სალმონელეზით დაავადებისა. გარდა ამისა, ერთი ს.კ. მაიონეზი შეიცავს ცხიმების დღიური ნორმის 15%-ს.


  4. სოიოს სოუსი
    ერთ კოვზ სოიოს სოუსში 880 მგ მარილია(დღიურ ნორმაზე სულ ოდნავ ნაკლები). გარდა ამისა, სოუსი იწარმოება სოიოს მცენარის ფერმენტირებული პასტისგან, რომელიც გადასცემს ალკოჰოლის 2%-ს, შედეგად, ეს სოუსი მსუბუქი ლიქიორია.


  5. დარიჩინი და მუსკატის თხილი
    მათ გამოყენებას გვირჩევენ დესერტებსა და ნამცხვრებში. თუმცა, ამ ორივე სანელებლის გადამეტება საშიშია, მათი ჭარბად მოხმარება იწვევს კუნთოვან სპაზმებსა და კრუნჩხვებსაც კი.


  6. რეჰანი (როზმარინი)
    ალბათ, ბევრი გსმენიათ იმის შესახებ, რომ ეს სანელებელი ფლობს მაახალგაზრდავებელ ეფექტს. თუმცა, როზმარინის გამოყენება დაუშვებელია ფეხმძიმობის დროს. იგი, ასევე, ფლობს შარდმდენ ეფექტს და თირკმლებზე სერიოზულ დატვირთვას იწვევს. არაა რეკომენდებული მისი მიღება ჰიპერტონიკებისთვისაც, ვინაიდან იგი იწვევს სისხლის წნევის მომატებას.


  7. მიხაკი
    მას იყენებენ ხორციანი კერძებისა თუ ნამცხვრების შესაზავებლად. ცოტამ თუ იცის, რომ მიხაკი იწვევს ძილიანობას და სედატიური საშუალებაა.


  8. სალბი
    ლათინურ ენაზე ამ მცენარეს Salvia - ჯანმრთელობა ჰქვია. თუმცა, სალბის ზეთი შეიცავს ნივთიერება მონოტერპინს (ტუიონს), რომელიც აქტიური ტოქსინია. სალბის დოზის გადამეტება იწვევს ტახიკარდიას, კუნთების სპაზმებს ან ჰალუცინაციებს.


    ამრიგად, ყველა სანელებელი როდია ადამიანისთვის სასარგებლო. გაითვალისწინეთ პარაცელსის სიტყვები და აუცილებლად გაითვალისწინეთ ყველაფრის დოზა.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.