» » საშემოდგომო ხელოვნება: იდეების სუპერნაკრები ორიგინალური დეკორაციებისთვის

საშემოდგომო ხელოვნება: იდეების სუპერნაკრები ორიგინალური დეკორაციებისთვის

შემოდგომა ჩემი საყვარელი სეზონია, რადგან გემრიელი ხილისა და ბოსტნეულის გარდა, შესაძლებელია ბუნებრივი მასალებით კრეატიული ნივთების შექმნა. თვითონ შემოქმედების პროცესი კი არამხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც სიამოვნებთ.

ეს შესანიშნავი საქმეა სამსახურის შემდეგ განტვირთვის, მოდუნებისა და ხელოვნების გასაოცარ სამყაროში მოხვედრისათვის!
ამასთან, ეს კარგი შესაძლებლობაა, მიანიჭოთ სახლს სიმყუდროვის ატმოსფერო, რომელიც მკვეთრი გოგრების, შემოდგომის ყვავილების თაიგულისა და ენციკლოპედიებში გამხმარი ფოთლების გარეშე წარმოუდგენელია.



დღეს რჩევების რედაქცია წაროგიდგენთ 14 იდეას საშემოდგომო შემოქმედებისთვის.

  1. ჩამოცვენილი ფერადი ფოთლები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მასალაა საშემოდგომო ნაკეთობებისთვის. ფოთლებისგან უამრავი ნივთის შექმნა შეგიძლიათ. მათი შეღებვა აკრილის საღებავებითაცაა შესაძლებელი, რითაც შედევრებს შექმნით.


  2. როგორც ჩანს, სიმინდი მხოლოდ საკვები არაა! როგორ მოგწონთ ასეთი არასტანდარტული იდეა?


  3. ბუების მოყვარულებს ასეთი ნაკეთობები აუცილებლად მოეწონებათ.


  4. ჩვეულებრივი გირჩისგან ვიღებთ მშვენიერ ყვავილს. გამოგადგებათ ყვავილების თაიგულისთვის, რომელიც არასდროს დაჭკნება.


  5. ფოთლებისგან კოლაჟის მოსამზადებლად უნდა განსაზღვროთ ზომები, ფონი და ფორმატი. გამოიყენეთ ფონად მუყაოს ყუთი.


  6. ეს ხელოვნური მცენარეები თქვენს სახლში ნებისმიერ ოთახს მოუხდება.


  7. ფოთლები, ნაყოფები, ტოტები და კოლაჟის სხვა ბუნებრივი ელემენტები განუმეორებელ ენერგეტიკასა და ჰარმონიას ქმნის სახლში.


  8. ნაკეთობებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ბუნებრივი მასალა, რაც განავითარებს წარმოსახვის უნარსა და ხელების წვრილ მოტორიკას.
    სცადეთ თქვენს პატარასთან ერთად ასეთი საყვარელი ზღარბის გაკეთება!


  9. აქ მთელი სიუჟეტია გადმოცემული! რა საყვარლობაა პატარა ზაზუნები თხილის ნაჭუჭებში ან ჩაის სმა ტყეში.


  10. გირჩებისა და არასაკვები კენკრისგან შეგიძლიათ ასეთი ბუები ან ზღარბები დაამზადოთ.


  11. და მაინც, გოგრა - ეს იდეალური მასალაა საშემოდგომო შემოქმედებისთვის! თუ ხელსაქმე ცუდად გამოგივიდათ, შეგიძლიათ მისგან ფაფა მოამზადოთ.


  12. თუ ნებისმიერ საქმეს შემოქმედებითად მივუდგებით, ასეთ სილამაზეს მივიღებთ!


  13. პარკში სეირნობისას მარტივად შეგიძლიათ სხვადასხვა ელფერის ფოთლების შეგროვება. შემდეგ კი შეგიძლიათ ამ მარტივი მასალებით დაეხმაროთ ბავშვს ფანტაზიის უნარის განვითარებაში.


  14. კიდევ რამდენიმე იდეა შემოდგომისათვის, ამჯერად რკოებისგან.

თქვენ რა მასალებს იყენებთ საშემოდგომო დეკორაციებისთვის? უყვართ თქვენს პატარებს ხელსაქმე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.