რა თქმა უნდა, ყველა ეს მონაგონია, თუმცა რატომ არ უნდა ჩავერთოთ მხიარულ თამაშში და არ შევქმნათ სახლისთვის სიმბოლური ნივთი ანგელოზის სახით? ასეთი ნივთი სახლსაც მოუხდება. მითუმეტეს, რომ თოჯინის დამზადებას მხოლოდ და მხოლოდ ტომარა სჭირდება.
ხელნაკეთი თოჯინა
ტომარა, ალბათ, უხეშ მასალად გეჩვენებათ და გიკვირთ კიდევაც, როგორ უნდა დაამზადოთ მისგან თოჯინები, არა? რეალურად, სულ უფრო მეტი დიზაინერი და ხელმოსაქმე ხედავს ამ მასალაში მოდურ და ეკოლოგიურ საფუძველს შემოქმედებისთვის.
დღეს რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ ტომრისგან დამზადებული თოჯინების კოლაჟს, რომელთა შექმნაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ.
ტომრის თოჯინები
- ტომრის ნაკეთობები ინტერიერის ლამაზი დეკორაციაა, რომელიც მინიმალურ ხარჯსა და დროს მოითხოვს.
- თოჯინების მთელი ოჯახი! ისინი ჩემი დის ოჯახს მახსენებს.
- ნებისმიერ დედას მოეწონებოდა მსგავსი საჩუქარი.
- ამ შესანიშნავ ნამუშევარს კი თვალს ვერ ვწყვეტ! საჭიროა ფანტაზია და კრეატივი, ხელები კი ნამდვილ შედევრს შექმნიან.
- უბრალოდ ნახეთ - ეს ხომ მხოლოდ თოჯინები კი არა, მთელი სიუჟეტია: იესოს შობა, ხელსაქმე, დედა უკითხავს წიგნს შვილებს.. ამ ნაკეთობების ავტორს უსაზღვრო ფანტაზია აქვს!
- ესეც ანგელოზი ტომრისგან. ასეთი ნაკეთობა შესანიშნავი საჩუქარია შობაზე, ახალ წელსა თუ აღდგომაზე.
- ასეთი ანგელოზის შექმნა სულაც არაა რთული. საფუძველია მუყაოს კონუსი, დანარჩენი კი - ტომარა.
- ეს შესანიშნავი ნაკეთობაა!
- ტომრისგან დამზადებული თოჯინები ნამდვილი შედევრია. შესაძლოა, გეჩვენოთ, რომ ასეთი თოჯინების შექმნა ძალიან რთულია, სცადეთ და გაიგებთ :)
- კიდევ რამდენიმე შესანიშნავი იდეა.