ზღვაზე უზრუნველი დღეების გასახსენებლად ნიჟარის შენახვა უმჯობესია ინტერიერის, ორნამენტის ან სუვენირების სახით. ისინი ხომ ასეთი ლამაზები, სრულად უფასო, ბუნებრივი და გამძლე მასალაა.
ნივთები ნიჟარიდან
"რჩევების" რედაქცია გიამბობთ 11 სასწაულ იდეას, თუ როგორ გადავაქციოთ ჩვეულებრივი ნიჟარა დეკორის კრეატიულ ელემენტად. ნამდვილი ველი ექსპერიმენტებისთვის!
1. თუ გსურთ ყვავილების გადარგვა, მხოლოდ ლამაზ ქოთანში უნდა გადარგოთ! თუ ძვირადღირებულ კერამიკის ქოთნის ფული არ გაქვთ, ყოველთვის შეგიძლიათ ქოთანი თავად გაალამაზოთ. ნიჟარებით ქოთნის გაფორმების იდეა ძალიან მომწონს. ძალიან მარტივად შეგიძლიათ ზღვის განწყობა პირდაპირ სახლში შეიქმნათ!
2. ნიჟარებით შეგიძლიათ სარკის და სურათების ჩარჩოები გააფორმოთ.
3. შეგიძლიათ ნიჟარა არა მხოლოდ დააწებოთ, არამედ უფრო საიმედო იდეაა - პოლიეთილენის პლასტმასის გამოყენება ძლიერი ჩარჩოს შესაქმნელად. სარკის კუთხეებზე პლასტმასი დაამაგრეთ და მასზე უკვე ნიჟარები მოათავსეთ. მძივების ჩამატება ასეთ კომპოზიციაში მომგებიანი იქნება.
4. ან ასეთი შესანიშნავი კარზე დასაკიდებელი გვირგვინის შექმნა შეგიძლიათ.
5. ზღვიდან შეგიძლიათ არა მხოლოდ ნიჟარა წამოიღოთ, არამედ გლუვი, დამუშავებული ხე. შეხედეთ, როგორი საჩუქრები გამოდის მისგან!
6. სხვადასხვა ფორმის და ზომის ნიჟარებიდან შეგიძლიათ გულის ფორმის გაკეთება. ანალოგიურად, შეგიძლიათ სხვადასხვა ფიგურა, იგივე ზღვის ცხენი ან ასოს შექმნა.
7. აი კიდევ ერთი იდეა, რომელიც ნიჟარების დაწებებით შეგიძლიათ შექმნათ. რატომ არ გინდათ ტილოზე სურათის დახატვა ისე, რომ საღებავის ნაცვლად ნიჟარები გამოიყენოთ?
8. ნიჟარები - შესანიშნავი მასალაა ქარის მუსიკის შესაქმნელად, რადგან ასეთი ზღვის ზარების ხმა ძალიან სასიამოვნო მოსასმენია.
9. ნიჟარები - მინიატურული ზომის სასანთლეები არიან, რომლებიც მხოლოდ პარაფინის და ფიტილის დამატებას ელოდება. მიღებული სანთლები სუფრის, რომანტიული საღამოს ან უბრალოდ ინტერიერის გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
10. ამ შესანიშნავი ზღვის ცხენით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ!
11. ასეთი ფიგურების მომზადების პროცესი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. უბრალოდ აიღეთ საჭირო ზომის ნიჟარა და დეკორის ელემენტები: მძივი, წებო, ძაფი, მავთული, საღებავი და ა.შ.
გამოიყენეთ ეს შესანიშნავი იდეები, რომ სახლში ორიგინალური ზღვის დიზაინი შექმნათ. ამ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ, რადგან შთაგონება გადამდებია!