» » » დედაჩემი 40 წელსაა გადაცილებული და თვალსა და ხელსშუა ახალგაზრდავდება: ის ყოველდღე იკეთებს ამ ნიღაბს

დედაჩემი 40 წელსაა გადაცილებული და თვალსა და ხელსშუა ახალგაზრდავდება: ის ყოველდღე იკეთებს ამ ნიღაბს

დიასახლისები ჟელატინს ხშირად იყენებენ, ამზადებენ მისგან ჟელეს, მარმელადსა და ნაყინებსაც კი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მისი გამოყენება კანის მოვლის საშუალებების მოსამზადებლადაც შეოძლება. თუ თქვენ 30 წელს გადაცილებული ხართ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა!



რჩევების რედაქციის მიერ შემოთავაზებული საშინაო ნიღაბი ჟელატინით თქვენთვის კანის მოვლის საყვარელ საშუალებად იქცევა, ვინაიდან იგი მაღაზიის კრემებზე უკეთ მუშაობს, ამარცხებს ნაოჭებსა და ასაკობრივ ცვლილებებს. შედეგს პირველივე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ.

სახის ნიღაბი ჟელატინით
ჩვენ ჟელატინი ტყუილად არ შეგვირჩევია: მას ძლიერი ამწევი და დამატენიანებელი ეფექტი აქვს, შესანიშნავად ამკვეთრებს სახის ოვალს და შესამჩნევად ამცირებს კანის შეშუპებას. ნიღბები ჟელატინის საფუძვლით უამრავია, თუმცა ჩვენ მათ შორის 4 ყველაზე ეფექტური და მარტივი რეცეპტი შევარჩიეთ.



ჟელატინი კიტრით
ასეთი ნიღაბი პირველი გამოყენებისთანავე გააუმჯობესებს სახის ფერს, შესამჩნევად გაათეთრებს და დაატენიანებს ჩამოწელილ კანს.
ინგრედიენტები
  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 1 კიტრი
  • 2 ჩ.კ. გვირილის ნახარში
  • 2 ჩ.კ. დაყენებული მწვანე ჩაი
  • 1 ჩ.კ. ალოეს წვენი
მომზადება და გამოყენება
  1. დახეხეთ წვრილად კიტრი, მიღებული რბილობი დაწურეთ მარლაში.
  2. ჟელატინს დაასხით გვირილის ნახარში, მწვანე ჩაი და დაუმატეთ კიტრის რბილობი. გაათბეთ მასა ორთქლის აბაზანაზე, რათა ჟელატინი გაიხსნას.
  3. როცა ჟელატინი გაგრილდება ოთახის ტემპერატურამდე, ჩაასხით კიტრისა და ალოეს წვენი.
  4. მსუბუქი მოძრაობებით წაისვით ნიღაბი სახეზე და გაიჩერეთ 30-40 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.


ჟელატინი და კარაქი
მკვებავი ჟელატინის ნიღაბი კარაქთან ერთად საუკეთესო გადაწყვეტილებაა გაუწყლოებული და დაბერებული კანისთვის. ინგრედიენტები უბრალოა, შედეგი - ფასდაუდებელი!
ინგრედიენტები
  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 7 ჩ.კ. ცივი წყალი ან რძე
  • 1 ჩ.კ. კარაქი
მომზადება და გამოყენება
  1. დაასხით ჟელატინს წყალი/რძე და გადადგით 10-15 წუთით.
  2. მიღებული მასა გახსენით ორთქლის აბაზანაზე, შემდეგ დაუმატეთ კარაქი, დაელოდეთ მის გახსნას.
  3. კარგად მოურიეთ, გააგრილეთ და წაისვით გაწმენდილ სახეზე 20 წუთით. რძეში ჩალბობილი ბამბის ტამპონის გამოყენებით, მოიშორეთ ნიღბის ნარჩენები და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


ჟელატინი და ხაჭო
ეს ნიღაბი გამოგადგებათ იმ სიტუაციისთვის, როცა კანი დაღლილი და ფერმკრთალი ჩანს. ჟელატინისა და ხაჭოს ნიღაბი შესანიშნავია სახის კანის გამოსაკვებად და დასატენიანებლად, იგი ხსნის დაღლილობასა და შეშუპებას.
ინგრედიენტები
  • 1 ს.კ. ჟელატინი
  • 2 ს.კ. რძე
  • 1 ს.კ. ხაჭო
მომზადება და გამოყენება
  1. პატარა ჭურჭელში შეურიეთ რძე და ჟელატინი. გააჩერეთ 10-15 წუთით.
  2. გახსენით მიღებული მასა ორთქლის აბაზანაზე, შემდეგ დაუმატეთ ხაჭო. კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. გააგრილეთ ნიღაბი და წაისვით სუფთა სახის კანზე 25-30 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან მოიშორეთ ნიღბის ნარჩენები სველი ბამბის დისკით.


ჟელატინი და ავოკადო
როგორც ჩანს, ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშინაო ნიღაბია მშრალი კანისთვის. მოცემულ შემთხვევაში ჟელატინი სრული შემადგენლობით ერთვება სახის კანის მოვლაში, ავოკადოსთან კომბინაციით კი შესანიშნავად ატენიანებს სახის ნაზ და მშრალ კანს.
ინგრედიენტები
  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 7 ჩ.კ. წყალი
  • 1 ს.კ. ავოკადოს რბილობი
მომზადება და გამოყენება
  1. დაასხით ჟელატინს ცივი წყალი და გააჩერეთ 15 წუთით.
  2. როცა ჟელატინი ამოიბერება, გახსენით ორთქლის აბაზანაზემ შენდეგ შეურიეთ მასა ავოკადოს რბილობს.
  3. მიღებული მასა გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და წაისვით სუფთა კანზე 25-30 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


სახის ნიღბები ჟელატინით ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი კოსმეტიკური საშუალებებია, რომლებიც გვეხმარება ასაკობრივ ცვლილებებთან და ნაოჭებთან გამკლავებაში, უბრუნებს კანს სიმკვრივესა და ელვარებას.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.