გვინდა ჩვენს შესანიშნავ მკითხველებს ერთი კარგი რეცეპტი გავუზიაროთ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბედნიერებას მოგიტანთ. ჯერ კიდევ ანტიკურ ეგვიპტეში იმპერატორი ნეფერტიტი მსგავს გასაახალგაზრდავებელ ნიღაბს იყენებდა, მის შემადგენლობაში კი საფუარი, როგორც ყველაზე აქტიური კომპონენტი, წყალი და ზეითუნის ზეთი შედიოდა. ჩვენ უფრო სრულყოფილ რეცეპტს შემოგთავაზებთ.
სახის ნიღაბი საფუარით იმისთვისაა შექმნილი, რომ გაახალგაზრდავების კურსი ჩაიტაროთ. საკმარისია პროცედურის ჩატარება ერთხელ, რომ იგრძნოთ ეფექტი, თუმცა, საუკეთესო შედეგისთვის საჭიროა ნიღბის რეგულარული გამოყენება 2 კვირის მანძილზე.
სალონური პროცედურები დაასვენეთ! თუ წამოიწყებთ ნატურალურ საქმეს, წარმოუდგენელ შედეგს მიიღებთ ნიღბის გამოყენებით. ნაოჭები? სად გაქრნენ?
საფუარის ნიღაბი
ინგრედიენტები
- 2 ჩ.კ. ცოცხალი საფუარი
- 6 ჩ.კ. თბილი რძე
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 3 ჩ.კ. სახამებელი
- რამდენიმე წვეთი ვიტამინ E-ს ზეთი
- რამდენიმე წვეთი ვიტამინ A-ს ზეთი
ზეთოვანი ვიტამინები, შეგიძლიათ, სურვილისამებრ დაუმატოთ. ნიღაბი მათ გარეშეც მშვენივრად მოქმედებს.
მომზადება და გამოყენება
- ცოცხალ საფუარს დაასხით თბილი რძე და გააჩერეთ 20 წუთით. მიიღებთ ნიღბის თხევად ფუძეს.
- აიღეთ 8 ჩ.კ. ფუძე და დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი. თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, ჩაანაცვლეთ იგი ქატოიანი მაწვნით.
- დაუმატეთ მასას ჩვეულებრივი კარტოფილის სახამებელი და კარგად მოურიეთ. ნიღაბი კონსისტენციით შედედებულ რძეს უნდა ჰგავდეს. მასას დაუმატეთ ვიტამინები.
- კანის ტიპის მიხედვით, ნიღაბს უნდა დაუმატოთ კონკრეტული ინგრედიენტები.
თუ მშრალი კანი გაქვთ, დაუმატეთ 2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი.
კომბინირებული კანის შემთხვევაში - 2 ჩ.კ. ახლადდაწურული სტაფილოს წვენი.
თუ ცხიმიანი კანის პატრონი ხართ, კარგი იქნებოდა ნიღაბში 2 ჩ.კ. კარტოფილის წვენის დამატება. - ფუნჯის გამოყენებით, წაისვით ნიღაბი კანზე. მოერიდეთ პირისა და თვალის ირგვლივ მიდამოებს. წაისვით ნიღბის რამდენიმე ფენა.
პირველი ფენა რამდენიმე წამში შრება, შემდეგ ვუმატებთ კიდევ რამდენიმე ფენას. მაგალითად, მე 5 ფენას ვიყენებ. წაისვით ნიღაბი კისერსა და დეკოლტეზეც, რადგან ამ ზონებში კანის მოვლაც ძალიან მნიშვნელოვანია. - გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთით და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
საფუარის ნიღბის კურსი მოიცავს 15 პროცედურას, რომლებიც ყოველდღე უნდა შეასრულოთ. 2 კვირის შემდეგ სარკეში საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ: ოვალი სიმკვრივესა და ელვარებას მიიღებს, კანი გაახალგაზრდავდება.