» » » გიზიარებთ შესანიშნავ რეცეპტს ნაოჭების გასასწორებლად. კვირაში ერთხელ წაისვით ჩვეულებრივი

გიზიარებთ შესანიშნავ რეცეპტს ნაოჭების გასასწორებლად. კვირაში ერთხელ წაისვით ჩვეულებრივი

ალბათ თქვენ სახლის აფთიაქში გაქვთ ბოთლი "პოლისორბი", თუ არა, შესაძლოა, გსმენიათ მის შესახებ. ყველანაირი საკვებით მოწამვლა, ალერგია, ორგანიზმზე მოქმედი ტოქსიკური ნივთიერებები - ყველა პრობლემას სორბენტი უშველის. და თუ ჩვენ გეტყვით, რომ ასეთი პრეპარატის მიღება არა მხოლოდ შიგნით, არამედ გარედანაც სასარგებლოა? ქალები აღფრთოვანებულები არიან, კოსმეტოლოგები ფრჩხილებს იკვნეტენ: "პოლოსორბი" დაგეხმარებათ ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნებაში ზედმეტი დანახარჯის გარეშე. 



"რჩევების" რედაქცია ნამდვილად მოქმედ რეცეპტს გიზიარებთ, რომელიც გაასწორებს წვრილ ნაოჭებს, გაასუფთავებს სახეს და მოგაშორებთ მომაბეზრებელ აკნეს მარტივი სააფთიაქო სორბენტის დახმარებით. "პოლისორბის" უნივერსალური სახლის ნიღაბი თქვენი ერთგული დამხმარე გახდება კანის ჯანმრთელობის და სილამაზისთვის ბრძოლაში. 

"პოლისორბის" ნიღაბი

რატომ "პოლისორბი"? ამ თანამედროვე სორბენტს გამოყენების ფართო სპექტრით ორგანიზმიდან ტოქსინები და მავნე ნივთიერებები გამოაქვს, გვშველის მოწამვლის, კუჭ-ნაწლავის დარღვევის და ალერგიის დროს. "პოლისორბის" გასაოცარი თვისება არა მხოლოდ შიგნით მიღების დროს ვლინდება, არამედ გარეთ გამოყენების დროსაც. სორბენტი კარგად რეკომენდებულია სახის და სხეულის კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებების საფუძვლად. 




"პოლისორბის" სასარგებლო თვისებები კანისთვის

  1. აშორებს შავ წერტილებს, ასუფთავებს და ფორებს შესამჩნევად აწვრილებს. 

  2. კანზე ცხიმოვან სიპრიალეს ამცირებს, მას უფრო გლუვს, ფერს კი თანაბარს ხდის.

  3. რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია არაა კანის დამცველ ბარიერს ზრდის.

  4. აკნესთან ბრძოლის ეფექტური ინსტრუმენტია.

  5. კანის გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს, არბილებს ნაოჭებს და ახლის წარმოქმნას ხელს უშლის. კანი ელასტიური, ხოლო ოვალი უფრო მკაფიო ხდება.


დარჩით ლამაზი და ახალგაზრდა, არ დახარჯოთ უზარმაზარი თანხები კოსმეტიკურ პროცედურებზე! "რჩევების" რედაქცია "პოლისორბის" 5 სახლის ნიღაბს გთავაზობთ ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის. 


"პოლისორბზე" დაფუძნებული ნიღაბი 

  1. კლასიკური ნიღაბი

    სორბენტზე დაფუძნებული კლასიკური ნიღაბი რომ დაამზადოთ 1 ჩ/კ პოლისორბი მცირე რაოდენობით მდუღარე წყალს შეურიეთ. წყალი ნელ-ნელა დაამატეთ, არაჟნისმაგვარი მასა უნდა მიიღოთ. მზა ნიღაბი სახის და ყელის კანზე წაისვით, თვალის ირგვლივ კანს თავი აარიდეთ. 
    თუ კანი მშრალი გაქვთ, ნიღაბი 10 წუთით გაიჩერეთ, თუ ცხიმიანი 15-20 წუთით. დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით. კვირაში ერთხელ ასეთი ნიღაბი სავსებით საკმარისი იქნება. 




  2. გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

    გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი ისევე მზადდება, როგორც კლასიკური, მაგრამ ნებისმიერი მჟავე რძის პროდუქტის დამატებით, მაგალითად არაჟანი ან კეფირი. ასეთი ნიღაბი სახეზე, ყელსა და დეკოლტეს არეზე წაისვით 15-20 წუთით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. 
    ნიღბის გამოყენების შემდეგ დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ. პოლისორბზე დაფუძნებული გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი შესამჩნევად ასწორებს და ატენიანებს კანს, მას უფრო დაჭიმულს და ელასტიურს ხდის. 




  3. პოლისორბის ნიღაბი აკნეს საწინააღმდეგოდ

    ნიღაბი სპეციფიურია, მაგრამ მოქმედი. შეურიეთ 2 ს/კ პოლისორბი 1 ჩ/კ შაქარს და ასეთი რაოდენობის გახეხილ ხახვს. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და გასუფთავებულ სახეზე 15-20 წუთით წაისვით. ნიღაბი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ ტონიკით გაიწმინდეთ. 
    ასეთი სახლის ნიღაბი აკნეს საწინააღმდეგოდ გააკეთეთ რეგულარულად 8 კვირის განმავლობაში. ის კანს შესამჩნევად გააჯანსაღებს, მის დამცავ ბარიერს გააძლიერებს, აკნეს გამოაშრობს და ახალი გამონაყარის წარმოქნას ეფექტურად შეუშლის ხელს. 




  4. გამწმენდი ნიღაბი

    ასეთი ნიღაბი ნამდვილად ასუფთავებს და ავიწროებს ფორებს, სახე ნათელ ელფერს შეიძენს. შეურიეთ 1 ს/კ სორბენტი 1 ს/კ ფქვილს და ამავე რაოდენობის ოთახის ტემპერატურის რძეს. მიღებული ნარევი სუფთა, წინასწარ ორთქლით დამუშავებულ სახეზე წაისვით და შეიზილეთ 3-5 წუთით. რეკომენდებულია ასეთი გამწმენდი ნიღბის პროცედურა კვირაში 1-ელ ჩაიტაროთ. 




  5. ნიღაბი ეთერზეთის დამატებით

    პოლისორბის კლასიკური ნიღაბი შეგიძლიათ ეთერზეთით გაამდიდროთ. ცხიმიანი და ნორმალური კანისთვის გამოგადგებათ ჩაის ხის ან პიტნის ზეთი, მშრალი კანისთვის კი - ქოქოსის ზეთი და ხორბლის ზეთი, ხოლო ლავანდას, ილანგ-ილანგას ან ვარდის ზეთი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. 1 ს/კ კლასიკურ ნიღაბს 1 წვეთი ეთერზეთი დაამატეთ. გაითვალისწინეთ, რომ ნიღბის ეთერზეთით გამოყენებამდე აუცილებელია მგრძნობელობაზე ტესტის ჩატარება. 




მაქსიმალური დეტოქს-ეფექტის მისაღწევად, რეკომენდებულია სორბენტის ერთდროულად შიგნით და გარეთ მიღება. მთავარია, რომ სასურველ შედეგს სწრაფად მიაღწიოთ. ასეთი გამაახალგაზრდავებელი და გამწმენდი პროცედურები აუცილებელია ჩაატაროთ რეგულარულად და დამატენიანებელი კრემი არ დაგავიწყდეთ. ახალგაზრდობა მუდმივი არაა, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გაგრძელდება!

თქვენ ოდესმე გამოგიყენებიათ მსგავსი სორბენტის ნიღაბი? აუცილებლად გვიპასუხეთ კომენტარებში. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.