ამ ნაკლების მოსაშორებლად შეგიძლიათ მიმართოთ სტომატოლოგს ან აფთიაქურ საშუალებებს, თუმცა, რჩევების რედაქცია გთავაზობთ ნატურალურ საშუალებებს, რომლებიც კანს ჯანმრთელობასა და სილამაზეს დაუბრუნებს. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი თვითმკურნალობის დროს, უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან კანის პრობლემები, შესაძლოა, მეტყველებდეს ორგანიზმში სერიოზულ დარღვევებზე.
კანის ნაკლი
- მეჭეჭი
ადამიანის პაპილომის ვირუსი (აპვ) ექიმებისთვის დიდი ხანია ცნობილია - სწორედ იგი იწვევს მეჭეჭების გაჩენას. ისინი მცირე წანაზარდებია კანზე ან ლორწოვან ზედაპირზე. ყველაზე გავრცელებული გადაწყვეტა ამ პრობლემისა არის მოყინვა ან სალიცილის მჟავა. თუმცა, ნატურალური პროდუქტები მეჭეჭებს არანაკლებ უმკლავდება.
გაიხეხეთ მეჭეჭი ძილის წინ ბანანის კანი 2 კვირის მანძილზე ან მანამ, სანამ იგი არ გაქრება. კიდევ ერთი კარგი საშუალებაა ახალი თაფლი. ძილის წინ შეიზილეთ ცოტაოდენი თაფლი მეჭეჭზე და შეიხვიეთ ბინტით. მკურნალობის დრო იგივეა.
ასევე, მეჭეჭი ქრება ნივრის წვენის გამოყენებითაც. გაიწმინდეთ ამ საშუალებით მეჭეჭი 2 კვირის მანძილზე, დღეში ორჯერ და შეიხვიეთ ბინტით. მეჭეჭის ექსპრეს-მოშორებისთვის გჭირდებათ ვაშლის ძმარი. ჩაალბეთ მასში ბამბა, მიიდეთ წანაზარდზე და შეიხვიეთ ბინტით მთელი ღამით. დილით გაიმეორეთ პროცედურა, საღამოს კი სასიამოვნოდ გაოცდებით.
არავითარ შემთხვევაში არ გახვრიტოთ მეჭეჭი, მიმართეთ ექიმს, თუ მის შიგნით უცნაური პროცესები შეამჩნიეთ, მაგალითად, ანთება. - ხალები
არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი, ბრტყელი და ამობერილი ხალები. სანამ მის მოშორებას გადაწყვეტდეთ, მიმართეთ ექიმს და ჩააბარეთ აუცილებელი ანალიზები.
და ისევ, დასახმარებლად მზადაა ნიორი. კანის ტრავმირების აღსაკვეთავად, წაისვით ხალის ირგვლივ აბუსალათინის ან ნებისმიერი სხვა ზეთი. წაისვით ხალზე ნივრის წვენი და დაიწებეთ სანტავიკი. გაიმეორეთ პროცედურა პრობლემის სრულად მოშორებამდე.
ასევე, შეგიძლიათ შეურიოთ აბუსალათინის ზეთი და სოდა თანაბარი პროპორციებით. წაისვით მიღებული პასტა ხალზე და დაიმაგრეთ ბინტით ან სანტავიკით. გაიკეთეთ კომპრესი ძილის წინ, მოიხსენით დილით და ჩამოიბანეთ კანი. - პიგმენტაცია
ლაქები სახეზე შეიძლება იყოს ასაკით ან მზეზე დიდხანს ყოფნით გამოწვეული. ხშირად, ისინი ჩნდება სახეზე, მხრებსა და ხელებზე. ყველაზე ცნობილი საშუალება მის მოსაშორებლად - ლიმონია. ჩაალბეთ მის წვენში ბამბის დისკი და დღესი ორჯერ დაიმუშავეთ პრობლემური ზონები.
კიდევ ერთი საიმედო დამხმარე - ალოე. წაისვით ახალდაწურული წვენი პრობლემურ ზონაზე 30 წუთით. კარგია ამის გაკეთება მთელი ღამითაც. ასევე, პიგმენტური ლაქების მოშორება შეგიძლიათ პირშუშხასა და ძმრის 1:1 შერევით. წაისვით მიღებული მასა ყოველდღე, 15 წუთით, პრობლემის სრულად გაქრობამდე. გაითვალისწინეთ, რომ ეს საშუალება არ შეიძლება სახისთვის! - გაფართოებული ფორები
გაფართოებული, დაბინძურებული ფორები საშინლად გამოიყურება სახეზე, განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც მოზარდულ ასაკს გადასცდნენ.
ფორების გასაწმენდად აუცილებელია კანის ორთქლის აბაზანით გახურება. აადუღეთ წყალი გვირილის ფოთლებით, აიღეთ ნახარში ცეცხლიდან და გააჩერეთ სახე ორთქლს ზემოთ. არ დაიხაროთ ძალიან დაბლა, რათა არ დაიწვათ. ამის შემდეგ წაისვით სახეზე კვერცხის ცილა ფორების შესავიწროვებლად. გაშრობის შემდეგ ჩამოიბანეთ ცილა თბილი წყლით და გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.