» » » წამონაზარდი ქუთუთოზე. აი რა დაავადების მომასწავლებელი შეიძლება იყოს ის, ნუ დააიგნორებთ.

წამონაზარდი ქუთუთოზე. აი რა დაავადების მომასწავლებელი შეიძლება იყოს ის, ნუ დააიგნორებთ.

უახლესი კვლევების თანახმად დამტკიცდა, რომ არსებობს კავშირი ქსანთელაზმებსა და გულის დაავადებებს შორის. ამ ხორცმეტების გაჩენა შეიძლება მეტყველებდეს გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ინფარქტის რისკზე და ათეროსკლეროზზე.

ქსანთელაზმები - პატარა ყვითელი ხორცმეტები ქუთუთოებზე, რომლებიც, როგორც წესი, 50 წელს გადაბიჯებულ ადამიანებს უჩნდებათ. ითვლება, რომ ქსანთელაზმა ერთ-ერთი ყველაზე უვნებელი რამაა, რაც შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს, თუმცა მეცნიერების გარკვეული ნაწილი ამ მოსაზრებას ეწინაღმდეგება.



ამ წარმონაქმნებს არ აქვს უარყოფითი გავლენა ჩვენს მხედველობაზე, რის გამოც ადამიანების უმეტესობა ექიმს მხოლოდ იმ მიზეზით მიმართავს, რომ ქსანთელაზმები ძალზედ უშნოდ და ულამაზოდ გამოიყურება. სინამდვილეში, ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც გვეჩვენება...

როგორც უკვე გითხარით, უახლეს კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერები მივიდნენ იმ დასვკნამდე, რომ არსებობს კავში ქსანთელაზმების გაჩენასა და გულის დაავადებებს შორის. ამ დრომდე ითვლებოდა, რომ ეს წამონაზარდები არ წარმოადგენდა საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ექსპერტების მტკიცებით, ქალბატონებში ქსანთელაზმების გაჩენის შემთხვევაში გულის შეტევის რისკი 8%-ით იზრდება, ხოლო მამაკაცებში - 12%-ით.

გარდა ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, ეს ცხიმგროვები მიგვითითებს სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის მაღალ დონეზე, კუჭქვეშა ჯირკვალთან და ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

სწორედ ამიტომ, არასდროს დააიგნოროთ ქსანთელაზმების გაჩენა და დროულად მიმართეთ სპეციალისტს დახმარებისთვის. გაუზიარეთ ეს ინფრომაცია საკუთარ მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.