» » » თავის ტვინის სიმსივნე: 13 საგანგაშო ნიშანი და სიმპტომი

თავის ტვინის სიმსივნე: 13 საგანგაშო ნიშანი და სიმპტომი

რა არის თავის ტვინის სიმსივნე?
როგორც წესი, თავის ტვინის სიმსივნეს წარმოადგენს ახალწარმონაქმნი, რომელიც თავის ტვინის ან ახლომდებარე ქსოვილების ანომალური დაყოფის შედეგად ჩნდება. არსებობს თავის ტვინის სიმსივნის სხვადასხვა ტიპი. ზოგიერთი მათგანი ავთვისებიანია, ზოგიერთი კი სულაც არ ითვლება კიბოდ, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, იგი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.



სიმსივნე, შესაძლოა, გაჩნდეს ტვინში, თუმცა კიბო ჩნდება სხვა ორგანოებშიც, შემდეგ კი თანდათან აღწევს ტვინამდე. სიმსივნის ამ ფორმას მეტასტიკური ან მეორადი ეწოდება. კიბოს ყველაზე გავრცელებულ ფორმებს, რომლის მეტასტაზებიც ტვინისკენ გადაადგილდება, მიეკუთვნება მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, თირკმლების, ფილტვებისა და კანის კიბო.

თავის ტვინის პირველადი სიმსივნე ჩნდება შიგ ტვინში ან მახლობელ ქსოვილებში (ქალას ნერვებში, ეპიფიზში).

თავის ტვინის სიმსივნის სიმპტომები ვარირებს სიმსივნის ლოკალიზაციისა და ტიპის მიხედვით. საქმე ისაა, რომ ტვინის სხვადასხვა ნაწილი ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ ნიშნები ძლიერ განსხვავდება.
სიმსივნის ზოგიერთი სახე უსიმპტომოდაც მიმდინარეობს, სანამ დიდ ზომებს არ მიაღწევს და არ გამოიწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმსივნე კეთილთვისებიანია.

თავის ტვინის სიმსივნის ნიშნები და სიმპტომები
თავის ტვინის სიმსივნის საერთო სიმპტომია ხშირი თავის ტკივილები, რომლებიც არ ქრება ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლების მიღებით. თუმცა, გახსოვდეთ, რომ თავის ტკივილების დიდი ნაწილი არაა დაკავშირებული ტვინის სიმსივნესთან.

სხვა საგანგაშო ნიშნებად და სიგნალებად შეიძლება მივიჩნიოთ:
  • თავის მწვავე ტკივილები
  • გულისრევა და ღებინება
  • მხედველობის, მეტყველებისა და სმენის გაუარესება
  • კრუნჩხვები
  • კოორდინაციის პრობლემები
  • გაბუჟება და ჩხვლეტა კიდურებში
  • დაღლილობა
  • ძილიანობა
  • ძილის დარღვევები
  • მეხსიერების პრობლემები
  • განწყობის მკვეთრი ცვლილებები ან დეპრესია
  • ყოველდღიური საქმიანობის შესრულების უუნარობა


თუ ზემოაღნიშნული სიმპტომებიდან რამდენიმე მაინც აღმოაჩინეთ, კარგი იქნება, თუ ექიმთან გაივლით კონსულტაციას, თუმცა, გახსოვდეთ, რომ მსგავსი სიმპტომები, შესაძლოა, სხვა დაავადებებსაც ეკუთვნოდეს.

რისკ-ფაქტორი
ექიმებისთვის ჯერ კიდევ არაა ცნობილი, კონკრეტულად რა იწვევს თავის ტვინის პირველად სიმსივნეს. თუმცა, ზოგიერთი ფაქტორი ზრდის მისი გაჩენის რისკს, ესენია:
  • ასაკი - რაც უფრო ასაკოვანი ხართ, მით უფრო მაღალია თავის ტვინის სიმსივნის რისკი. მეცნიერების აზრით, სიმსივნე, ხშირად, მოხუცებულებში გვხვდება, თუმცა ზოგადად, ეს ნებისმიერ ადამიანს ემართება. სიმსივნის ზოგიერთი ტიპი თითქმის ყოველთვის ბავშვებში ლოკალიზდება.
  • რადიაცია - ადამიანები, რომლებიც მის ზემოქმედებას განიცდიან ან განიცადეს, ტვინის სიმსივნის გაჩენის რისკს ექვემდებარებიან. თუმცა, ეს მხოლოდ იონიზების რადიაციას ეხება, მათ შორის, სხივურ თერაპიასაც, რომელიც მიმართულია სიმსივნის მკურნალობაზე, და, ატომური ბომბების რადიაციულ ზემოქმედებასაც.
  • მემკვიდრეობითობა - იგი საკმაოდ დიდ როლს ასრულებს არსებულ საკითხში, რადგან თავის ტვინის სიმსივნე, შესაძლოა, გაჩნდეს ადამიანებში, რომელთა ნათესავებსაც იგი უკვე ჰქონდათ.


როგორც უკვე ვთქვით, თუ რომელიმე საგანგაშო სიმპტომი შენიშნეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ დროულად დასმული დიაგნოზი მკურნალობის ნახევარია.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.