» » » 2 კვირაში საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ! იაფფასიანი საშუალება მძლავრი ეფექტით

2 კვირაში საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ! იაფფასიანი საშუალება მძლავრი ეფექტით

რითი განსხვავდება ქიშმიში ყურძნისგან? რაღა თქმა უნდა - ტენიანობით. იგივე შეიძლება ითქვას კანზეც. რაც მეტია მასში სითხე, მით უფრო გლუვი, დატენიანებული, ახალგაზრდა და ლამაზია იგი.

სამწუხაროდ, ჩვენი კვება ნამდვილად საშინელებაა. ტოქსინების, მზის გამოსხივების, სტრესისა და ხისტი წყალის აგრესიული ზემოქმედების ქვეშ ვართ. ამის გამო კანი ჩამოწელილი ხდება, ჩნდება პიგმენტური ლაქები, სიმშრალე და ნაოჭების ბადე.

ჩვენ ვიცით სალონებში კანის ეფექტური გაახალგაზრდავების შესახებ. თუმცა, როგორ მოვიქცეთ, თუ ფინანსები არ გვაძლევს ასეთი პროცედურების საშუალებას? გამოსავალი არსებობს - მოუწყვეთ საკუთარ თავს გამაახალგაზრდავებელი სეანსი სახლში, უფასოდ!



ლამინარია სახისთვის
საუბარია ლამინარიაზე, ანუ ზღვის კომბოსტოზე. ეს წყალმცენარე ყველასთვის ცნობილია გემრიელი ვიტამინური სალათებით. იგი სასარგებლო ნივთიერებების(იოდი, ორგანული მჟავები, სპილენძი, თუთია, სილიკონი, რკინა, კალიუმი, კალციუმი, ნიკოტინის მჟავა) დაუჯერებელი წყაროა. მას ძველი დროიდან იყენებენ კანისა და მთელი ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის.

სახის ნიღაბი ლამინარიასგან
ინგრედიენტები
  • 1 ს.კ. გამომშრალი ლამინარია
  • 1 ჭიქა სუფთა, სასმელი წყალი
მომზადება და გამოყენება
  1. ლამინარიას დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი და გააჩერეთ მთელი ღამით.
  2. დალბობილი წყალმცენარე მოათავსეთ ბლენდერში და აქციეთ პიურედ.
  3. დაიდეთ ნიღაბი სქელ ფენად, წინასწარ გაწმენდილ სახეზე, თვალის ირგვლივ კანის ჩათვლით, კისერსა და დეკოლტეზე 20-30 წუთით.
  4. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით და წაისვით საყვარელი კრემი.


ასეთი ნიღბის ყველაზე მთავარი პლიუსია უნივერსალურობა. ნებისმიერი ტიპის კანის მქონე ქალბატონს შეუძლია ამ საშუალების გამოყენება. რეალურად, ნიღბის გაჩერება 1 საათამდეც შეგიძლიათ. ამისგან ეფექტი მხოლოდ გაძლიერდება.

ლამინარიას ნიღაბს მძლავრი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს და მოქმედებს დამატებითი ინგრედიენტების გარეშე. მრავალფეროვნებისთვის, შეგიძლიათ მას ჩ.კ. თაფლი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, მცენარეული ზეთი, დაჭრილი მარწყვი, შვრიის ფანტელი ან კოსმეტიკური თიხა დაუმატოთ.


თუ ლამინარიას აფრქვევთ, ეს ფაფაც გამოგადგებათ ნიღბისთვის. უბრალოდ იგი ძალიან ბლანტი გამოდის და წასასმელად უხერხულია. ამიტომ გთავაზოთ სრულყოფილ მეთოდს - ბლენდერში ათქვეფას.



მიღებული მასა მარტივად დაიტანება, კარგად ჩერდება კანზე, არ წვეთავს, არ იწელება. დაფქვევა უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას დევნის მცენარის უჯრედებიდან. ამ საშუალების შენახვა შეგიძლიათ მაცივარში 3 დღით.

გაიმეორეთ პროცედურა ყოველ მეორე დღეს, სასურველია, საღამოობით. პირველი გამოყენების შემდეგვე შეამჩნევთ დადებით შედეგს. "იხვის თათები" ნაკლებად შესამჩნევი გახდება, კანი გაღიავდება, გაქრება ჭორფლები, ცხიმის ელვარება, ანთება და სიწითლე.



2 კვირის შემდეგ ღრმა მიმიკური ნაოჭებიც კი გასწორდება. კანი განახლდება, გამოიკვებება და დაგლუვდება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.