დამერწმუნებით იმაში, რომ ზეითუნის ზეთი ყველა ჩვენთაგანს ერთხელ მაინც გამოგვიყენებია, მაგრამ არამგონია ნაფიქრი გვქონდეს თუ რა დადებითი თვისებებით გამოირჩევა იგი, ამიტომ მინდა ჩვენს ძვირფას მკითხველებს უამბო ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებებზე.
ზეითუნის ზეთის სამკურნალოდ გამოყენება
ზეითუნის ზეთი სასარგებლოა ღვიძლის დაავადების დროს, რადგან სუსტად გამოხატული ნაღველმდენი მოქმედება ახასიათებს. ამ ეფექტის გამო ექიმები პაციენტებს ურჩევენ, უზმოზე მიირთვან ერთი სადილის კოვზი ზეთი, ხოლო ლიმონისა და ზეითუნის ზეთისგან შედგენილი სპეციალური დიეტა ორგანიზმს მთლიანად წმენდს წიდისგან. ზეითუნის ზეთის კომპრესი საუკეთესო საშუალებაა ქვედა კიდურებში განვითარებული კრუნჩხვების სამკურნალოდ. თუ 100 გრამ ჟასმინის ყვავილს ორი კვირით მოათავსებთ 250 გრამ ზეითუნის ზეთში, კუნთების ტკივილის მოსახსნელ საოცარ მალამოს მიიღებთ. ზეითუნის ზეთი ოდითგან გამოიყენება მასაჟისა და სხვა პროცედურებისთვის. ამ ზეთით ჩატარებული მასაჟი მართლაც რომ საოცრებებს ახდენს. ზეითუნის ზეთი არა მხოლოდ ამაღლებს კანის ტონუსს, არამედ აუმჯობესებს საოფლე და აპოკრინული (ცხიმის გამომყოფი) ჯირკვლების ფუნქციას, რითაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებათა გამოდევნას. როგორც სხვა ზეთები, ზეითუნის ზეთიც შეიძლება იყოს რაფინირებული და არარაფინირებული. რაფინირების დროს ზეთი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას განიცდის, რაც რამდენადმე ამცირებს მის სასარგებლო თვისებებს. ასე რომ, არარაფინირებული ზეთი გაცილებით სასარგებლოა. ხარისხის, სამკურნალო თუ კვებითი ღირებულების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა ცივი გამოხდით (გაწურვით) მიღებული ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ზეთის ფერი მუქი ოქროსფერიდან ღია მომწვანომდე იცვლება. ის ზეთისხილის ჯიშსა და მისი სიმწიფის ხარისხზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ ზეითუნის ზეთმა მაქსიმალური სარგებლობა მოგიტანოთ, ის აუცილებლად მინის ჭურჭელში, გრილ და ბნელ ადგილას უნდა ინახებოდეს. ზეითუნის ზეთი გარკვეული რაოდენობით ყოველთვის შეიცავს მყარ ცხიმებს. მაცივარში ზეთის გაყინვისას ეს ცხიმები იყინება და ფანტელებად გადაიქცევა. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სწორედ ეს არის ზეითუნის ზეთის ხარისხის ძირითადი მაჩვენებელი და სარწმუნო ხერხი ნამდვილი პროდუქტის ფალსიფიცირებულისგან გასარჩევად.
ზეითუნის ზეთი ხელს უშლის ძუძუს კიბოს!
ზეითუნის ზეთი მდიდარია ცხიმიანი უჯრედებით, რომლებიც განიხილებოდა, როგორც ძალიან საშიში დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ რეალურად, ბოლო კვლევებით დადასტურებულია, რომ ეს პირიქითაა.
ზეითუნის ზეთი შეიცავს ნივთიერებას ოლიუქანთელს რომელიც აღმოფხვრავს ტოქსიკურ ცილებს.
შენიშვნა:არსებობს ბევრი ისეთი ზეითუნის ზეთი ბაზარზე რომელმაც შესაძლოა პირიქით საფრთხეში ჩააგდოს თქვენი ჯანმრთელობა, ამიტომ ეცადეთ შეიძინოთ ნამდვილი მცენარიული ზეითუნის ზეთი!
სასარგებლო რეცეპტები
ზეითუნის ზეთი შეუცვლელია კოსმეტოლოგიაში. ყველამ კარგად იცის, რომ კანის მოვლის უამრავი საშუალება სწორედ ზეითუნის ზეთის საფუძველზე მზადდება. კანისა და თმის მოსავლელი საშუალებები შინაც შეგიძლიათ მოამზადოთ.
სახის დამატენიანებელი და დამამშვიდებელი ნიღაბი
წვრილად გახეხეთ ახალი კიტრი და მწიფე ბანანი. მიღებულ ფაფას დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, გააჩერეთ ნახევარი საათი და წაისვით სახეზე. ეს ნიღაბი ამშვიდებს მგრძნობიარე კანს, კვებავს და ატენიანებს მას. ნაოჭების ნაადრევი გაჩენის თავიდან ასაცილებლად კვირაში ორჯერ სახე დაიზილეთ ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის ნარევით (თანაფარდობით 1:1).
სახის მატონიზებელი ნიღაბი
ეს ნიღაბი ყველა ტიპის კანს უხდება. განსაკუთრებით ეფექტურია დაღლილი და მოდუნებული კანისთვის. აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ერთი ჩაის კოვზი არაჟანი, ერთი სადილის კოვზი მშრალი საფუარი, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ერთი ჩაის კოვზი სტაფილოს ან ვაშლის წვენი. ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
სახის მკვებავი ნიღაბი
განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი და მოდუნებული კანისთვის. აურიეთ ერთმანეთში ერთი კვერცხის გული, ორი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული მასა წაისვით დაბანილ (ან კარგად გაწმენდილ) სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. დაინახავთ, რომ პირისკანი ახალშობილის კანივით ნაზი და ფაფუკი გაგიხდებათ.