ორცხობილა "კარტოფილი"
ინგრედიენტები
- 500 გ გახუხული პური (სასურველია, ვანილით)
- 400 მლ მოხარშული შედედებული რძე
- 50 გ კაკაოს ფხვნილი
- 200 გ ნაღების კარაქი
- 100 გ მუქი შოკოლადი (არანაკლებ 70% კაკაო)
- 30 მლ კონიაკი (სურვილისამებრ)
- 20 გ ციტრუსის ცუკატები (კონკრეტული ცუკატები გემოვნებით)
მომზადება
- კარგად დააფქვიეთ სუხარები ფხვნილის კონსისტენციამდე. არ უნდა გამოგეპაროთ დაუფქვავი ნაწილაკები.
- მეორე ჭურჭელში შეურიეთ კაკაო და რძე. მიღებული მასა მიიყვანეთ ერთგვაროვან მდგომარეობამდე, დაუმატეთ დაჭრილი კარაქი და დადგით ნელ ცეცხლზე. ათბეთ მანამ, სანამ კარაქი არ დადნება.
- შოკოლადი დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. ნახევარი - 50 გ - დაუმატეთ მეორე პუნქტით მიღებულ მასას. იქვე დაამატეთ კონიაკი, თუ მას იყენებთ. მეორე ნახევარი ცალკე გადადეთ.
- შეურიეთ მიღებული შოკოლად-კარაქის მასა და დაფქული პურები. თუ შედეგი ძალიან მშრალია, დაამატეთ რძე, ოღონდ ძალიან ცოტა.
- გამოძერწეთ ბურთულები. სიმარტივისთვის, გააკეთეთ ცომისგან ძეხვის ფორმა, შემდეგ დაჭერით და დაამრგვალეთ.
- ბურთულების შიგნით ჩასვით ცუკატები. ცუკატების ნაწილის გამოყენება მოსართავადაც შეგიძლიათ.
- დარჩენილი თხევადი შოკოლადი გაათბეთ და ამოავლეთ მასსი კარტოფილები. ცუკატები, თუ დაგრჩათ, მოაყარეთ ზემოდან.
- დაელოდეთ გაგრილებას.