კვების შესწორებისას გამოიყენეთ პროდუქტების სწორი კომბინაციები, რითაც მათ სარგებელს გააძლიერებთ. ჩვენ გთავაზობთ 9 კომბინაციას, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ.
პროდუქტების თავსებადობა
- კვერცხი და პომიდორი = ახალგაზრდობა
ომლეტი პომიდვრით - ეს საუკეთესო კერძია, რომლის მომზადებაც საუზმისთვის შეგიძლიათ. პომიდორი მდიდარია სელენით, კვერცხი - ვიტამინ E-თი. ამ პროდუქტების კომბინაციით, თქვენ ეხმარებით ვიტამინებს უკეთ ათვისებაში, ისინი შეანელებს დაბერების პროცესს. - პომიდორი და მცენარეული ზეთი = ლამაზი კანი
პომიდორი და ზეთი ერთმანეთისთვისაა შექმნილი. პირველ რიგში, ეს გემრიელია, მეორეც, ანტიოქსიდანტი ლიკოპინი, რომელსაც პომიდორი შეიცავს, მცენარეულ ცხიმთან კომბინაციით აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. - ქათამი და სტაფილო = იმუნიტეტი
ვიტამინი A სტაფილოში დიდი რაოდენობითაა, ქათამი კი თუთიითაა მდიდარი. ამ პროდუქტების შეთავსებით, თქვენ ეხმარებით ორგანიზმს იმუნიტეტის გაძლიერებაში. გაციებისას საუკეთესო საშუალებაა ქათმის ბულიონი სტაფილოთი. - მოთუშული ძროხის ხორცი და წითელი ღვინო = ჯანმრთელი სისხლძარღვები
სულ 1 ბოკალი წითელი ღვინო ხორციანი კერძის შემდეგ და თქვენ ხელს შეუშლით ცხიმოვანი ფენების გაჩენას. ოღონდ ძალიან ნუ შეტოპავთ ალკოჰოლურ სასმელში. - მაწონი და სელის თესლი = შესანიშნავი საჭმლის მონელება
იოგურტი მდიდარია პრობიოტიკებით, ანუ სასარგებლო ბაქტერიებით. იმისათვის, რომ ისინი სრულად აითვისოს ორგანიზმმა, აუცილებელია პრებიოტიკების - მცენარეული ბოჭკოების დახმარება. ეს უკანასკნელი დიდი რაოდენობითაა სელის თესლში. დაუმატეთ იგი მაწონს და თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა მადლობასაც გეტყვით. - შვრია და ვაშლი = გულის ჯანმრთელობა
ორგანიზმის დაზიანების გარეშე გახდომა და ამავდროულად აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებების მიღება სავსებით შესაძლებელია. მიირთვით დილით შვრიის ფაფა ვაშლთან ერთად. ცელულოზა შვრიაში ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აუმჯობესებს სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას, რაც პირდაპირპროპორციულია გულის ჯანმრთელობასთან. ვაშლის ფლავანოიდები კი იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან. - მწვანე ჩაი და ლიმონი = კიბოსგან დაცვა
კატექინები, რომლებიც მწვანე ჩაიში გვხვდება, ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას. ლიმონის წვენი ეხმარება ორგანიზმს ამ ორგანული ნივთიერების ათვისებაში. - ყველი და პური = მყარი ძვლები
იმისათვის, რომ კალციუმი კარგად ათვისდეს, რაციონში საკმარისი ოდენობით ცხიმოვანი მჟავები და ცილები უნდა იყოს. ამიტომ, მიირთვით ყველი პურთან ერთად - უზრუნველჰყავით მყარი ჩონჩხი. - კვერცხი და ისპანახი = ცხოვრება პმს-ს გარეშე
ქალები, რომლებიც საკმარისი რაოდენობით კალციუმსა და ვიტამინ D-ს მიიღებენ, გაცილებით იშვიათად იტანჯებიან პმს-თი. ამიტომ, მოიმარაგეთ ამ ნივთიერებების მთავარი წყაროები - კვერცხი და ისპანახი. და იყავით ჯანმრთელი!