» » ათი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი ჩვენს პლანეტაზე: რა უნდა მიირთვათ აუცილებლად

ათი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი ჩვენს პლანეტაზე: რა უნდა მიირთვათ აუცილებლად

ფიქრობთ, რა უნდა მიირთვათ იმისათვის, რომ ტვინი უკეთ ფუნქციონირებდეს? ეს პროდუქტი გააძლიერებს თქვენს ჯანმრთელობას და გააუმჯობესებს ტვინის ცხოველქმედებას.

სასარგებლო ცხიმოვანი მჟავებისა და მიკროელემენტების წყალობით, ასეთი საკვები ტვინისთვის ენერგიის შეუცვლელი წყაროა. აუცილებლად დაუმატეთ ქვემოთ ჩამოთვლილი 10 პროდუქტი თქვენს რაციონს და ნახავთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი მეხსიერება და კონცენტრაციის უნარი. საკვებზე ბევრი რამაა დამოუკიდებელი.

საკვები პროდუქტი ტვინის ცხოველქმედებისთვის

  1. გოგრის თესლი
    გოგრის თესლი შეიცავს თუთიას, რომელიც გვეხმარება აქტიური გონებრივი ცხოველქმედების გააქტიურებასა და მეხისერების შენარჩუნებაში.


  2. ბერძნული კაკალი
    სხვა თხილებთან შედარებით, ბერძნული კაკალი ყველაზე დიდი რაოდენობით Е ვიტამინს შეიცავს. ვიტამინი Е იცავს ტვინს გამანადგურებელი პროცესებისა და დაავადებებისგან, რომლებიც დაბერების პროცესს უკავშირდება.


  3. პომიდორი
    მიირთვით პომიდორი და თავს ალცჰაიმერისგან დაიცავთ. პომიდორი მდიდარია ლიკოპინით - ანტიოქსიდანტით, რომელიც ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში ეხმარება.


  4. კაკაო
    შავი შოკოლადი არამხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. კაკაო ზრდის კოგნიტურ შესაძლებლობებს ადამიანში და კარგად მოქმედებს გულის მუშაობაზეც. რაც უფრო უკეთ ფუნქციონირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემა, მით უკეთ იჟღინთება ტვინი სასარგებლო ნივთიერებებით - მათ სისხლის ნაკადთან ერთად იღებს.


  5. ცხიმიანი თევზი
    წითელი თევზი, სკუმბრია, თინუსი, მაკრელი, სარდინები - თევზი, რომელიც იშვიათად მაინც უნდა მიირთვათ. ომეგა-3 უჯერი ცხიმები, რომლებსაც ეს თევზები შეიცავს, ძალიან მნიშვნელოვნად მოქმედებს ტვინის ფუნქციაზე, უნარჩუნებს მას ახალგაზრდობასა და აქტიურობას.


  6. სრულმარცვლოვანი პროდუქტი
    სრულმარცვლოვანი პროდუქტი გეხმარებათ სისხლში შაქრის ბალანსის შენარჩუნებაში. ეს უზრუნველყოფს ტვინს საკვები ნივთიერებებით - სრულმარცვლოვანი პროდუქტი მძლავრი ენერგეტიკული რესურსია ხანგრძლივი მოქმედებით.


  7. ბროკოლი
    К ვიტამინს ეს კომბოსტო შეიცავს. იგი აუცილებელის ადამიანისთვის აქტიური აზროვნებითი პროცესების განვითარებისთვის.


  8. მწვანე ჩაი
    კატეხინი და ტიანინი - ანტიოქსიდანტები, რომლებიც მწვანე ჩაის შემადგენლობაშია. ეს ნივთიერებები ასტიმულირებს ტვინის ცხოველქმედებას, აუმჯობესებს კონცენტრაციას, ადამიანს დიდი ხნის მანძილზე უნარჩუნებს სიფხიზლეს.


  9. შავი მოცვი
    შავი მოცვი შეიცავს ვიტამინ С-ს, რომელიც ატონიზირებს მთელ ორგანიზმს და ეხმარება ტვინში ახალი ნეირონული კავშირების დამყარებაში. თუ ეწევით, აუცილებლად ჩართეთ მენიუში ვიტამინ С-ს დამატებითი წყაროები, რადგანაც მოწევისას იგი დაუნდობლად ნადგურდება.


  10. ბადრიჯანი
    ვინ იფიქრდება, თუმცა ბადრიჯანიც ამ სიაშია! ეს ანტოციანინების დამსახურებაა - ანტიოქსიდანტისა, რომელიც ბადრიჯანში დიდი რაოდენობითაა. იგი დაგიცავთ სკლეროზის ნაადრევად განვითარებისგან.

იმისათვის, რომ გონების სინათლე შეინარჩუნოთ ხნიერ ასაკში, დაიწყეთ კვების შეცვლა დღეიდან! გაოცდებით, როცა შდეგს იხილავთ - ტვინი გაცილებით უკეთ იმუშავებს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.