იოდით ყველაზე მდიდარია ზღვის პროდუქტები. იოდის სადღეღამისო ნორმაა 100-200 მკგ.
იოდის შემცველი ერთ-ერთი პრეპარატია იოდიზირებული მარილი. კალიუმის იოდიდი განაპირობებს მარილის იოდიზირებას. ჩატარებული გამოკვლევების რეზულტატი გვიჩვენებს, რომ ჩვეულებრივი იოდი, რომელიც მარილს ემატება, არამდგრადი და სწრაფად აქროლებადია. მარილს, რომელიც იოდიზირებულია კალიუმის იოდიდით, უფრო ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს.
თუ ორგანიზმს იოდი აკლია, ის იოდის შემცველ პროდუქტებთან ერთად უნდა ღებულობდეს ვიტამინებს მთელი წლის განმავლობაში. კალიუმის იოდიდი გამოდის აბების სახითაც. რისკის ჯგუფში, ჩვეულებრივ, არიან ბავშვები, ორსულები და მეძუძური დედები.
პრეპარატის დღიური ნორმაა:
-ჩვილები - (1 წლამდე) - 50 მკგ
-სკოლამდელი ასაკის ბავშვები - 50 მკგ
-ბავშვები 12 წლამდე - 50-100 მკგ
-ორსულები და მეძუძური ქალები - 150 - 200 მკგ
აბების მიღება ხდება ჭამის შემდეგ. იოდიდის სამკურნალო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 300-500 მკგ დღე-ღამეში.
იოდიდის შემცველობა 100 გრ პროდუქტში:
- მდინარის თევზი - 4-5 მკგ
- ხეკი - 5 მკგ
- სტაფილო - 5-6 მკგ
- კარტოფილი - 5-6 მკგ
- მწვანე ბარდა - 10,5 მკგ
- რძე, კეფირი - 24-30 მკგ
- ხაჭო - 40 მკგ
- კრევეტები - 110 მკგ
- ყველი - 40 მკგ
- ქაშაყი - 195 მკგ
- ვირთევზა - 260 მკგ
- ვირთევზას ღვიძლი - 370-350 მკგ
- ზღვის წყალმცენარეები - 500 მკგ
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს სამკურნალო კვება დაფუძნებული უნდა იყოს იმ პროდუქტებზე, რომლებიც საკმაო რაოდენობით შეიცავს ცილებსა და ვიტამინებს, აგრეთვე ზღვის პროდუქტებზე. ჩვეულებრივი მარილის ნაცვლად გამოვიყენოთ იოდიზირებული მარილი.