» » » 10 მითი ვიტამინებზე, რომლებიც ბებიებისგან გვერგო მემკვიდრეობით

10 მითი ვიტამინებზე, რომლებიც ბებიებისგან გვერგო მემკვიდრეობით

ზაფხულის მიწურვასთან ერთად, ადამიანები უფიქრდებიან, თუ როგორ შეინარჩუნონ ჯანმრთელობა სიცივეში და ღირს თუ არა ვიტამინებისა და ბიო-აქტიური დანამატების მიღება. თუმცა, რეკლამებისა და გაფრთხილების გავლენის ქვეშ რთულია იმის გარკვევა, რა სჭირდება ორგანიზმს და რომელი ფაქტებია ორგანიზმის შესახებ ნამდვილი.

რჩევების რედაქცია ზრუნავს ჯანმრთელობაზე, ამიტომაც გადავწყვიტეთ, დაგვემსხვრია თქვენი სტერეოტიპები, რომლებიც ვიტამინებთანაა დაკავშირებული.

მაშ ასე, მითები ვიტამინების შესახებ:

  1. ნატურალური ვიტამინები სინთეტიკურზე უკეთესია


    ეს მითი ერთბაშად რამდენიმე მხრიდან აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას: პირველ რიგში, სურვილი, შევავსოთ ორგანიზმის მოთხოვნები მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით, გამოიწვევს საკვები ნივთიერებების არაბალანსირებულ მიღებას. მეორეც, თუ ირჩევთ ვიტამინებს, რომლებიც ნატურალური გზითაა მიღებული (არა ლაბორატორიული სინთეზით) - ეს საგრძნობლად აისახება თქვენს საფულეზე. სინთეტიკური ვიტამინები გაცილებით ბიუჯეტური ვარიანტია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ასევე, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაამოწმებს მათ უარყოფით ეფექტს ორგანიზმზე, ნატურალური ვიტამინებისგან განსხვავებით.

  2. ვიტამინებს არ აქვს მოხმარების ვადა


    იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს იდეალური პირობები ტაბლეტებისა და ფხვნილების შესანარჩუნებლად, თითოეულ ვიტამინს აქვს თავისი მოხმარების ვადა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიტამინები ამ ვადის გასვლის შემდეგ ზიანს მოგაყენებთ, მაგრამ ზოგიერთი ელემენტის დაშლის გამო, ისინი ვერც სარგებელს მოგიტანთ.

  3. ყველა ვიტამინი ერთნაირად სასარგებლოა


    როგორც დიეტა, ვიტამინებიც ადამიანის საჭიროებების მიხედვით შეირჩევა, რომელიც აპირებს მათ მიღებას. თუ ვეგეტარიანობას ანიჭებთ უპირატესობას, უნდა მიიღოთ В12, რომელიც არ გვხვდება მცენარეულ საკვებში. თუ იშვიათად ენახებით მზეს - D ჯგუფის ვიტამინები გჭირდებათ. სწორედ თქვენზე მორგებულ ვიტამინების კომპლექსს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ექიმი-თერაპევტი: მან იცის თქვენი ცხოვრების სტილის შესახებ და ხელთ აქვს მიმდინარე ანალიზების პასუხები.

  4. სწორი კვება ყველა საჭირო ვიტამინით გვავსებს


    რა თქმა უნდა, თუ ვიტამინიზებულ პროდუქტს საკმარისი ოდენობით (და ეს არსებითი რაოდენობაა, სხვათაშორის) იღებთ, მაშინ აბების გარეშეც კარგად იქნებით. თუმცა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე პროდუქტის მხოლოდ 20-30%-ია ვიტამინიზებული და ყველა რეგიონში ისინი არაა ხელმისაწვდომი.
    ბოლო მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად D და В ვიტამინების დეფიციტს ვხვდებით: ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების იდეალურად დაბალანსებული დიეტის დაცვის შემთხვევაშიც კი, ჩვენ ვერ ვიღებთ საჭირო ვიტამინების 20-25%-ს.

  5. ხილი - ვიტამინების საუკეთესო წყარო


    ხილი, უპირობოდ, შესანიშნავი რამაა, თუმცა მხოლოდ ისინი როდი შეიცავს ვიტამინებს, რომლებიც ადამიანს ასე ესაჭიროება. გთავაზობთ ხილის ალტერნატიული პროდუქტების სიას, რომლებიც შეიცავს კონკრეტულ ვიტამინებს.

    А ჯგუფის ვიტამინები: ტკბილი წიწაკა, სტაფილო, ყველი, ზეთი;
    В ჯგუფის ვიტამინები: ფაფები, სრულმარცვლოვანი პური, ღორის ხორცი, ღვიძლი, ლუდის საფუარი, რძე, ხაჭო, ძეხვი, მიწისთხილი, პომიდორი, კარტოფილი, სოკო, ფრინველები, თევზი, მწვანილი;
    С ჯგუფის ვიტამინები: წიწაკა, კომბოსტო, მწვანე ბარდამ მწვანე ხახვი, ასკილი;
    D ჯგუფის ვიტამინები: თევზი, ვირთევზას ღვიძლი, კვერცხი, ნაღების კარაქი;
    E ჯგუფის ვიტამინები: მცენარეული ზეთი, პარკოსანი მარცვლეული, პური, თხილი, ფაფები;
    K ჯგუფის ვიტამინები: ფოთლოვანი მწვანილი, ისპანახი, ყაბაყი;
    H ჯგუფის ვიტამინები: სოიო, ბარდა, ღვიძლი, თირკმლები, საფუარი.

  6. ვიტამინის კომპლექსებს ორგანიზმი ვერ ითვისებს


    10 და მეტი ვიტამინის კომპლექსი ისეა შედგენილი, რომ ერთ ჯგუფად ათვისდეს ორგანიზმის მიერ. პრობლემა ვიტამინებისა, რომლებიც არ ითვისება სხვა ელემენტებთან ერთად, არსებობს, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივი კვების პროდუქტებთან დაკავშირებით: მაგალითად, პექტინი ვაშლში არ აძლევს ვიტამინ C-ს ათვისების საშუალებას, ხოლო ქატო, რომელიც დიდი რაოდენობით B-ვიტამინს შეიცავს, ხელს უშლის სხვა ვიტამინებს ორგანიზმში ათვისებაში.

  7. თერმული დამუშავება ანადგურებს ვიტამინებს


    თერმოდამუშავების (ხარშვის, შეწვის და ა.შ.) დროს ნადგურდებაუამრავი პროდუქტის უჯრედული კედლები, რითიც საკვებ ნივთიერებსა და ვიტამინებს, პირიქით, გათავისუფლების საშუალებას აძლევს. ყველაფერი დამოკიდებულია პროდუქტისა და ვიტამინის ტიპზე, რომლის მიღებაც მისგან გსურთ; ასე, მაგალითად, სტაფილოს დამუშავებისას იკარგება ვიტამინ C-ს 90%, თუმცა უჯერი ცხიმების ნაერთები, როგორებიცაა A, E, D და K, კარგად ინახება.

  8. ვიტამინების დოზის გადაჭარბება შეუძლებელია


    ყოველთვის გვგონია, რომ თუ რაღაც "კარგია", შეუძლებელია იყოს ზედმეტი. თუმცა, ვიტამინების შემთხვევაში ეს მიდგომა არასწორია: ნამდვილად, ორგანიზმზე სერიოზული გავლენის მოსახდენად დაგჭირდებათ უამრავი ვიტამინი, თუმცა, A ვიტამინის დოზის გადაჭარბება გამოიწვევს სახსრების ტკივილს, ღებინებასა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევას. ასევე, უნდა გაამახვილოთ ყურადღება სხვა ვიტამინების ჰარმონიულ მოხმარებაზეც, განსაკუთრებით, თუ ფეხმძიმედ ხართ ან ზოგიერთი ელემენტის მიმართ მეტისმეტად მგრძნობიარე ხართ.

  9. საზღვარგარეთული ვიტამინები ადგილობრივს სჯობს


    ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც ჩვენთან იწარმოება, გადის რეგისტრაციისა და სერთიფიკაციის პროცესს. ქართული ლაბორატორიები იყენებენ უცხოური ლაბორატორიების ნაშრომებს, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ქარხნები ვიტამინების სინთეზისთვის. შესაძლებელია, რომ უცხოური და ქართული წარმოშობის პრეპარატები ერთი და იმავე ფორმულით იყოს მომზადებული, ამიტომ ნუ აითვალწუნებთ ქართულ პროდუქტს.

  10. ვიტამინი C გვეხმარება გაციების დროს

ამ მითისთვის უნდა "ვუმადლოდეთ" ნობელის პრემიის ლაურეატ ლაინუს პოლინგს. ერთხელ იგი გაცივდა, ექიმმა კი დღეში 3 გ ასკორბინის მჟავა დაუნიშნა. 3 დღეში გაციება გაქრა! თუმცა, ამ გამარჯვებამ არ დააკმაყოფილა ბატონი პოლინგი და მან საკუთარი მეცნიერული თეორია შეიმუშავა იმის შესახებ, თუ როგორ კურნავს ვიტამინების პრაქტიკულად ყველაფერს - მუწუკიდან დაწყებული, კიბოთი დამთავრებული.

მეცნიერული საზოგადოება დღემდე ებრძვის მისი "აღმოჩენის" შედეგებს. გარდა ამისა, დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ გაციება ვირუსული დაავადებაა, რომელიც იკურნება წოლითი რეჟიმითა და დიდი რაოდენობით სითხის მიღებით. იკურნება 3 დღეში, ყოველგვარი ვიტამინ C-ს გარეშე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.