» » » ზღაპრულად გემრიელი ხვეულები ხაჭოს ცომისგან: მის წინაშე თავს ვერ შეიკავებთ

ზღაპრულად გემრიელი ხვეულები ხაჭოს ცომისგან: მის წინაშე თავს ვერ შეიკავებთ

ხვეულები ხაჭოს ცომისგან - ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ტკბილეულია, რომელიც ფხვიერი გამოდის ხაჭოსა და კარაქის დამსახურებით. მათ ვერც ხაჭოს პროდუქტით და ვერც სპრედით ჩაანაცვლებთ!

რჩევების რედაქციამ მოამზადა ხაჭოს ხვეულების რეცეპტი, რომლებიც არაერთხელ გასიამოვნებთ გასტრონომიულად შემოდგომასა და ზამთარში.

ხაჭოს ხვეულები
ინგრედიენტები
  • 100 გ ფქვილი
  • 100 გ ხაჭო
  • 100 გ კარაქი
  • 1 კვერცხის გული
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი შაქარი
  • 1 ს.კ. შაქარი და მწიკვი დარიჩინი შიგთავსისთვის
მომზადება
  1. ფქვილში ჩაყარეთ ხაჭო და კუბიკებად დაჭრილი ან დახეხილი კარაქი. ინგრედიენტები სწრაფად უნდა შეზილოთ.




  2. შემდეგ მასას დაუმატეთ კვერცხის გული და მოზილეთ ცომი. დაახვიეთ ბურთულებად, შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედგით მაცივარში 40 წუთით.




  3. ფქვილიან ზედაპირში გააბრტყელეთ ცომი ოთხკუთხედად და დაჭერით სამკუთხედებად. მოაყარეთ ნაჭრებს შაქარი და დარიჩინი და გაახვიეთ.


  4. შედგით ხვეულები საცხობით საყინულეში 25-30 წუთით, შემდეგ გამოიღეთ და აცხვეთ 25-30 წუთით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.



ამ ხვეულების მომზადებას არ სჭირდება ბევრი პროდუქტი და დრო, თუმცა დესერტი აუცილებლად მოგხიბლავთ თავისი გემოთი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.