» » » ეს სოუსი ლიმონითა და ავოკადოთი ნებისმიერ სალათს კულინარიულ შედევრად აქცევს!

ეს სოუსი ლიმონითა და ავოკადოთი ნებისმიერ სალათს კულინარიულ შედევრად აქცევს!

მაღაზიის სოუსები და სანელებლები მაღალკალორიულია და დიდი რაოდენობით კონსერვანტს შეიცავს. შინ მომზადებული სოუსის გამოყენება თქვენი პირველი ნაბიჯი იქნება ჯანსაღი და სწორი კვებისაკენ.

მოამზადეთ უბრალო სალათი საყვარელი ინგრედიენტებით, შეზავეთ იგი შინ მომზადებული სოუსით და სრულყოფილი სადილი მზადაა. ინტერნეტში სხვადასხვა სოუსის უამრავი რეცეპტია, თუმცა ეს სოუსი ლიმონითა და ავოკადოთი ნამდვილად მოგეწონებათ.

სოუსი ლიმონითა და ავოკადოთი


ინგრედიენტები
  • 1 ავოკადო
  • 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 1/4 ჭიქა წყალი
  • ოხრახუშის პატარა კონა
  • 1 კბილი ნიორი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
  1. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ზეთისა და წყლის გარდა კომბაინში ან ბლენდერში.




  2. ჩართეთ მოწყობილობა და ნელ-ნელა დაუმატეთ სითხეები.


  3. სულ ეს იყო! რთული არაფერია ამ სოუსის მომზადებაში, თუმცა იგი ნებისმიერ სალათს პიკანტურობას მიანიჭებს. ასეთი სოუსი იდეალურია ქათმის, კვერცხის, კომბოსტოსა და სხვა ინგრედიენტების სალათებთან ერთად.

ჩაანაცვლეთ მაღაზიის სოუსები შინ მომზადებულით, ორგანიზმი მადლობას გადაგიხდით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.