კერძს განსაკუთრებულს სიმინდი და წიწაკა ხდის - მექსიკური სამზარეულოს მთავარი შემადგენელი ინგრედიენტები. სიმინდის ფქვილისგან აცხობენ კვერებს - ტორტილი, სხვადასხვა სახეობის წიწაკას ცომსაც და სოუსსაც უმატებენ.
ამბობენ, რომ ტორტილის რეცეპტი ჯერ კიდევ აცტეკებმა მოიგონეს. არსებობს ვერსია, რომ ტორტილი ინდოელების კვერს ესპანელმა კონკისტადორებმა უწოდეს - გარეგნულად მათ ტრადიციულ ომლეტს (ესპ. tortilla) მიამგვანეს.
ენჩილადას ხვეულებს ცხარე სოუსში ავლებენ და გახეხილ ყველს კარგად აყრიან. ხორცის გარდა შიგთავსში შემწვარ ლობიოს, ბრინჯს, პომიდორს, ავოკადოს ან ყველას ამატებენ, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ბოსტნეულის სალათა, სალსას სოუსი ან არაჟანი დაუმატოთ.
მექსიკაში ნაბახუსევიდან გამოსასვლელი ენჩილადაც არის, რომელსაც levanta muertos (მკვდარიც გაცოცხლდება) უწოდეს. მისი გამაცოცხლებელი სიცხარე წიწაკა ჩილის გამოყენებით მიიღწევა.
კვერი შიგთავსით
ინგრედიენტები სიმინდის კვერისთვის
- 480 გრ სიმინდის ფქვილი
- 30 გრ ხორბლის ფქვილი
- 50 გრ არაჟანი
- 300 გრ ცხელი წყალი
ინგრედიენტები სოუსისთვის
- 100-150 გრ კარაქი
- 300 მლ რძე
- 60-80 გრ ფქვილი
- 200 გრ ყველი
- ცხარე წიწაკა გემოვნებით
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 50 გრ კარაქი
- 2 ხახვი
- 2 ბულგარული წიწაკა
- 6 კვერცხი
- 200 გრ ლორი
- 1 მწიკვი ქინძი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- 5 პომიდორი ჩერი
- 1 ს/კ მცენარეული ზეთი