» » » საწებელი სწრაფად: შეგიძლიათ 5 წუთში მოამზადოთ

საწებელი სწრაფად: შეგიძლიათ 5 წუთში მოამზადოთ

ქართული სოუსის საუკეთესო მახასიათებელი ისაა, რომ მზადდება მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან: ახალი ბოსტნეული, მწვანილი, სანელებელი, ასევე კენკრის და ხილის წვენი.



თითოეულ სოუსში თავისებური სანელებლების ნაკრები გამოიყენება, რომლებიც მას განუმეორებელ, განსაკუთრებულ გემოს და არომატს ანიჭებს. ყველა ქართული სოუსის რეცეპტი ძალიან დიდი ხნის წინ არის შექმნილი და მათში კავკასიელი ხალხის ხანგრძლივი ცხოვრების განსაკუთრებული ფილოსოფია არის ჩადებული. 



მაგ, ქლიავში, რომლისგანაც ტყემლის სოუსი მზადდება, ძალიან ბევრი პექტინი, ტანინი, ვიტამინები შედის, რომლებიც მონელების პროცესს და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებენ. პომიდორსა და სურნელოვან ბალახებში, რომელსაც საწებლის მოსამზადებლად იყენებენ, ბევრი ანტიოქსიდანტი შედის, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებისგან გვიცავენ. 

საწებელი სოუსი

საწებელი ქართულად სოუსს ნიშნავს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სოუსია ქართულ სამზარეულოში, ე.წ. ყველა სოუსის საფუძველი. 



მას ამზადებენ მწიფე პომიდვრისგან, რომელიც ქინძით და კამით არის მორთული. შემდეგ პომიდვრის სოუსს უმატებენ ზაფრანას, უცხო სურნელს, ცხარე წიწაკას. ამ სანელებლებს შეგიძლიათ დაუმატოთ ქონდარი, ბაზილიკა, მაიორანი. საწებლის ზოგიერთ რეცეპტში შეგიძლიათ ბულგარული წიწაკაც გამოიყენოთ. 



ჩვენი რეცეპტი კლასიკურზე პრეტენზიას არ აცხადებს, მაგრამ არსებობს უფლება აქვს, რადგან ძალიან სწრაფად მზადდება და აბსოლუტურად ყველა კერძს უხდება (დესერტების გარდა). სახლში მომზადებული საწებელი ძალიან არომატულია. ყველას გირჩევთ!

ინგრედიენტები

  • 1 კგ პომიდორი

  • 1 ცხარე წითელი წიწაკა

  • 1 დიდი ზომის ქინძი

  • 1 ს/კ დაფქული ქონდარი

  • 1 ს/კ ხმელი სუნელი

  • 1 თავი ნიორი

  • მარილი გემოვნებით


​მომზადება

1. პომიდორს კანი მოაშორეთ, წინასწარ მდუღარე წყალი დაასხით. პომიდორი დაჭერით და ცოტა ხნით გააჩერეთ. ამ დროის განმავლობაში წვენი გამოვა, რომელიც უნდა გადაასხათ. 



2. პომიდორი თუშეთ მანამ, სანამ პომიდვრის პასტა არ გასქელდება. 

3. პომიდორს დაჭრილი ნიორი, ცხარე წიწაკა დაუმატეთ. 



4. პომიდორს დაჭრილი მწვანილი მარილით და სანელებლებით დაუმატეთ. 

5. ზუსტად რამდენიმე წუთით თუშეთ და გაზი გამორთეთ. 



6. თავსახურ დახურული გააგრილეთ. 

7. ქართული სოუსი-საწებელი მზადაა!



თუ მწვადებზე შეკრებას აპირებთ, დრო კი არ გაქვთ, შეგიძლიათ პომიდორი პომიდვრის პასტით ჩაანაცვლოთ. ისღა დაგრჩებათ პომიდორი წყალში გახსნათ, დაუმატოთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, წიწაკა და სანელებლები. ამის შემდეგ კარგად აურიეთ. 

სოუსის სიცხარე დროთა განმავლობაში გაიზრდება! სწორედ ამიტომ სანელებლის რაოდენობა შეგიძლიათ შეამციროთ, ხოლო სოუსის შემადგენლობა უცვლელი დატოვეთ. გემრიელად მიირთვით! ახლობელ ადამიანებს მოუმზადეთ!



მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.